ამას შენ რეგულირებას ეძახი?
http://www.unodc.org/documents/data-and-an...roin_market.pdfგაერთიანებული ერების ორგანიზაციის მონაცემების თანახმად 2009 წელს მთელი წლის განმავლობაში საქართველოდან აღმოსავლეთ ევროპაში გავიდა 20 მეტრულ ტონამდე ძალზედ ძლიერმოქმედი ნარკოტიკული ნივთიერება ჰეროინი.
დაახლოებით 20 წელი აზერბაიჯანი საქართველოში ოპიუმის ძირითად მომწოდებლად რჩებოდა. უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში მას თურქეთი ჩაენაცვლა. გაეროს ნარკოტიკების და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის ოფისის მონაცემებით, ევროპაში ჰეროინის 85% თურქეთიდან შედის, ევროპული ნარკობიზნესის 93%-ს თურქული მაფია აკონტროლებს.
საქართველო. მოსახლეობა 3 მილიონ 700 000 კაცი (1 მილიონ 300 000 გასულია საზღვარგარეთ). აშშ–ს სახელმწიფო დეოარტამენტისცნობებით ნარკოტიკების მომხმარებელთა რაოდენობა 240-350 000-მდე მერყეობს. 2009 წლამდე საქართველოს ნარკობაზარზე 120 მილიონი დოლარი ტრიალებდა, თუმცა სახელდებოდა უფრო დიდი ციფრებიც.
მსოფლიოში ლეგალურად წარმოებული მორფინის 2% თურქეთის რესპუბლიკაზე მოდის. ბოლო დროს, თურქეთიდან საქართველოს გავლით, ნარკოტვირთები უკრაინასა (ფოთის პორტი-ილიჩოვსკი) და სომხეთში ხვდება. როგორც სომეხი სამართალდამცავები ირწმუნებიან, ბოლო დროს მათ თავის ტკივილად იქცა სწორედ თურქული მარიხუანა და ჰაშიში.
რუსეთის ნარკობაზარზე ყოველწლიურად 75-80 ტონა ჰეროინი ილექება. ვინაიდან საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საზღვრები ღია აქვთ, ნარკოტიკების შემოდინება აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში უსაფრთხოდ ხდება.
საქართველოს ნარკობაზარი არასდროს იქცევდა საერთაშორისო ნარკომაფიის ყურადღებას და ამ საქმით ძირითადად ადგილობრივი კრიმინალური დაჯგუფებები და სამართალდამცავები იყვნენ დაკავებულნი. ახლა თითქოს პრობლემა მოიხსნა.
თუმცა:
სამწუხაროდ, ნარკოტიკების მოწოდების შეზღუდვამ არ უზრუნველყო ნარკოტიკების მომხმარებელთა რიცხვის კლება. ნარკომანიის პრობლემამ უფრო მწვავედ იჩინა თავი ე.წ. აფთიაქური ნარკომანიის სახით.
posthumangramatikikinaმანამ სანამ პროსტიტუცია ლეგალური გახდება ჯერ კანონი უნდა დაიწეროს რომელიც იმუშავებს , უნდა განხორციელდეს სახელმწიფო პროგრამები, რომელთა მიზანიც იქნება ადამიანების ინფორმირება იმის თაობაზე, თუ რა საფთხეები ემუქრებათ პროსტიტუციაში ჩაბმულთა ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობას. ამას ბევრი ფული ჭირდება + ადამიანს სამსახურის შოვნა ადვილად უნდა შეეძლოს , რომ პროსტიტუცია არ გახდეს მისი საქმიანობა და ასე შემდეგ, ამის ფული კი ჩვენ არ გვაქ.
საქართველოს მოსახლეობის 85%–ი აცხადებს რომ მართლმადიდებელია და 2007 წლის დასკვნით გამოკითხული მამაკაცების 70%–მა პროსტიტუციის ლეგალიზება მოითხოვა, ეს ფაქტი კი ძალიან საგანგაშოა. ასე რომ ჯობია ფრთხილად ვიყოთ.
შვედეთში დაწვრილებით, განიხილეს პროსტიტუციის ლეგალიზების ავკარგიანობა, იმ თავიდან დღევანდელობით დამთავრებული და მიიღეს კანონი რომელსაც ,,ქალის პიროვნების მთლიანობის შენარჩუნების’’ კანონი ეწოდა, და არა კანონი რომელიც პროსტიტუციას მწვანე შუქს უნთებს.
* * *
gramatikikinaposthumanediie153ჯანდაცვის სამინისტროს მეტადონის პროგრამა 2 მილიონ ლარზე მეტი უჯდება (აქედან 800.000 ლარი მეტადონის შესასყიდად იხარჯება).
ამასთან უკვე წლებია, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები საქართველოში ნარკოტიკების მოხმარებისგან მიღებული ზიანის პროგრამებს აფინანსებენ (მაგალითად, შპრიცების გაცვლის პროგრამა და სხვა სერვისები...).
თუმცა იმის გამო, რომ დაფინანსებული პროექტები არ არის მორგებული ქართულ რეალობას, მიღებული შედეგი ძალიან მცირეა ან საერთოდ არ არის.
ლეგალიზებაზე დახარჯული ფული მენანება, ე.წ. ჭკვიანებმა უნდა გაისქელონ ისევ ჯიბეები, სხვადასხვა გრანტიჭამია არასამთავრობოები გაიმართონ წელში, როგორც ნარკომანების შემთხვევაში, საცოდავ მეძავებს კი მაინც არაფერი ეშველებათ. იმის ფულსაც ვერ გაიმეტებენ რომ ჯანმრთელობა წესრიგში იქონიონ, საშემოსავლო უნდა იხადონ სამაგიეროთ.
ლეგალიზაცია არაფერს შველის მთავარია რეგულაცია. ხარისხის კონრტოლი არ გვაქვს, რას ვჭამთ რას ვსუნთქავთ კაცმა არ იცის. ლეგალიზაციის კონტროლს როგორ აპირებთ??)) საქართველოს მოქალაქეების დაბალი თვითშეგნების და მძიმე სოციალური ფონის გამო , საშიშია ლეგალიზაცია. ამასთან, ეს არც მეძავის ეკონომიკურ მდგომარეობას გააუმჯობესებს , არც მათ ჯანმრთელობას დაიცავს , ბ ჰეპატიტით დღეს თუ დაავადდა 6 თვე ეგ ვირუსი არ ჩანს, რაც არუნდა ანალიზი იკეთოს და 6 თვის მანძილზე რამდენს გადასდებს კაცმა არ იცის.
საშემოსავლო გადასახადის გამო კი შეიძლება კიდევ უფრო გაიზრდება ტრეფიკინგიც.
This post has been edited by strelicia on 3 Apr 2014, 17:09