აჰა თქვენ (პახმელიაზე მყოფეფბსO ფრანგული კონიაკივით, დესერტად

ლადო გურგენიძეს "ლიბერთი ბანკის" და "საქართველოს ბანკის" წილების მითვისების გამო დააკავებენ, რა კავშირი აქვს ამ საქმესთან როლანდ ახალაიას?
http://exclusivenews.ge/?page=view&artid=3176ლინკზე გადასვლები ნუ გეზარებათ, ხოლმე

„ექსკლუზივ ნიუსს“ მოაწოდეს ინფორმაცია, რომ გენერალური პროკურატურა უახლოეს მომავალში, ყოფილ პრემიერს, „ლიბერთი ბანკის“ მეწილეს, ლადო გურგენიძეს დააკავებს. კონკრეტულად კი, პროკურატურა მას პრემიერ-მინისტრად მუშაობისას, სახელმწიფო ქონების განკარგის კანონიერებას შეედავება. აგრეთვე, თავის დროზე „საქართველოს ბანკისა“ და „ლიბერთი ბანკის“ წილების ყიდვის კანონიერებაზე დაუსვამს კითხვებს. ცნობილია, რომ „საქართველოს ბანკის“ წილების გასხვისების საქმეში როლანდ ახალაიაც არის გარეული და არ არის გამორიცხული, პროკურატურამ ისიც დაკითხოს.
შეგახსენებთ, რომ ახალი ხელისუფლების მოსვლისთანავე, „ლიბერთი ბანკის“ კანონიერმა მფლობელმა ირინა ჯინჭარაძემ ლადო გურგენიძის წინააღმდეგ პროკურატურაში საჩივარი შეიტანა და თავისი კუთვნილი წილის დაბრუნება მოითხოვა. წილისა, რომელიც ზეწოლითა და შანტაჟით სწორედ მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებამ წაართვა. საქმეზე გამოძიება დაიწყო.
ცნობილია რომ, ირინა ჯინჭარაძეს „სახალხო ბანკის“ კუთვნილი წილი აგვისტოს ომის შემდეგ ვანო მერაბიშვილმა შანტაჟით დაათმობინა. იმხანად, ჯინჭარაძეს ინგლისიდან სტუმრად ინვესტორი ჰყავდა, რომელიც ბანკში 50-მილიონიან ინვესტიციას დებდა, სწორედ მასთან მიმდინარეობდა მოლაპარაკებები და დოკუმენტაციის გაფორმება. ამის შესახებ ვანო მერაბიშვილმა იცოდა და შემოუთვალა: თუკი არ დათმობ წილს და არ გადმოგვიფორმებ, შენს შვილს მივხედავთო. ირინა ჯინჭარაძეს ორი შვილი ჰყავს: პირველი მეუღლისგან ქალიშვილი, რომელიც რუსია და ქართველზეა გათხოვილი და15 წლის ვაჟი, რომელიც მამუკა ჯინჭარაძისგან ჰყავს. როცა ვანო მერაბიშვილი ბანკის წილის სანაცვლოდ ჯინჭარაძეს შვილით ემუქრებოდა, მაშინ ვაჟი 9 წლისაც არ იყო, ამიტომაც შეშინებული დედა იძულებული გახდა ბანკის წილი კაპიკებად გაეყიდა. რაოდენ გასაკვირი არ უნდა იყოს, ამ შანტაჟში ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძეც მონაწილეობდა. სწორედ ის არწმუნებდა ჯინჭარაძეს, რომ წილი დაეთმო და ვისზეც ეტყოდნენ, იმაზე გადაეფორმებინა. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ კი „ლიბერთი ბანკის“ კანონიერმა მფლობელმა, ირინა ჯინჭარაძემ, თავისი კუთვნილი ქონების დაბრუნება და დამნაშავეების დასჯა მოითხოვა.
და, მერეიკითხავენ, რატომ (მ)ცემესო
This post has been edited by Lаki on 31 Mar 2014, 11:57
...ვინც არა ჰგავს კახაბერსა, მე ვერ ვიტყვი კახაბერად!!!..
,ერთ-ერთი მთავარი ნიშანი ბედნიერებისა არის აბსოლუტურად გამქრალი სურვილი იმისა, ვინმეს რამე უმტკიცო!"- ნ.მანდელა... <3