Mahran
Member

  
ჯგუფი: Registered
წერილები: 67
წევრი No.: 151647
რეგისტრ.: 27-June 12
|
#40538407 · 11 Apr 2014, 00:38 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
საქართველო საფრთხეშია!!!
საქართველო საშინელ საფრთხეშია. ხელისუფლებაში მოსულმა ბიძინა ივანიშვილის კოალიციამ ვერ მოუღო ბოლო სააკაშვილის რეჟიმს, მძიმე დამნაშავეები დატოვა თავისუფლებაზე. 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებში დამარცხების შემდეგ ნაცებმა ამერიკის და ევროპის მსოფლიო გლობალისტური ძალების მხარდაჭერით, დაიწყეს მზადება რევანშისათვის, ძალაუფლების დაბრუნებისათვის. მათ ამის განხორციელების არავითარი შანსი არა აქვთ და არ ჰქონდათ დემოკრატიული გზით, არჩევნებით, მათი რეალური რეიტინგია 7-9%. საზოგადოებაში სწორედ იყო და არის მისწრაფება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებისა,რათა თავიდან მოვიცილოთ მათი, ნაციონალური პარტიის არაპროპორციულად დიდი 45%-იანი არსებობა პარლამენტში, რაც არანაირად არ ასახავს მის ნამდვილ, მკვეთრად ნეგატიურ იმიჯს, ხალხში მათ მიმართ არსებულ საყოველთაო სიძულვილსა და ზიზღს. ერთდაერთი შესაძლებლობა ძალაუფლების დაბრუნებისა მათთვის არის შეიარაღებული გზით მისი მიტაცება. დასავლეთი ღიად უჭერს მხარს სააკაშვილს, მიზნად ისახავს მის ძალაუფლებაში დაბრუნებას. თუ გავითვალისწინებთ ფერადი რევოლუციებისა და უკრაინაშ ამ ბოლო რევოლუციის უკვე არსებულ გამოცდილებას, ამის გაკეთება საკმაოდ ადვილია. ნაციონალები ღიად ლაპარაკობენ მომავალ ქართულ მაიდანზე. არ უნდა შეგვეშალოს: მაიდანი ეს არის სახელმწიფო გადატრიალება, ძალაუფლების მიტაცება შეიარაღებული გზით, ლეგიტიმური მთავრობის დამხობა, დიქტატურის დამკვიდრება. საქართველოში უკვე მზად არის რამდენიმე ასეული ბოევიკი (ასახელებენ 500, მალე მათი რიცხვი გაიზრდება), მომზადებული, გაწვრთნილი, შეიარაღებული, ნაკვები, მათთვის უკვე ნაყიდია სპეცშეიარაღება, სპეცტანსაცმელი, ნიღბები და სხვა. ამას ემატება ათასობით ნაყიდი “წარმომადგენელი ქართველი ერისა“, რომელთაც „მასიურად სწყურიათ საყვარელი დემოკრატის დაბრუნება“. სცენარი ასეთია: ისინი ასფალტს აყრიან, ბარიკადებს აღმართავენ, პოლიციელებს ესვრიან მოლოტოვის კოქტეილებსა და ქვებს, აიღებენ სამთავრობო დაწესებულებებს, დაწვავენ საბურავებს, გააჩაღებენ ხანძრებს, სცემენ მოწინააღმდეგეებს, დაარბევენ მაღაზიებს, გადააბრუნებენ მანქანებს, მათი სნაიპერები ესვრიან ხალხს და ამას დააბრალებენ მთავრობას. მათთვის მეგობრული დახმარების გაწევის მიზნით საქართველოში ჩამოვლენ უკრაინელი ძმები-ფაშისტები. დაიწყება სამოქალაქო ომი, დაიღუპება ბევრი ხალხი. ჩაიხედეთ ინტერნეტში, ნახეთ, როგორ მოხდა ეს ყველაფერი უკრაინაში. საქართველოში ნაციონალები აწყობენ მიტინგებს და პროვოკაციებს, და მიუხედავად მათი მცირერიცხოვნობისა, კარგად ნაყიდი პიარისა, ქმნიან მსოფლიოში საზოგადოებრივ აზრს, რომ ხალხი უკმაყოფილოა ახლანდელი მთავრობისა და უნდა სააკაშვილის დაბრუნება. ჩვენ ვიცით, რომ ეს კატასტროფაა. ჩვენ გვახსოვს, როგორ ზეიმობდა ხალხი არჩევნებზე მათი დამარცხების