bazukaიმაში, რომ ხელისუფლებამ მეტად აქტიურად უნდა იმუშავოს და განუმარტოს დასავლეთს თავისი პოზიციები, რა თქმა უნდა გეთანხმები. მაგრამ როგორ ხდება ეს განმარტებები პოლიტიკაში? ან პირადი შეხვედრებით, დიპლომატიური მიმოწერით, რომლის აბსოლუტურად ნორმალური შემადგენელი ნაწილი არის ნოტა დ.ა.შ.
მესმის შენ რასაც ამბობ და გეთანხმები, რომ უფრო მეტი ეფექტურობა არის საჭირო, თუმცა ბიძინას თუ დავუჯერებთ, თუ სწორად მახსოვს ესე თქვა, რომ ისეთი ხმები დაგვიყარეს დასავლეთში, რომ კაციჭამიები მოვიდნენ ხელისუფლებაში და ძლივს დავარწმუნეთ, დასავლეთი, რომ მასობრივ რეპრესიებს არ ვახორციელებდითო.
ხოდა ეხლაც, ვერ ვხედავ მიზეზს რატომ არ უნდა გააკეთოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება - ნუ თუ ნოტას არ გავუგზავნით, განცხადება მაინც - სადაც ახსნილი იქნება, რომ ქართველი ხალხისთვის სააკაშვილის რეჟიმის მიერ ჩადენილი დანაშაულებების გამოძიებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს და ამიტომ, სრული უფლება გააჩნია სამართალდამცველ ორგანოებს ნებისმიერი პიროვნება გამოიძახოს დასაკითხად.
ხოდა, ამის გულისთვის თუ გადაგვეკიდება ამერიკა - არ ყოფილა ის ჩვენი მეგობარი, ეს იქნება ცხადზე ცხადი.
მასე ჩემ ძმაკაცებთან რამდენჯერ მიკამათია და ხანდახან წავჩხუბებულვართ, მაგრამ ძმაკაცებად ვრჩებოდით ისევ - იმიტო რომ მეგობრობა იდგა იმ კონფლიქტზე მაღლა. პოლიტიკაში მეგობრობა არ არსებობს, ცხადია,

მაგრამ არსებობს საერთო ინტერესები. ჰოდა თუ ჩვენი ინტერესები თანხვედრია, მაშინ ნამდვილად არ დაგვკარგავენ და თუ აღარ აწყობთ ჩვენთან ურთიერთობა და საბაბს ეძებენ - მაშინ რაც მალე გავიგებთ სიმართლეს, მით უკეთესი.
ანუ, გეთანხმები, რომ დიპლომატიური მოქმედებების გააქტიურებაა საჭირო, მაგრამ შენც გაითვალისწინე, რომ ნამდვილ ინტერესთა თანხვედრას, სააკაშვილის პერსონა ვერაფერს დააკლებს.
სადამ ჰუსეინმა ქურთების წინააღმდეგ ირანში - ანუ უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე- გამოიყენა ქიმიური იარაღი და აშუშუ დუმდა, იმიტო რომ ასე აწყობდა. თალიბები ვინც მოამარაგა იარაღით და ვინც მოიყვანა ხელისუფლებაში, იმედია იცი - ისიც აშუშუმ, იმიტომ რომ ასე აწყობდა. სულ ბოლოს სირიაში ალქაედას ტერორისტების დასახმარებლად ავიაციის გამოყენებას აპირებდა გამოტვინებული ობამა (ამერიკელები რომ არ აბუნტებულიყვნენ) - იმიტომ რომ ეგონა, რომ ასე აწყობდა. ასე რომ, თუ ჩვენთან ურთიერთობა აწყობს, სააკაშვილი სარზეც რომ გავსვათ მაინც ხმას არ ამოიღებენ. ხოლო თუ არ აწყობთ, მაშინ ნებისმიერ საბაბს გამოძებნიან ჩვენთან დასაპირისპირებლად. არ გაინტერესებს გავერკვეთ, რა უნდათ სინამდვილეში? მე მაინტერესებს.
DIDGORI-GEOხო, ჯოჯოხეთს ერთი ნიგუზალი აკლდი და შენც მოხვედი.

სორი, მარა არ მაქვს ახლა წყლის ნაყვის დრო.
This post has been edited by Makumba666 on 24 Mar 2014, 05:29