თათუხაშვილების ადვოკატის პათანატომიური დასაბუთება პროკურატურის მიერ წარმოდგენილ ექსპერტიზის ადსკვნაზე:
პროკურატურის მიერ გამოქვეყნებული ექსპერტიზის დასკვნის შედეგები გაყალბებულია!
(პათანატომიური დასაბუთება)–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, პროკურატურა იძულებული გახდა გამოექვეყნებინა შალვა თათუხაშვილის მიმართ ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ ჩატარებული სასამართლო–სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა.
გავეცანი რა აღნიშნულ დასკვნას, მაქვს სრული საფუძველი განვაცხადო, რომ ექსპერრტიზის შედეგები გაყალბებულია.
მიუხედავად ჩემი დაჟინებული მოთხოვნისა, პროკურატურას გამოექვეყნებინა ექსპერტი გიორგი ოქრუაშვილის მიერ შემდგომში შესაფასებლად და დასკვნაზე დასართავად გადაღებული შ. თათუხაშვილის სხეულზე არსებული დაზიანებების ამსახველი, ახლო მანძილიდან დაფიქსირებული ფოტომასალა, პროკურატურამ შემოგვთავაზა ვიდეოკამერით გადაღებული გვამის საერთო ხედის წყვეტილი მასალა, რომელზეც არ ჩანს დაზიანებული უბნების მორფოლოგიური ნიშან–თვისებები.
სასამართლო მედიცინაში მოცემულია სხეულის დაზიანებული უბნის – ნაჭდევის ალაგების შემდეგი სტადიები: დაზიანების მიღებიდან პირველ საათებში, ნაჭდევს აქვს მოვარდისფრო–წითელი შეფერილობა, სველია (ნამიანია) და მდებარეობს მიმდებარე კანის ქსოვილების დაბლა. 12 – 16 საათის შემდეგ, ნაჭდევის ზედაპირი შრება და წინა პლანზე გამოდის შესიება... 24 – 48 საათში ნაჭდევის ზედაპირი მაგრდება და შესიება ქრება. მომდევნო 2 დღის განმავლობაში ნაჭდევი მოშინდისფრო ფერისაა და ფუფხი გამკვრივებულია. მე–5 მე–7 დღეს ნაჭდევი და სქელი ფუფხი მიმდებარე კანის ზედაპირზე მდებარეობს და სურათი არ იცვლება მომდევნო 2 – 3 დღის განმავლობაში. ზოგიერთ შემთხვევაში, ნჭდევის მიმდებარედ, შესაძლოა იყოს გემატომა (სისხლჩაქცევა).
ამდენად, შ. თათუხაშვილის სხეულზე არსებული დაზიანებების ვიზუალური მოცემულობა, ზუსტად ემთხვევა დამოუკიდებელი სასამართლო–სამედიცინო ექსპერტიზის ცენტრის დირექტორის, ალ. გეჯაძის მიერ დაზიანებების დროში განსაზღვრულ მოცემულობას. აღნიშნულით უტყუარად ირკვევა, რომ პროკურატურის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნის შედეგები გაყალბებულია დაზიანებების ხანდაზმულობასთან მიმართებაშიც. (1 – 2 – 3 დღე).
პროპკურატურის მიერ წარმოდგენილ დასკვნაში, შალვა თათუხაშვილის სიკვდილის მიზეზად დასახელებულია სუნთქვის მწვავე უკმარისობა, განვითარებული ალკოჰოლური ინტოქსიკაციის შედეგად – ბენზოდიაზეპინის ჯგუფის ფსიქოტროპული ნივთიერებების მოქმედების ფონზე.
ცნობილია, რომ სუნთქვის მწვავე უკმარისობის დროს ადგილი აქვს თავის ტვინის ჰიპოქსიას და იშემიის მკვეთრად გამოხატული ნიშნებს: ტვინი მკვეთრად შეშუპებულია, ზომებში მკვეთრად მომატებულია, აწვება თავის ქალის შიდა გარსებს (მწვავე ციტოტოქსიკური შეშუპება), აღინიშნება მრავლობითი ინსულტები და ა.შ. ყოველივე თვალით ხილულია და ექსპერტის მიერ ამ პათოლოგიური ცვლილებების ფიქსაცია სავალდებულო ხასიათს ატარებს.
