ო, ბლინ... მაგარი ამბები დატრიალებულა...
მიუხედავად იმისა, რომ ვოვასთვის ჭკუის სწავლებას ვემხრობი, მაინც ვწუხვარ დაღუპულების გამო...
ეხლა მთავარია იმის გაგება, რა მიზანი ამოძრავებს ვოვას. ეს ყველაფერ კეთდება:
1) ან ყირიმის გასაპრავებლად, რათა სავაჭრო თემა ჰქონდეს;
2) ან უკრაინაში პერმანენტული ქაოსის შესაქმნელად, რათა ეკონომიკა საბოლოოდ გაუჩანაგდეს.
3) ან მართლა საბოლოოდ დადებილდა და ნახევარი უკრაინის წაღება უნდა.
ალბათ, პარალელურად დასავლეთი რუსეთის ეკონომიკის გაჩანაგებას შეუდგება თავისი სანქციებით და დივერსიებით. დივერსანტების მასიურად შეგზავნით და ა.შ.
მოკლედ, ძალიან ცივი ომი იწყება, ძალიან... ორივე მხარე ვა-ბანკზე მიდის, მგონი...
ჩვენ რა ვქნათ? ჩვენ?..
ამ ეტაპზე ყველაზე სანდო წყარო ალბათ მაინც ბი-ბი-სი არის:
http://www.bbc.co.uk/russian/international...tion_live.shtmlსაკვანძო მომენტებში ეგენიც მიკერძოებულები არიან ხოლმე, მაგრამ ჩვეულებრივ დღეებში ცდილობენ ობიექტურები იყვნენ.
მანდ საინტერესო რაღაც წერია: უკრაინის ცენტრალური მთავრობა დნეპროპეტროვსკის ინტენსიურ გამაგრებას შეუდგა - ეტყობა ეს არის უკრაინის თავდაცვის მეორე ზღუდე.