სულო ცოდვილო და ,,ავოცნებდი'' :
მოვლენ?
დავხვდებით ახალი რევოლუციით და ყველაზე თანამედროვე ქოცნაცური კატორღით, სადაც მიხო და ბიძო
ერთად იშრომებენ თავიანთი ამქრებით ჩვენდა სამსახურად და ჩაგრულთა სახსნელად.
მიმიქარავს ,,ჯენერალ ელექტრიკის'' და ჯენერალ მოტორსის'' პროდუქცია , იმასთან შედარებით, რასაც გამოუშვებს ქოცნაცური კატორღა --- ხარისხიანს და ფასეულს უმცირესი დანახარჯებით.
ედიკას კლანი და აიათოლა ილიას პროფესიონალი კადრები ამ კატორღას აქცევს ნობელიანტთა სამჭედლოდ
და სწორედ ამ პოტენციალის ამოქმედებით გაბრწყინდება-აყვავდება იბერიაც!
კაცო!
წიწილა რომ წიწილაა და გოჭი გოჭანტური --- რისთვის და რატომ მოაშენეს?
გაიზარდნენ, დასუქდნენ და საკალანდედ რომ დაპროწიალობენ ---ხომ უნდა მიხვდე ცუნამექსპერტო, რომ თუ ჩვენ არ დავათოხლავებთ მათ დროულად --- სხვანი დაათოხლავებენ და ნასუფრალსაც არ გვაღირსებენ
დამშეულებს... მერე სასაპნე კრემატორიუმსაც დაგვამადლიან და აგვყრიან აქედან სამგლე გოჭებივით
შამფურგაყრილებს.
ახალი რევოლუციით ყველა გადავრჩებით გამათანაბრებელი სტრატეგიით და მჭლეებს მერმე მოგვასუქებენ
და... აი მაშინ უნდა მოვაწყოთ კიდევ ახალი რევოლუცია მოღონიერებულ-მოსუქებულთა --- უკვე მშიერ კოლონიზატორთა წინააღმდეგ და იქეთ შევსანსლოთ თავისსავე სტრატეგიებში შებოლილ-,,გამოკალბასებულნი''
აპა! შემწვარ-დაკრეჭილ გოჭსა ტყუილად კი არა აქვს ბოლოკი კიჭებში გაყრილი? --- მოასწრო და მიასწარ შენცა!
აი რატომ სჯობს ხერხი ღონესა და ერთი ბღარი როგორ ტეხს კონას ისრებისას სათითაოდ და იოლად.
ასეთი კატორღა გაგვაერთიანებს და გაგვამთლიანებს ხალიბური ფოლადივით!
ვანია გიჟი კი არ იყო... რო ,,სტალნოი სტალინი'' აირჩია ლენ-ჩი ლენ-ლენის მაგივრად...
ამიტომაც არ მარხავენ, რომ არ დაიმარხონ თვითონაც და ეს გასათვალისწინებელია ხალიბური ყალიბისათვის
კვლავ ჩამოსასხმელად.
ახალი და ახალი ---კარგად დავიწყებული ძველია!
ეს ალეგორიული სისტემა არის გამოსაცოცხლებელი და ამის წიაღი არს ზემოხსენებული კატორღის ერთიანი ექსპლუატაცია.
წარმოიდგინე --- ედიკა,ილია,მიხო და ბიძინა ერთ კუპე-კატორღაში თავიანთივე ფინანსებით კონვერტირებულ-კონცენტრირებულნი სასტიკი რეჟიმის შრომა-გასწორებითი სისტემით!
ყოვლის შამქნელი საწარმოო ფირმა გამოვა ჯერ კიდევ არნახული! --- ,,ჯეოკატორი''
ზემძლავრი მფრინავი თეფშების მწარმოებელი უძლეველი არმადაც გამოიჩეკება ,,ჯეოკატორი''-დან და მერე
გვიყარონ კაკლები მაგ ჩამორჩენილებმა ნეოკომუნალებმა ---იქეთ გავთხრით სტაფილოებს საცოცხეებში!
რას იტყვი ასეთ ახალ ცუნამზედ?
მიმაგრებული სურათი