ზემოაღნიშნულისგან განსხვავებით, ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტს დასკვნაში აღწერილი აქვს „ნორმალური ტვინის“ მოცემულობა. კერძოდ:
„... თავის ქალის რბილი საფარი მთელია, მისი შიგნითა ზედაპირი ერთგვაროვანი, მოთეთრო–მორუხო ფერის ერთგვაროვანი. თავის ტვინის მაგარი გარსი დაჭიმულია (ასეც უნდა იყოს ი.ზ.) თავის ტვინის ზომებია: 16.5x13.5x11სმ. თავის ტვინის რბილი გარსები ნამიანი, გამჭვირვალე, სისხლსავსე (სისხლსავვსეობა ვითარდება გარდაცვალების შედეგად ი.ზ.), ხვეულები და ღარები კარგად გამოხატული, ჰემისფეროები სიმეტრიული, ტვინის ნივთიერება ჩვეულებრივი კონსისტენციის ნამიანი, განაკვეთზე მოთეთრო–მორუხო, საზღვარი შრეებს შორის გამოხატულია. პარკუჭებში ქარვისებრი სითხე ზომიერი ოდენობით, (!) ტვინის მკვებავი სისხლძარღვები ელასტიურია. ნათხემი და მოგრძო ტვინი მოთეთრო–მორუხო, ქალასარქველში და ფუზეში შემავალი ძვლები მთელია.
პათოლოგიური ანატომიის სახელმძღვანელოში კი, ექსპერტის მიერ ზემოაღწერილისაგან განსხვავებით, სუნთქვის მწვავე უკმარისობის შედეგად განვითარებული ტვინის შეშუპების სურათი აღწერილია შემდეგნაირად:
Патологическая анатомия
Отек и набухание головного мозга характеризуются рядом признаков: влажностью и помутнением поверхности, увеличением объема, повышенной дряблостью (оводненностью) мозгового вещества, имеющего желтовато-розовую окраску, нечеткостью границ между серым и белым веществом (рис. 1).

Рис. 1
Фронтальный разрез полушарий головного мозга при его отеке: увеличение объема левого полушария, стертость границ между белым и серым веществом, спадение боковых желудочков, более выраженное на стороне набухания (указано стрелками).
В связи с общим увеличением объема головного мозга обнаруживаются глубокие вдавления в области полушарий мозжечка и выбухание его миндалин, что является морфологическим признаком странгуляции стволовых отделов в отверстии намета мозжечка. Однако отмечаются и различия признаков отека и набухания. При преобладающем отеке имеет место полнокровие и отечность мягкой оболочки головного мозга, с поверхности которой наряду с кровью стекает прозрачная жидкость. В желудочках мозга отмечается повышенное количество цереброспинальной жидкости. Вещество мозга на разрезах представляется избыточно влажным, легко режется ножом, с поверхности разреза стекает прозрачная жидкость. При преимущественном набухании структурных элементов головного мозга мягкие мозговые оболочки, напротив, суховаты, вещество мозга плотное, нож прилипает к поверхности разреза. В желудочках мозга цереброспинальная жидкость отсутствует или содержится в незначительном количестве, желудочки щелевидны. При прогрессирующем развитии отек и набухание головного мозга могут закончиться смертью от ущемления ствола мозга в отверстий мозжечкового намета или от дислокации полушарий при неравномерном увеличении их объема. (Патологическая анатомия. Отёк и набухание головного мозга).
ამდენად, ექსპერტის მიერ მოცემული თავის ტვინის გამოკვლევის აღწერილობა, სრულად გამორიცხავს სუნთქვის მწვავე უკმარისობის შედეგად გამოწვეულ თავის ტვინის პათოლოგიურ ცვლილებებს. განვმეორდები და ვიტყვი, რომ ეს ცვლილებები იმდენად ხილულია, რომ შეუძლებელია გამოკვლევისას ვერ იქნეს დაფიქსირებული.
თავის ტვინის შეშუპების პათოფიზიოლოგიური მექანიზმი ანალოგიურია სხვა ორგანოების შეშუპების კლინიკისა იმ განსხვავებით, რომ თავის ტვინის შეშუპება ხდება უფრო სწრაფად – უჯრედული ელემენტების ავსების (დაბერვის) გამო. (მიაქციეთ ყურადღება, რომ ექსპერტმა გამოკვლევის შედეგებში დააფიქსირა ფილტვის მკვეთრი შეშუპება, ხოლო ტვინთან მიმართებაში შეშუპებას არ აფიქსირებს).
