თუ გინდ მაგასაც შევიყვანდი მარშრუტში ..... მაგრამ არა მარტო მაგას .
ვანახებდი ლეგენდარულ ქუთაისის სასამართლოს მოსამართლე ვანო აფრიდონიძეს , რომელმაც პირადათ გამოუტანა განაჩენი და ციხეში გაუშვა 28 კანონიერი ქურდი , მათ შორის ისეთი მგლები კრიმინალური სამყაროსი როგორიც იყვნენ და არიან --- ტარიელ ონიანი , ბადრი კოღუაშვილი , ძმები მათევიჩები , პეწო , კვეჟო და მრავალი სხვა
ვანახებდი სად ცხოვრობდნენ ქუთაისში ცნობილი ოპერები , სად არიან დასაფლავებული , აწ გარდაცვლილი ნოდარ მშვილდაძე-ლეგენდა , რომელიც დავალებით როსტოვში სამ კანონიერ ქურდს შეხვდა ( როგორც კანონიერი ქურდი ) და სამი საათი ისე ებაზრა მათ , რომ ის ნამდვილი ქურდები აზრზე ვერ მოვიდნენ , რომ მათ წინაშე ქუთაისის მილიციის , პირველი რაიონის ოპერი იყო
ვანახებდი ლეგენდარულ ქუთაისის მეორე რაიონის პოლიციის უფროს , ზურია ბობოხიძეს , რომლის ფიზიკურ ძალაზე და გამბედაობაზე ლეგენდები დადიოდა , მის ცნობილ ყვითელ მოსკვიჩ -412-ს ... რომლის გასროლილი ტყვიასავით ეშინოდათ კრიმინალებს . მოვუყვებოდი თუ როგორ გახსნა ზურია ბობოხიძემ ქუთაისიდან ოდესაში მოპარული სტრადივარის სკრიპკის საქმე
ვანახებდი სად ცხოვრობდა და მუშაობდა მართლაც ლეგენდარულ უბნის ინსპექტორი ,, კორკიმელა ,, .... რომელსაც კუკარაჩაზე ნაკლები საქმეები არ აქვს ნაკეთები , რომლის ვაჟკაცობაზე და მარალ ზნეობაზე იმხელა წარმოდგენა ქონდათ კრიმინალებს , რომ ბავშვებს ანათლიებდნენ
ვანახებდი ბალახვნის ლეგენდარულ მე-12-ე და ზასტავის 23-ე საშუალო სკოლებს .... რომლებშიც ალბათ მსოფლიოში ყველაზე მეტმა კრიმინალმა ისწავლა ....
ვანახებდი სად ცხოვრობდა ბალახვნის მე-12 -ე სკოლის ფიზკულტურის მასწავლებელი ,, პავლოვიჩი ,, რომელსაც ქუთაისში , ახალგაზრდებში კანონიერ ქურდებზე დიდი ავტორიტეტი ქონდა და კონფლიქტების დროს იქეთ იბარებდა კანონიერ ქურდებს რაზბორკებზე
ვანახებდი საფიჩხიაზე ხეს , ხარაზოვის ბაღში სადაც გიჟუამ და გაიოზ ზვიადაძემ ( აი მის სახლში , რომ პოლიცია არის ) ჯაჭვით მიაბეს ცნობილი ქუთაისელი ბარიგა , რომელიც სტუდენტებში ნარკოტიკს ასაღებდა .... მე-5- დღეს პოლიციამ მოხსნა ის ბარიგა ხიდან .
ვანახებდი 23-ე საშუალო სკოლის ( ზასტავა ) მესამე სართულზე იმ ფანჯარას საიდანაც სამი ბავშვი გადმოხტა იმის გამო , რომ ძალით უნდოდათ პიონერული ყელსახვევი გაეკეთიბიათ მათვის --- იმ სამი გადმომხტარიდან ორი კანონიერი ქურდი გამოვიდა , ხოლო ერთი ებრაელი ბიჭი ახლა აკადემიკოსია მოსკოვში , უცნობილესი ქირურგი
რა ვიცი კიდევ რამდენი რამის მოფიქრება შეიძლება .....
შევიყვანდი კიდევ რამოდენიმე ობიექტს დაკავშირებული ქუთაისის კრიმინალურ წარსულთან თუ ამწყოსთან .... ძალიან საინტერესო ტურისტული მარშრუტი გამოვიდოდა
01.10.2012.