ერთხელ ერთმა მოდერატორმა ასეთი კითხვა დაუსვა იუზერებს.
– არსებობს, თუ არა ტიმი ?
- რასაკვირველია არსებობს !- ერთხმად უპასუხეს მას იუზერებმა.
და თუ არსებობს, მან ხომ ყველაფერი შექმნა?
– დიახ – უპასუხეს მას იუზერებმა.
– და თუ ტიმმა შექმნა ყველაფერი, მაშინ გამოდის, რომ ბანიც და ვორნიც მან შექმნა,რადგან ბანიც და ვორნიც არსებობს ფორუმზე. თუ ამ მსჯელობიდან გამოვალთ, ისიც გამოდის, რომ ტიმი ბოროტია – მიუგო მათ ღიმილით მოდერატორმა.
კლასი სიჩუმემ მოიცვა, მაგრამ მოულოდნელად ერთ-ერთი იუზერი წამოდგა და მოდერატორს ჰკითხა:
– მოდერატორო, არსებობს,თუ არა სიცივე?
– ეს რა კითხვაა? რასაკვირველია, არსებობს. ნუთუ არასოდეს შეგციებია?
– არა, მოდერატორო, სიცივე არ არსებობს. ფიზიკის კანონების მიხედვით, ის რასაც სიცივეს ვუწოდებთ, მხოლოდ სითბოს ნაკლებობაა. აბსოლუტური ნული (-460 ფარენგეიტი) კი სითბოს აბსოლუტურ ნაკლებობას აღნიშნავს. სიცივე არ არსებობს, ეს სიტყვა იმისთვის გამოვიგონეთ, რომ განგვესაზღვრა მდგომარეობა, რომელსაც სითბოს ნაკლებობა იწვევს.
– მოდერატორო,როგორ ფიქრობთ, არსებობს, თუ არა სიბნელე?
– ცხადია არსებობს.
– კიდევ ერთხელ ცდებით, მოდერატორო, რადგან სიბნელე სინათლის ნაკლებობაა. ჩვენ შეგვიძლია შევისწავლოთ სინათლე, მაგრამ არა სიბნელე. სიბნელე ის ცნებაა, რომელიც სინათლის გარეშე ყოფნას აღნიშნავს.
– და არსებობს, თუ არა ბანი და ვორნი?
– რაღა თქმა უნდა არსებობს, ეს ხომ უკვე ვთქვი. ჩვენ მას ყოველდღე ვხედავთ.ფაქტია, რომ ფორუმზე დანაშაული,ბოროტება და ძალადობაა გამეფებული .
– კიდევ ერთხელ ცდებით, მოდერატორო . . . ბანი და ვორნი არ არსებობს და შესაბამისად, ტიმსაც არ შეუქმნია იგი. ბანი და ვორნი სიბნელისა და სიცივის მაგალითს ჰგავს და ჩნდება მაშინ, როცა იუზერი კარგავს ტიმის სიყვარულს . . .
იუზერის სახელი და გვარი გახლდათ ალბერტ აინშტაინი
პ.ს ნუ მოდღანით ტვინი ამ ისტორიით... მეათასედ ვკითხულობ მგონი უკვე...
This post has been edited by 911GT2RS on 26 Mar 2014, 00:02
ეს გახლავთ მთავარი, რაც მინდოდა მეთქვა. ახლა მომეცით სტატისტიკა, რომელსაც დავეყრდნობი.
ადამიანი რომელიც იმ ჩარჩოში ჯდება რომელიც არანაირ ჩარჩოში არ ჯდება Datvlas_vin_gtxоvs
auf wiedersehen