თემის ავტორს უნდა შევახსენო, რო მეცნიერებაში სიტყვა მჯერა არ არსებობს..
მჯერა რელიგიური მიდგომაა..
მეცნიერებაში კი მხოლოდ მიმდინარე ცოდნის ასეთი ფრომა გვაქვსთქო უნდა მოგვახსენო...
რაც შეეხება სამყაროს წარმომავლობას ..
რაც ჩვენ ამ ეტაპზე აღვიქვით ის იმდენად დიდია ჩვენთან შედარებით მისი სრული აღქმის უნარი ნამდვილად არ გვაქვს...
არც მეცნიერულად და მით უმეტეს არც რელიგიურად...
მოკლედ ჩვენ რაღაც საკმაოდ მცირე სურათის დანახვის უნარი გვაქვს და ყველა ვინც უფრო მეტზე აცხადებს პრეტენზიას მეცნიერიც და რელიგიური სწავლებაც საკმაოდ არაკომპეტენტურად გამოიყურება...
ანუ თითქმის ყველა საკითხი მანდ განხილული არის ჩვენი მიმდინარე ცოდნის ანუ რეალობის აღმქის საკმაოდ სუსტი ფორმის ფარგლებში მოცემული...
ამიტომაც დასჭირდა ავტორს მჯერას ხსენება..
არ ვიცით რეალურად რა ხდება.. წარმოდგენა არ გვაქვს...
საჭიროა ეს ფაქტი ვაღიაროდ და ვეცადოთ მართლა შევიმეცნოთ, თუმცა, როგორც ვახსენე ჩვენი შესაძლებლობებით დიდ შედეგს ვერ მივაღწევთ..
ვეჭვობ ამ სიტუაციაში შედეგი კი არა თვითონ პროცესია მთავარი ანუ შემეცნების მცდელობა...
ეხლა დავუბრუნდეთ რწმენის საკითხს...
ასე თუ ისე ურწმუნო ადამიანი არ არსებობს... თემის ავტორი მორწმუნე ათეისტია(ათეიზმიც რწმენის ფორმაა რადგან მეცნიერულად ღმერთის არ არსებობა დამტკიცებული არ არის) ანუ ეს ჩვენი სუბიექტური შეგრძნებების ასახვაა...
მორწმუნე ათეისტიკან განსხვავებით ნამდვილი მორწმუნეს ღერთის შინაგანი შეგრძნება აქვს...
რაღაც მეექვსე შეგრძნების მაგვარი... ეს შეგრძნება მისთვის ისეთივე რეალურია როგორც მაგალითად სმენა ან მხედველობა...
ზუსტად ამ შეგრძნების დაკმაყოფილების მოთხოვნა აიძულებს ასეთ ადამიანს რელიგიური პრაქტიკა ჰქონდეს..
ილოცოს, ეკლესიაში იაროს და ა.შ.
პ.ს. ლინგვისტიკურ კამათში ჩართვას არ ვაპირებ. აზრი და არსი გასაგებია.
ისე ბოლო ფილმში გახმოვანებული დროის კონცეფცია ჩემი გახლავთ, რომელიც სიტყვირად გავუზიარე ჩემს ერთ ამერიკელს ამხანაგს.. .. რა შუაშია აქ ეინშტეინი... ისე მანდ ჰიუ ევერეტის პრალელური რეალობების ფიზიკა არ უხსენებიათ, რომელსაც ჩემთან ერთად ასევე მისდევს მანდ მოლაპარაკე მიტის ფიზიკოსი ტეგერმაკი...
This post has been edited by sulo on 6 Jun 2014, 11:54