#40471022 · 5 Apr 2014, 13:45 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
| QUOTE | | ყველაზე მეტად რა გაწუხებთ?, პოლიტიკური თვალსაზრისით |
რომ ვარ შვილი იმ ქვეყნის, რომელიც შეიძლება საერთოდ წაიშალოს. რომ ჩემს გარშემო ამდენი გაჭირვებული, დაბნეული და დაკარგული, სასოწარკვეთილი სახეა, ამხელა სიცარიელე... ამდენი ცინიზმი, განუკითხავობა, რაც თითოეულ ჩვენთაგანშია. საშინელი უმწეობის შეგრძნება, რომ ვერაფერს ვცვლი და უნდა ვუყურო ამ საყოველთაო, ნელ კვდომას.
და რომ მემსხვრევა იდეალები, რომლებზეც გავიზარდე და რომელიც უზომოდ შევიყვარე. და ვრწმუნდები, რომ ადამიანს ცხოვრებაში ერთხელ არ ეკარგება მრწამსი, იდეალები, ის ერთხელ არ კვდება. ერთხელ უკვე დავცარიელდი, ომის დროს, როდესაც აფხაზეთში ოჯახი და ცხოვრება დაგვინგრიეს. მაგრამ ეს არ ყოფილა ყველაფერი...
მე უკვე ვიტირე საქართველო და უკვე თავს ვაჩვევ იმ აზრს, რომ ერთი დანაკარგი არაფერია, ცხოვრებაში ყველაფერი შეიძლება დაკარგო, ყველაფერი... მზად უნდა იყო.
მაგრამ მაინც ბედნიერი ვარ, რომ ქართველად დავიბადე აქ, ამ ქვეყანაში.
--------------------
"...იქნებ ახალმა ყვავილებმა, ასე რომ ვნატრობ, ამ გადარეცხილ მიწის გულში იპოვონ საზრდო, საზრდო ციური, რაც მისცემს მათ სიცოცხლის ძალას..."
შარლ ბოდლერი
|