შავად წერილი და ცინცხალი პირველმკითხველთ,
გათანამედროვებულ ვაი-მდარედ და უნიჭოდ აღშფოთებულ-იგავურად:
მთა-მინდორ-ველების მამა-პაპისეულ მფლობელ-პატრონმა ცხოვარებმა ხეზე ამძვრალი ბურდღუნა დათვის ხილვაზე --- ძველი კეთილი მწყემსი დაიწუნეს და მწყემსად ცხვარ-მგელი აირჩიეს უღრანი ტყიდან შემოხიზნული.
მგელმა ფარულად მოძმენი, ტურა აფთარნი მოიწვია და საქმის სიმრავლის მომიზეზებით მელა დააყენა დანიშნულ მოსამართლედ და ფარულ-მაოხარ გზირად.
უხაროდათ ცხვრებს --- აწი დათვისაგან ესენი დაგვიცავენ და ყურნი ჩვენნი დაისვენებენ ძველი მწყემსის გზაზე გაძევებულ მურიათა ყეფა-ღრენისაგანო.
მელი ჭკვიანი იყო და ახსოვდა ლურჯი ბაბუა მელისაგან გაცხარებულ ცხვართა ამბოხზე მონაყოლნი და ნაანდერძევი სიბრძნენი.
ისიც იცოდა, რომ ჩვენი დათვი ვეგეტარიანელი იყო და ზამთარსაც ძილში ატარებდა ბუნაგში მშვიდად.
ცხოვართა კრება მოიწვია და დათვზე მონაყოლით შეაშფოთა ისინი, დათვის სისასტიკეების მსმენელ ცხოვარნში წინასწარ შეგზავნილ-გადაცმული ვითომ ცხოვარნმა ცრემლთა ღვრა და ქვითინი ასტეხეს და ააბღავლეს სრულად ცხოვარნი.
და წარსდგა ქურუმის მანტიით მოსილი უცხო ჩიტი მოყმე ვინმე, ტყიურთა შემნახავი და აუწყა კრებულს:
დათვთან ომი არ ეგების და სასყიდელი ხარკით დაგვინდობს ბურდღუნა.
მე ვიცი მისი ბურდღუნის ენა და ვუწყი რა ჩიჩიას და სასუსნავნს დაეძებს მუდამ ბურდღუნით პანტა-შვინდის წვენით მთვრალი და მხდელი თაფლისა.
ხეზედ ამძვრალი ვიხილე გუშინ და გვზვერავდა აქეთ... ავაზაკურად!
კურდღელს მოუპარია მისი წილი და ცხოვართ აბრალის...
აბღავლდნენ გახარებული ცხოვარნი და ერთხმად შეჰბღავლეს: ვაძლევთ ხარკსა და დაე გასწიე მადლი ელჩობისა და შეუთანხმდი ხარკზედ დიდ ბურდღუნასა. დიდი ხვეწნა-მუდარით დაითანხმეს სირი....
და აახლა ცხოვართ ელჩმა არზაი გრძელადა წერილი: დილა-საღამოს ნაპარსი მატყლი, ნაწველის ნახევარი და ნამატის მეათედი ცხოვართა დუმების წილისყრითა.
შებორკილი კურდღელი და მისი ამქარი.
დათვის ომისას ლაშქრის გაყვანა და მისი შენახვა-მომარაგება სრულად.
ვაშაა!... ვაშაა!... სირჯოს... ჯოს... ---შემოსძახეს შეგზავნილებმა და აჰყვა სრულად ცხოვარეთი --- ბეეჯოს! ბეეჯოს!....
გამოხდა ხანი და ფრიად მოსუქდნენ და მოფერიანდნენ ბატონებად გარდაქმნილნი და ყმუილ-კივილსაც უმატეს ღამის ორგიების სიმრავლეში.
გაზაფხულდა და დათვმა გამოიღვიძა. წყურვილმა შეაწუხა და მდინარისაკენ ლასლასით აიღო გეზი.
გზად, ტყეში, დიდ ლხინ-ქეიფს წააწყდა და იქვე ახლოს ძვლებისაგაბ აგებულ გალიებში გამოკეტილი ცხოვარნი იხილა ცხარე ცრემლით მობღავლენი.
შეებრალა ვეგეტარიანელ დათუჩას ცხოვარნი და ტორით მოუშალა გალიები სხვათაგან ფარულად.
შეიტყო ყოველი დათვმა და გაჰყვა ხსნილ ცხოვართ თანამოძმეთა ფარეხისაკენ.
მორიგი ხარკი სრულად გაემზადებინათ ცხოვართ და ახალ ბატონებს ელოდნენ იმ ლუარსაბებივით, რომელსაც ფრიად ლამაზი და საოცნებო საპატარძლოები ანახეს და სინამდვილეში ბერწი ჯოჯო დარეჯღანები განუმზადეს ,,უცოდველ'' ახურეულებსა...
და აღმოხდა ხმაი საინფარქტო დათვსა: ეს ამა ქვეყნის ბატონ-პატრონნი ასრე რამ დაგაყმევათ ცხოვარნო?
და... დაიჭედა ტყვია საილიაო გულში მწუხარედ --- ,,სახელის გატეხვას გულის გახვრეტა სჯოობსო!''
დაფიქრდნენ ცხოვარნი და დღესეც ფიქრობენ --- გაცხარდნენ თუ არა და მაინც ეჭვობენ დათვის ზვარაკს და მის უწინდელ ვეგეტარიანელობას ---- ხარკს მაინც იხდიან....შეგზავნილნი ახლა უნიღბო მგლებით აშინებენ და დიდი თეთრი დათვით, რომელიც არჩამოსაშლელად უცხო მოყმე ქურუმმა ჩიტმა ჩამოიყვანა ,,სამშობლოდან''.
ამბობენ --- ხარკს ახალი რამ შეემატა --- სახლად დიდი მაცივარი არს შესაძენიო და ყინული ყვარებია ბატონსა.
ასე ეზიარნენ ცხოვარნი ცივილურ მიღწევებს და თეთრ დათვს ინტერნეტიც შეუყვანეს სკაიპით და მობილური კამერებით, რათა იხილოს ყოველმან, რომ ისინი ცხოვარნი არიან მხოლოდ და უწყინარნი სათქვლეფნი.
იგავი კი დასასრულებელი და დასახვეწია ახალი მიღწევებით....
ბეე იგავი დაწერილია რქიანი ყოჩ --- მრეკე და ვრეკავ-ის ,,მე ვაფრენ'' ფსევდონიმით....
დაე იფრინოს!
ასლი გაგზავნილია საჯიხვეთში და ველით გაზაფხულის აგუგუნებულ ზვავებს.
და აგუგუნდება ნანატრი მთა-ბარიც დეგას გენიალური ფერწერული ტილოებივით.
აგუგუნებული ტანკის ლულიდან გასროლილი ოცნებების სასაფლაოდან....