დავიწყოთ იმით, რომ რა ურთიერთობაც ღარიბას აკავშირებს ბიძინასთან, თითქმის იგივე ურთიერთობა აკავშირებს გიორგი კვირიკაშვილსაც.
ერთი თუ ქართუ ფონდს ხელმძღვანელობდა 2005 წლიდან, მეორე ბანკი ქართუს გენერალური დირექტორი იყო 2006 წლიდან.
კალაძე ბიძინას პირადი მეგობარია და მისი ნდობით აღჭურვილი პირი.
სხვა არცერთ მინისტრს არ აქვს ბიძინასთან პირადი ურთიერთობების გამოცდილება და შესაბამისად არც იმის შიში, რომ მას ვინმე "წააქცევს", მათ შორის პრემიერ-მინისტრიც, რადგან სავარაუდოდ გონიათ რომ პირდაპირ ბიძინას "კრიშა" აქვთ.
ოდიშარია ახსენეს აქ და ოდიშარიას სამინისტროს არც პოლიტიკური და არც ფინანსური წონა არ აქვს იმდენი, რომ საერთოდ ხსენებად ღირდეს...
king depressარის რამოდენიმე პროექტი, რომელთა შორის საზოგადოების ფართო მასებისთვის ცნობილი არ არის, ძალიან დიდი საწარმოების მშენებლობებს ეხება, ძირითადად მეტალურგიული პროფილის და თითოეულის ღირებულება ასეულობით მილიონს შეადგენს (პირდაპირი უცხოური ინვესტიციის სახით). ყველა ამ საწარმოს ეკონომიკის სამინისტროს გარდა ენერგეტიკის სამინისტროსთან აქვს საქმე პირველ რიგში, რადგან თითოს ლამის ნახვარ მილიონ კილოვატამდე ენერგია სჭირდება წლიურად. "გააჩერა" არ არის სწორი ფორმა, არავინ არაფერს აჩერებს, უბრალოდ ის, რაც შეიძლებოდა 1-2 თვეში გაკეთებულიყო, ხშირ შემთხვევაში წელიწადზე მეტია შუა გზაშია გაჩხერილი და არც ეუბნებიან რა ქნას, მარცხნივ წავიდეს, მარჯვნივ, წინ თუ უკან გაბრუნდეს.
გარდა ამისა, მას ჰყავს ერთი მოადგილე, ილია ელოშვილი, რომელსაც რბილად რომ ვთქვათ ძალიან არასანდო რეზიუმე აქვს, მუშაობდა გაერთიანებულ ენერგო სადისტრიბუციო კომპანიაში ხელმძღვანელ თანამდებობაზე იმ დროს (2004-2007 წწ.), როცა აეწყო ელიტური კორუფციული სქემა ფულის გათეთრებისა, როცა ლუხუმ, იგივე ლევან კაპანაძე (ვანო მერაბიშვილის უახლოესი ნათესავი, მეგობარი და კასირი) ფლობდა ოფშორულ კომპანიას, რომლის "შუამავლობითაც" გადიოდა უზარმაზარი რაოდენობის დენი თურქეთში და საშუამავლო საკომისიო პირდაპირ ილექებოდა ადვილი მისახვედრია ვის ჯიბეშიც...მუშაობდა ასევე ხელმძღვანელ თანამდებობებზე "ვისოლში" (2007-2010 წწ.) და "ნიუ ენერჯიში" (2010-2011 წწ.)
ვისაც ამ სფეროსთან შეხება აქვს, ყველამ იცის, რომ ლევან კაპანაძის პადელნიკია.
ეს ყველაფერი რა თქმა უნდა ლოგიკურ ეჭვებს აჩენს, რომ შესაძლოა იყოს საბოტაჟის ან პირადი დაინტერესების ფაქტები, როცა ასეთი მსხვილი პროექტების განხორციელება ფერხდება და დროში იწელება. და მე რომ ვიცი ესენი რა თქმა უნდა ღარიბაშვილიც გაიგებდა და ბიძინაც.
A patriot must always be ready to defend his country against his government. © Edward Abbey