პარდონ მაგრამ ეხლა ვნახე ინფო რომ თანაინვესტირების ფონდი სოლოლაკი თავისუფლების მოედანი ერეკლეს მოედანზე აპირებს რაღაც პროექტის განხორციელებას.....4 კომპლექსის აშენებას....ასევე საბაგირეობის და ლიფტების....
რიყეზე რომ არ ააშენებინეს უზარმაზარი სავაჭრო ცენტრი ივანიშვილს ეხლა რაღაც მსგავსის გაკეთებას აპირებს ოღონდ ამ ახალ მონაკვეთში?
სასახლის ხედის თავისი გემოვნებით მოწყობას ცდილობს თუ რა ხდება ნახევარი მილიარდის პროექტიაო....
http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeb...horcielebs.htmlთანაინვესტირების ფონდი" თბილისში განახორციელებს გრანდიოზულ პროექტს პირობითი სახელწოდებით "პანორამა - თბილისი". როგორც სასტუმრო "თბილისი მარიოტში", პროექტის პრეზენტაციისას აღინიშნა , პროექტი ოთხ მრავალფუნქციურ კომპლექსს - 1. სოლოლაკის მაღლობი, 2. სოლოლაკის ბაღები, 3. თავისუფლების მოედანი და 4. ერეკლე მეორის მოედანი - აერთიანებს, რომლებიც იფუნქციონირებენ როგორც ერთი მთლიანი.
პროექტის ფარგლებში ქალაქის ცენტრალური და ისტორიული უბნები დაუკავშირდებიან გამწვანებულ შემოგარენს საბაგირო გზებითა და დახრილი ლიფტებით.
"პროექტის უნიკალურობა სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ქალაქის ახალ, ოთხ მსხვილ ტურისტულ და ბიზნეს ცენტრს შორის დღის ყველაზე დატვირთულ პერიოდშიც კი გადაადგილება შესაძლებელი იქნება ავტოტრანსპორტის გარეშე, სწრაფად და მოხერხებულად, საბაგირო გზებისა და დახრილი ლიფტების საშუალებით. ამასთან, პანორამული შუშის კაბინებით მგზავრობისას დამთვალიერებლებს დედაქალაქის ულამაზესი ისტორიული ხედებით დატკბობის საშუალება მიეცემათ. აღნიშნულ პროექტს მსოფლიოში ანალოგი არ ჰყავს", - აცხადებენ ფონდში.
ამასთან, მათივე განმარტებით, პროექტი იმითაც არის აღსანიშნავი, რომ მწვანე არქიტექტურის უპრეცედენტო მაგალითს წარმოადგენს.
"მის ფარგლებში დაირგვება 30 000 ახალი ხე, რაც საგრძნობლად გააჯანსაღებს ქალაქის ეკოსისტემას", - განაცხადა პრეზენტაციაზე თანაინვესტირების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი ბაჩიაშვილმა.
გარდა ამისა, მისი თქმით, პროექტის დამატებითი უპირატესობა თანამედროვე ავტოსადგომების ინფრასტრუქტურის განვითარებაში მდგომარეობს.
"ქალაქის ცენტრსა და შემოგარენში დამატებით მოეწყობა 1,800 ავტომობილზე (თავისუფლების მოედანი - 300, ერეკლე მეორის მოედანი - 500, სოლოლაკის ბაღები - 500, სოლოლაკის მაღლობი - 500) გათვლილი მიწისქვეშა ავტოსადგომები, რაც პროექტის საჭიროებას ბევრად აღემატება და უზრუნველყოფს ქალაქში არსებული პარკირების პრობლემის მოგვარებას", - განმარტა ბაჩიაშვილმა.
ფონდის ინფორმაციით, მრავალფუნქციური კომპლექსების საშუალებით თბილისში შესაძლებელი გახდება მაშსტაბური საერთაშორისო კონფერენციების ორგანიზება და მასპინძლობა, რაც დედაქალაქს რეგიონში უფრო დიდ მნიშვნელობას და დატვირთვას შესძენს.