თქვენს მიერ შეთავაზებული ყოველი მიზანი, პროგრამა და შესაძლო ბენეფიტი გადააკონვერტირეთ ფულად გამოხატულებაში და ისე წარუდგინეთ ობივატელს, დაანახეთ მას შორიდან ის მატერიალური სიკეთეები, რასაც იგი მიიღებს თქვენი გრძელვადიანი მხარდაჭერით. აქცენტი გააკეთეთ რიგითი მოქალაქეების და არა ქვეყნის მიერ მისაღებ სარგებელზე. გახსოვდეთ, ობივატელს, შიგნით გულში, ფეხებზე ჰკიდია სამართლიანობაც, ტერიტორიული მთლიანობაც და საგარეო კურსიც.
ანალოგიურად წარმოადგინეთ ქოცმთავრობის შეუსრულებელი დაპირებები და მცდარი ნაბიჯები, შესაბამისად - დანაკარგები.
ქოცხელისუფლების ყოველ მოსკორილში ცხვირი ჩააყოფინეთ ერს, აუცილებელია არაერთჯერადად და ღრმად.
ყოველი არგუმენტი, ყოველი ინფორმაცია მიიტანეთ მოსახლეობამდე დებილისთვისაც გასაგებ ენაზე.
იმუშავეთ მასაზე პირისპირ, გაააქტიურდით რეგიონებში.
"ხალხს ნაციონალები ეზიზღება" - გახსოვდეთ ეს "ხალხი" ერთ სპორტის სასახლეს ავსებს მაქსიმუმ.
გაამყარეთ დასავლეთთან კონტაქტები, დარჩით მათთვის N1 რესპონდენტად საქართველოში, აქტიურად გამოიყენეთ მთავრობაზე ზეწოლისათვის.
წამოსწიეთ ახალი სახეები
ჩააჩოჩეთ ოდიოზური პიროვნებები ჩრდილში, მაქსიმუმ კონსულტანტის რანგში. აქტიურად გამოიყენეთ მათი კონტაქტები დასავლეთთან.
ჩაატარეთ შიდა გამოძიება ბრალდებებზე, რომლებსაც გიყენებენ. გამიჯნეთ და ჩამოიშორეთ დამნაშავენი, რაც უნდა ავტორიტეტულნი იყვნენ.
ინფორმაცია მიიტანეთ უშუალოდ მოსახლეობამდე, პროპაგანდისთვის შეარჩიეთ მაქსიმალურად სუფთა წარსულის ადამიანები რეგიონებში, რეპრესიების შემთხვევაში უზრუნველყავით მატერიალურად.
მაქსიმალურად დაიახლოვეთ და ითანამშრომლეთ არასამთავროებთან, გააკეთეთ ერთობლივი პროექტები
არც იფიქროთ ახალი პარტიის შექმნაზე ან სახელის ცვლილებაზე. ეს ახლანდელ პოზიციებსაც დაგაკარგვინებთ.
და ა.შ.