აი მცირე ამონარიდები სტატიიდან და ,,ახალი''კარგი დამაწყნარებელი:
ბიზნესმენი ჯონი გიგანი 20-წლიან დუმილს არღვევს
მაგრამ იცით, ამ ყველაფერს ახლა რატომ ვამბობ? _ იმიტომ, რომ პარტიები ცდილობენ, ჟვანია ისე წარმოაჩინონ, როგორც გმირი. სინამდვილეში, ჟვანია გმირი კი არა, ძალიან ცუდ საქმეებში ფულისამღები იყო... პუტინის წარმომადგენელმა, უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა იანუკოვიჩმა ქვეყანა ისე გააკოტრა, უკრაინას იმის ფულიც აღარ აქვს, ტანკში საწვავი ჩაასხას და დამპყრობელ რუსეთს ეომოს. თავის დროზე, ჟვანიამაც ეს გააკეთა _ ერთ დღეში ისეთი საგადასახადო კოდექსი მიიღო, მთელი საქართველო მათხოვრად აქცია ანუ ბიზნესმენები და მეწარმეები ხარჯვით ნაწილში დაბეგრა. გარდა ამისა, შევარდნაძე უცხოეთში რომ დადიოდა და საქართველოსთვის ფულს შოულობდა, ამ ფულის დახარჯვა სამინისტროებს პარლამენტის რატიფიცირების გარეშე არ შეეძლოთ. ყველაფერი ეს ჟვანიამ, ჩემი აზრით, ,,გერეუს’‘ დავალებით გააკეთა, რადგან ქვეყანა გაღატაკებულიყო, დაეჩოქა და რუსეთის ფარქვეშ ყოფილიყო...
საერთოდ, ქართველებს კარგი ზღაპრები გვაქვს... დიახ, გეთანხმებით, ჟვანიამ რაღაც კარგიც გააკეთა, რადგან მხოლოდ ცუდი რომ ეკეთებინა, ხალხი არ ენდობოდა და ეს პოლიტიკაა. ჩემი აზრით, მოჩვენებით კარგს იმიტომ აკეთებდა, ხალხის ნდობა ჰქონოდა... სხვათა შორის, როცა საგადასახადო კოდექსს იღებდნენ, ჯანსუღს ვუთხარი, ქვეყნის დამაქცევარ კანონს ხმა არ მისცე- მეთქი. მეორე დღეს, პარლამენტში გამოვიდა და ჩვეული იუმორით განაცხადა, არ ვიცი, რატომ, მაგრამ ჩემმა სიძემ მითხრა, ხმა არ მისცე და არ ვაძლევო... მოკლედ, ამ საგადასახადო კოდექსით ბიზნესი ,,გაშავდა’‘. ბიზნესს იმიტომ აკეთებ, ფული იშოვო ანუ გლეხურად რომ ავხსნა, ფულს ბრუნვა ჰქონდეს, ამ კანონით კი, ვთქვათ, ვიდრე სახლს ააშენებდი, 120 პროცენტი უნდა გადაგეხადა... გახსოვთ, შემოსავლების მინისტრი მიხეილ მაჭავარიანი რომ იყო? მაშინ ყველამ იცოდა, ყალბი დღგ-ს ფაქტურები იყო დაბეჭდილი _ ესე იგი თანხა, რომელსაც ვიხდიდით, ბიუჯეტში არ მიდიოდა. ყველაფერი ეს საქართველოსთვის კატასტროფა იყო და არავინ უნდა გამოიძიოს? იმავე პერიოდში ათასნაირი დაჯგუფება შეიქმნა და ყველას უკან პატარკაციშვილი და ჟვანია იდგნენ. ეს რეალობაა!
ამ საქმეზე, როგორც ვიცი, არჩევნების შემდეგ, მთავარ პროკურატურას სარჩელით მიმართეთ, მაგრამ არაფერი შეცვლილა. უდესიანს ახლა ვინღა მფარველობს?
როგორც გავიგე, უდესიანმა ,,იბლატავა’‘, ამ საქმის მოგვარება 20 მილიონი დოლარი დამიჯდაო... იმასაც ამბობენ, რომ ამ საქმეში ლაშა ნაცვლიშვილისა და გია ხუხაშვილის, ამ ორი ,,დუპლეტის’‘ ხელი ურევია _ ძალიან გთხოვთ, ეს ფრაზა ისე დაწერეთ, როგორც გითხარით!
რა თქმა უნდა, მაგრამ ,,დუპლეტი’‘ რას ნიშნავს?
რას და, ზედაპირულად მოაზროვნე ადამიანს. ისე, უდესიანისგან ფულს რომ აიღებ, ეს ასჯერ უბედურებაა...
სტატია სრულად:
http://for.ge/view.php?for_id=31848&cat=9