არანაირად არაა მოუწესრიგებელი რუსთავი-თბილისის სამარშუტო ხაზები.
რაც მიშამ და გიგიმ გააკეთეს(კიარადა გააფუჭეს) ამ საკითხში იგივეს აკეთებენ(კიარადა აფუჭებენ) ესენიც.
შეამცირეს ხაზები და მარშუტკები, გაუზარდეს მძღოლებს გადასახადები და ჰაიდა ფულები ჯიბეში(თან გადასახადები და მგზავრობის ღირებულება ახალი მანქანების შემოყვანამდე შეიცვალა თუ კარგად გახსოვთ).
ჯერ ერთი:
ყვითელ სამარშუტოებს ვინც აკონტროლებს.ე.წ დისპეჩერები იგივე არიან ეხლაც რაც იყვნენ ძველი მარშუტკების დროს(თბილისში).
მკაცრად გაწერილი გრაფიკი არც ეხლა აქვთ სამარშუტო ტაქსებს.
ეს რაც შეეხება განრიგს
მერე მეორე:
ერთი კერძო კომპანიისთვის მთელი ქალაქის ტრანსპორტის ხელში ჩაგდება რასაც ნიშნავს ყველა კარგად ხვდებით ალბათ.

იმასაც კარგად მიხვდებით რატო კეთდება ეს, ჭკვიანი ხალხი ხართ.

მერე მესამე:
დააწესონ რაღაც ნორმები, რომლებსაც უნდა შეესაბამებოდეს ხაზის მარშუტკა და ვინც ვერ დააკმაყოფილებს არ გაუშვან ხაზზე, არ მისცენ ლიცენზია.
ცუდად სიარულს რაც შეეხება პატრულმა მაყვლიჭამას უნდა თავი დაანებოს და ყველა დააჯარიმოს წესის მიხედვით, მარშუტკაც და პარპალიოტიც.
P.S. რუსთავი თბილისის მარშუტკებზე ნორმალური მანქანები დადიან შედარებით და 90% სამგზავროდ აშკარად ჯობია ამ ყვითელ დრანდულეტებს თურქეთიდან რო შემოყარეს.
მერე მეოთხე კიდევ ამ მანქანების გამოცვლა აუცილებლად გამოიწვევს ფასის გაზრდას,
მე როგორც ვფიქრობ სადღაც 1.70-1.80 გახდება მგზავრობა, შეიძლება 2 ლარსაც მიუკაკუნოს.
+მძღოლების 30% მაინც უმუშევარი დარჩება.
კიდე მძღოლებს გადასაყრელი გაუხდებათ მანქანები რომლებითაც მუშაობენ(არადა ნორმალური მიკროავტობუსი 15+ ღირს დაახლოებით და სასტავს ბინები აქვს ჩადებული მაგათ საყიდლად)
ხოდა კალაძე აკეთებს ამას თუ მიკირტიჩიანი მე მაგრად მკიდია, ტრაკის თამაშს მოეშვან და საქმეს მიხედონ.