კარგი, დავუშვათ, ეს მართალია.
ბმულზე გადავედი და სტატიასაც ჩავავლე თვალი, მაგრამ ვერ გავიგე, რომელი ძალა ამზადებს შეთქმულებას.
"მაიკო შუბლაძე" მხოლოდ ვიღაცის იუმორის გრძნობაზე მიანიშნებს. ჩემი ბავშვობიდან მახსოვს გამოთქმა - "მაიკო შუბლაძეს დახედე ტრ...ზე" - ანუ, ჩემი ფეხებიო რა. ჰოდა ეგ ფსევდონიმი აშკარად ირონიით არის შერჩეული.
ანდა ინაშვილი რომ წიოკობს ფეისბუკში, არ უნდა თქვას, ვინ ებრძვის ეკლესიას?
ლოგიკურად თუ ვიმსჯელებთ, ნაცებს რომ გულისხმობდნენ ბრალეულად, ამაზე უთოც კი იყვირებდა. ხოლო ახალი მთავრობა რომ ებრძოდეს ან პირველი მოქალაქე (თანაც შეთქმულებით), ეს უბრალოდ ვერც კი წარმომიდგენია.
რა გამოდის?
რა და ის გამოდის, რომ ვიღაცებს ეკლესიაში პრობლემა შექმნიათ - ჩანს, მათ სულ სჭირდებათ ხალხის დაბოლება, რომ თურმე ეკლესიას ვიღაც ებრძვის. აქამდე ეს ნაცებს ეტენებოდათ, მაგათ ისედაც მაინც მთელი "პარაოზი" ჰქონდათ შეტენილი და ბარემ ეს ცოდვაც მათ კისერზე იკიდებოდა, მაგრამ ახლა, ახლა ვინ ებრძვის სინოდს?

ორში ერთია - საუბარია ან ეკლესიის იერარქაიის შიგნით მიმდინარე ბრძოლაზე, ანდა ვიღაცებს სურთ შეინარჩუნონ ბრძოლილთა სტატუსი, თუნდაც შემბრძოლებელი არავინ ჩანდეს - ალბათ იმ იმედით, რომ ხალხი მაინც ყლაპავს.
ხოლო თუ უნდათ, ასეთი სპეკულაციები აირიდონ, მაშინ დააკონკრეტინ, ვის უნდა ვაგინოთ, თორემ დაგვტოვეს ჰაერში
This post has been edited by Geronti on 4 Apr 2014, 15:50