თავის ტვინის ზემოთმოყვანილი მოცემულობისაგან გამნსხვავებით, ექსპერტიზის დასკვნის თავის ტვინის ჰისტოლოგიური გამოკვლევის ნაწილში (ჰისტოლოგია – მედიცინის დარგის ერთერთი განხრა, რომელიც შეისწავლის ადამიანის ორგანიზმის ქსოვილების აგებულებას. მოცემულ შემთხვბევაში, ჰისტოლოგმა ლაბორატორიულად გამოიკვლია ის რაც მიუტანეს, კერძოდ ბიოლოგიური მასალა, რომლის კონტეინერზეც ეწერა შალვა თათუხაშვილის თავის ტვინის ფრაგმენტი ი.ზ.) აღწერილია სუნთქვის მწვავე უკმარისობისათვის დამახასიათებელი თავის ტვინის პათოლოგიური ცვლილებების შემდეგი სურათი:
„...თავის ტვინის სუბსტანციისა და რბილი გარსების სისხლძარღვები ჰიპერემიულია, ეროთროდიაპედეზის მოვლენებით. თავის ტვინის გარსების შემაერთქსოვილოვანი სტრუქტურები შეშუპებული და გაფაშრებულია. პერივასკულური და პერიცელულური სივრცეები რამდენადმე გაფართოებულია.“
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ შინაგანი ორგანოების „ჰისტომორფოლოგია“ მწვავე ალკოჰოლური (ეთანოლით) ინტოქსიკაციით მოწამვლის დროს, სასამართლო მედიცინაში კარგად არ არის შესწავლილი. ამდენად, სასამართლო–მედიკოსებში მუსირებს აზრი, რომ ალკოჰოლური ინტოქსიკაციით გამოწვეული სიკვდილის დიოაგნოსტიკა ჰისტომორფოლოგიური გამოკვლევით შეუძლებელია.
თუნდაც ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მნიშვნელობას კარგავს შ. თათუხაშვილის გვამის შინაგანი ორგანოების პრეპარატების ჰისტომორფოლოგიური გამოკვლევის შედეგები.
ალკოჰოლით ინტოქსიკაციის დროს ყველა ორგანოში და ქსოვილში აღინიშნება სისხლსავსეობა. ღვიძლში არის იმ დონის სისხლსავსეობა, რომ ეს ორგანო იღებს მუსკატის ფორმას, (დაახლოებით რაგბის ბურთის ფორმას). სისხლჩაქცევებია ფილტვებში, კუჭში და კუჭქვეშა ჯირკვალში.
ხსენებულის საწინააღმდეგოდ, პროკურატურის მიერ წარმოდგენილ ექსპერტიზის დასკვნაში, გარდა ფილტვის მწვავე შეშუპებისა, არაფერია ნახსენები ზემოთმოყვანილი შინაგანი ორგანოების მორფოლოგიური ცვლილებების შესახებ.
ამდენად უტყუარია, რომ პროკურატურის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის შედეგები გაყალბებულია. პირადად ვესწრებოდი რა გვამის გაკვეთას, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არც თავის ტვინის, არც ფილტვის და არც სხვა ორგანოთა შეშუპება თუ სხვა პათოლოგიური ცვლილება (გარდა ოპერაციისშმდგომი ძველი შეხორცებებისა) ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტ გ. ოქრუაშვილსა და ჩემს მიერ დაფიქსირებულუი არ ყოფილა.
გარდა აღნიშნულისა განვმარტავ, რომ შალვა თათუხაშვილი გარდაიცვალა საკუთარ სახლში, დაძინებიდან მალევე. შ. თათუხაშვილის გარდაცვალება დაფიქსირდა 23 მარტს დაახლოებით 23:00 საათზე. ოჯახის წევრთა განმარტებით, აგრეთვე მოწმე გიორგი ასლამაზიშვილის ჩვენებით დადგენილია, რომ შალვა თათუხაშვილი გარდაიცვალა მძინარე მდგომარეობაში მარცხენა მკლავის მხარეს გვერდულად მწოლიარე მდგომარეიობაში. საწოლი, რომელზეც თათუხაშვილს ეძენა, იდგა საცხოცვებელი სახლის მცირე სამზარეულოში, სადაც ღუმელთან საუბრობდნენ ოჯახის წევრები და სტუმრად მოსული ახლობლები. გარკვეული პერიოდის შემდეგ გიორგი ასლამაზაშვილი მიუახლოვდა შ. თათუხაშვილის საწოლს და შეეცადა მის შეღვიძებას, რა დოსაც გადმოაბრუნა იგი და ნახა, რომ თათუხასვილს გალურჯებული ჰქონდა ზედა ტუჩი. მას მძინარე ადამიანის მდგომარეობა ბუნებრივად არ მოეჩვენა, მიხვდა, რომ შალვა ცუდად იყო და ატეხა ყვირილი დასახმარებლად. შ. თათუხაშვილს ოფლიანი ჰქონდა კისერი და გულ–მკერდი, სიცოცხლის ნიშან–წყალი კი არ ეტყობოდა. მოწმე გ. ასლამაზაშვილის განმარტებით, მას არ შეუმჩნევია მძინარე შ. თათუხაშვილის შფოთვა, გახშირებული სუნთქვა ან გაძნელებული სუნთქვის რაიმე სპეციფიკური ნიშანი. თვითმხილველები აღნიშნავენ, რომ შალვა თათუხასვილს ასეთი სიმპტომები რომ ჰქონოდა, ისინი უსათუოდ შეამჩნევდნენ. ოჯახის წევრთა განმარტებით, შ. თათუხაშვილმა დაძინებამდე, სწრაფი ძილის მოგვრის მიზნით, მიიღო მხოლოდ 2 ჭიქა ალკოჰლური სასმელი, მანამდე კი მას ალჰოჰოლი მიღბული არ ჰქონდა და მთელი დღის განმავლობაში იმყოფებოდა სახლში.
