#40388937 · 29 Mar 2014, 19:58 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ეგზორციზმი (Exorcism) ნიშნავს ეშმაკეული სულის განდევნას სხეულიდან. ამ მეთოდს იყენებდნენ ქრისტიანობამდეც და ქრისტიანობის შემდეგაც. ყველა რელიგიაში არიან სასულიერო პირები რომლებიც ამას ახორციელებენ წარმატებით. კათოლიკურ ეკლესიას სპეციალური ტრეინინგებიც აქვს სასულიერო პირებისათვის.
მე მაინც მგონია ეს არის ფსიქოთერაპია რომელიც ბევრ შემთხვევაში წარმატებით მოქმედებს პლაციდო ეფექტის გამოყენებით. უამრავი ლიტერატურა არსებობს როგორ ახორციელებენ ამას ქრისტიანულ, ისლამის, ჰინდუიზმის და სხვა რელიგიებში. ფსიქოლოგები თვლიან რომ ეს ისეთივე დაავადებაა როგორიც არის ისტერია, მანია, ფსიქოზი, ეპილეფსია, შიზოფრენია და ასე შემდეგ. ფსიქოლოგები ფიქრობენ რომ ასეთი შეპყრობილი ადამიანები არიან ნარცისები, რომლებიც განცდებში არიან რომ აქვთ დაბალი პატივმოყვარეობა და იქცევიან როგორც ეშმაკით შეპყრობილები რომ მიიქციონ სხვების ყურადღება. მათ განკურნებაში ხშირათ პლაციდო ეფექტი წარმატებით მოქმედებს. ასეთი ავადმყოფები ნეირო ქირურგიის საშუალებითაც განკურნებულან.
|