დასკვნაში დაფიქსირებული „ალკოჰოლის დოზა“ 5 პრომილე, („სასიკვდილო დოზა“ 4 – 5 პრომილე) აშკარად მომატებული და შეცვლილია. აღნიშნული უკავშირდება განზრახვას, შალვა თათუხაშვილის თრობის ხარისხი დაკავშირებული იყოს სიკვდილის მიზეზთან. თუნდაც 4 პრომილეს დროს, ადამიანი იმდენად მთვრალია, რომ სრულად აქვს დარღვეული კოორდინაცია და სხვის დახმარებას საჭიროებს. შალვა თათუხაშვილი კი მთვრალი არ ყოფილა, მიღბული ჰქონდა მხოლოდ 2 ჭიქა ალკოჰოლური სასმელი – ისიც, სწერაფი ძლილის მოგვრის მიზნით.
ზემოაღნიშნული გარემოების ხაზგასმას იმიტომ ვახდენ, რომ ალკოჰოლური ინტოქსიკაციით გამოწვეული სუნთქვის მწვავე უკმარისობა ეტაპობრივი პროცესია და ერთბაშად არ ვითარდება.
ალკოჰოლური ინტოქსიკაციისას, სუნთქვის მწვავე უკმარისობა ვითარდება არა მყისიერად, არამედ თანდათანობით, საშუალოდ 1 – 2 საათის განმავლობაში. სუნთქვით უკმარისობას აქვს 4 სტადია: მსუბუქი, საშუალო, მძიმე და ჰიპოქსემიური–ჰიპერკაპნიური სტადიები. ბოლოსწინა მე–2, მე–3 სტადიებზე, ადამიანს აღენიშნება აშკარად გამოხატული ქოშინი, პათოლოგიური სუნთქვა, ტახიპნიე (ზედაპირული სუნთქვის გახშირება) – რაც შეუძლებელია შეუმჩნეველი დარჩეს გარშემომყოფთათვის. მე–4 სტადიაზე კი ვითარდება კომა და დგება სიკვდილი.
რაც შეეხება პროკურატურის მიერ წარმოდგენილ დასკვნაში აღნიშნულ შალვა თათუხაშვილის სისხლში აღმოჩენილ ბენზოდიაზეპინის ჯგუფის ფსიქოტროპულ ნივთიერებებს (ნორდაზეპამი, დიაზეპამი, ტაზეპამი) – აღნიშნული პრეპარატების კომბინაცია არის იმ ფსიქოტროპული სუბსტანციის კომპონენტი, რომლითა გამოყენებაც ხორციელდება პიროვნების ნებელობაზე კონტროლის მოსაპოვებლად და რაზეც ჩვენ არაერთხელ მივუთითებდით. ასკარაა, რომ შალვა თათუხაშვილზე განხორციელდა ფსიქოტროპული მედიკამენტოზური ზემოქმედება.
და ბოლოს... საქ. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 146–ე მუხლის მე–2 ნაწილის შესაბამისად, ექსპერტი ვალდებული იყო დასკვნაში მიეთითებინა, თუ ვინ ექსრებოდა ექსპერტიზას. შ. თათუხაშვილის ექსპერტიზას ვესწრებოდი მე, ადვოკატი ირაკლი ზაქარეიშვილი, რის შესახებაც დასკვნაში მითითებული არ არის. გვამის გაკვეთისას, ექსპერტისა და ჩემს მიერ თავის ტვინისა და შინაგანი ორგანოების გამოკვლევისას, არავითარი პათო–მორფოლოგიური ცვლილება დაფიქსირებული არ ყოფილა. (გარდა ოპერაციისშემდგომი შეხორცებებისა და გულის კორონარულ არტერიაზე განვითარებული მცირე სისხლჩაქცევისა).