შემდეგ. მაგრამ ისინი დარჩნენ, კანონიერი და სამართლიანი სასჯელისაგან მათ მიერ ჩადენილი დანაშაულებებისათვის-ქვეყნის გაძარცვა და დანგრევა,უმძიმესი დანაშაულობები ადამიანობისა და კაცობრიობის წინააღმდეგ, სამხედრო დანაშაულობები- ისინი იხსნა დასავლეთმა, მოახდინა რა უპრეცენდენტო ზეწოლა ჩვენს ახალ მთავრობაზე. როგორც დასავლეთი, ასევე სააკაშვილის გუნდი და მათი კუდის ამწევები, ხარბები, უსინდისოები,რომელთაც არაფერი წმინდა არ გააჩნიათ, სულიერი ფასეულობები მათთვის არ არსებობს,რომელნიც იყენებენ ძალაუფლებას მოგებისა და გამდიდრებისათვის, რომელნიც ნებისმიერი დანაშაულის ჩამდენნი არიან, ესენი ყველანი სასტიკნი და დაუნდობელნი არიან საქართველოს მიმართ. მიზნის მისაღწევად ეს არაკაცები არ დაერიდებიან არაფერს, მათ არაფერი შეაჩერებთ.გააჩღებენ ტერორს ქვეყნის საუკეთესო ადამიანების წინააღმდეგ.საქართველო გაეხვევა სიბნელეში, იმ სიბნელეში, რომლისგანაც, გვეგონა ქვეყანა განთავისუფლდა 2012 წლის 1 ოქტომბერს, როდესაც მათ მზად ჰქონდათ სიები 600(2000) პოლიტიკური და საზოგადოებრივი აქტიური ადამიანის დასაპატიმრებლად. დასავლეთი დახუჭავს თვალს, არ დაიცავს მათ მსხვერპლ ადამიანებს არც ერთი სიტყვით,არ დაადანაშაულებს უზურპატორებს შურისძიებაში და პოლიტიკურ დევნაში არასასურველი ადამიანებისა. ჩვენ უნდა გადავრჩინოთ ქვეყანა.აუცილებელია გავითვალისწინოთ გაკვეთილები საკუთარი „ვარდების რევოლუციისა“ და უკრაინაში ახლანდელი შეიარაღებული გადატრიალებისა. No pasaran! ფაშისტები ვერ გავლენ!არა სააკაშვილას! უნდა აღდგეს მთელი ხალხი,რათა დაიცვას თავისი თავი და თავისი ქვეყანა, ის 90%, რომელიც მხეცის წინააღმდეგია. ეს უნდა გაკეთდეს მანამ, სანამ ისინი გამოვლენ და არა შემდეგ, როცა უკვე გვიან იქნება. გავავსოთ ქუჩები, რომ ისინი ვერ გამოვიდნენ ფიზიკურად. ახლა, როდესაც ჩვენ ვიცით ვინ არინ ისინი, რაზე არიან წამსვლელნი, რისი ჩამდენნი,როდესაც ჩვენ ვიცნობთ ამ ბოროტმოქმედთ და მათ ბოროტებას,როდესაც ვიცით, როგორ აპირებენ მოქმედებას და, ფაქტიურად, როგორ დაიწყეს მოქმედება უკვე, მოამზადეს რა და გაწვრთნეს შეიარაღებული ნაწილები ,რომელნიც მზად არიან ნებისმიერ წუთს დაიწყონ თავისი სისხლიანი უკანონო საქმე, ჩვენ უნდა დავუპირისპიროთ მათ ჩვენი ნება და გზა გადავუღობოთ მათ, რათა ვერც კი გამოვიდნენ ქუჩაში, შეეშინდეთ. ეს არ არის არჩევნების გზა, როდესაც ხალხი მშვიდობიანად იდგა საარჩევნო უბნებთან რიგში, რათა ხმა მიეცათ საქართველო მტრების წინააღმდეგ. ახლა სხვა სიტუაციაა-აქ ჩვენზე მოდის საშინელი ძალა, მას შეიძლება დავუპირისპირდეთ მხოლოდ შემხვედრი ძალით. არავითარი ეჭვები და მცდარი შეხედულებები- ესენი არიან მხეცები, რომელნიც ყველაფერს იკადრებენ, სრულ არაადამიანობას გამოავლენენ, მკვლელობებზე წავლენ(არ წასულან თუ რა!), ხალხს ესვრიან. მათ ამისათვის დასავლეთი მისცემს ფულს და გაამართლებს და მხარს დაუჭერს, (ისე როგორც მხარი დაუჭირა ფაშისტ-ნაციონალისტებს უკრაინაში, იმ წამს სცნო მათი უკანონო მთავრობა), მხარს დაუჭერს მთელი ქართველი ხალხის ნების წინააღმდეგ. აუცილებელია სასწრაფოდ, ახლავე, გადაუდებლად, დრო აღარ გვრჩება ,დავდგეთ მამულის დასაცავად, მოვემზადოთ, რათა მტერს დავხვდეთ სრულად შეიარაღებულნი. აუცილებელია შევქნათ თვითდაცვის ნაწილები. აუცილებელია ხალხს შევატყობინოთ,მივმართოთ თითოეულის გულსა და გონებას, ავამაღლოთ ხალხის სული, გავამაგროთ მათი ნება, გავაძლიეროთ მათი სამშობლოს სიყვარული, აღვჭურვოთ ისინი ცოდნით, დავიყვანოთ ყველას ცნობიერებამდე, რომ გველოდება კატასტროფა. ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობამ იცის, რომ ნაციონალები სააკაშვილის მეთაურობით საქართველოს და მისი ყოველი მოსახლის მტრები არიან, მაგრამ ახლა უნდა გავაცნობიეროთ, რომ ისინი მიზანმიმართულად და გაუჩერებლად მიისწრაფვიან ძალაუფლებისაკენ და საქართველოს ელოდება დიდი უბედურება მათი გამარჯვების შემთხვევაში. ჩვენ გაცნობიერებული უნდა გვქონდეს თავდაცვის აუცილებლობა, თორემ დაუცველნი დავრჩებით. ხალხმა უნდა გაიგოს, რომ აქ მტერია, რომ აქ სასიკვდილო საშიშროებაა, რომ აქ ინტერვენციაა ,ეშმაკთა ჯარების თავდასხმა. თითოეულის ვალია სამშობლოს წინაშე, საკუთარი თავის წინაშე,ყოველი მოყვასის წინაშე,მეზობლის, ქუჩაში გამვლელის,დავდგეთ ხორციელად და სულიერად სასტიკი მტრის წინააღმდეგ,რომ როდესაც იგი ზღურბლზე დგას, ჩვენს საზღვრებთანაა, ჩვენს შორისაა, მზადაა თავისი ბოროტების განსახორციელებლად, არავის არა აქვს მორალური უფლება თავი აარიდოს. სხვა გზა არ არის, უნდა დავიცვათ თავი, ჩვენი ოჯახები,ჩვენი ქვეყანა და დავიცვათ აქტიურად, ვაჟკაცურად,ძლიერად,ამაყად,მზად უნდა ვიყოთ სიკვდილზე წავიდეთ ყველაზე წმინდა მიზნის მისაღწევად-საქართველოსათვის ისე, როგორც გადაულახავ კლდედ იდგნენ ჩვენი წინაპრები ყოველი მომხვდური მტრის წინააღმდეგ. ჩვენში გავაღვივოთ ეს ძალა, გავაღვიძოთ ხალხის სინდისი. მხოლოდ ამით აღჭურვილ ხალხს შეუძლია თავისი თავისუფლების, ღირსების, დაცვა. სხვაგვარად მონობა და დაღუპვაა. არა მონობას და დაღუპვას! ჩვენ არ შევცდებით, არ შევდრკებით! გავიგონებთ საქართველოს ხალხის სულის ხმას, ვიგრძნობთ მის ნაწამებ გულს.იგი იტანჯება, იგი იღუპება. დავეხმაროთ მას. დავიცვათ, შევინახოთ ჩვენი საქართველო ჩვენთვის, ჩვენი შვილებისა და შვილიშვილებისათვის, მთელი კაცობრიობისათვის! ეს არის ჩვენი ვალი საკუთრი თავისა და ყველას წინაშე, ვალდებულება ცისა და ღვთის წინაშე, სულიერი სამყაროს წინაშე. ჩვენ ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა ვართ. ჩვენ არ შეგვიძლია ვუღალატოთ მას, არ შეგვიძლია მისი წილხვედრი ქვეყნის მიცემა დასარბევად. ყოველი ადამიანი უნდა გახდეს მებრძოლი,სიმართლის, სიყვარულისა და თავისუფლების ჯარისკაცი, ქრისტეს ჯარისკაცი. სამწუხაროდ, ჩვენ ვერ დავეყრდნობით ჩვენს მთავრობას. მას არ ძალუძს შეეწინააღმდეგოს ამერიკისა და ევროპის საშინელ ზეწოლას, რომელიც ისე შორს ვრცელდება,რომ ნებას ართმევს მას დაიცვას თავი მის წინააღმდეგ მომზადებული გადატრიალებისაგან. ისე, როგორც მან ვერ გამოავლინა ნება, რათა თავშივე აღეკვეთა სახელმწიფო დამნაშავეთა მოღვაწეობა. პარადოქსულია, ალოგიკურია, გაუგებარია: მთავრობისა და ქვეყნის წინააღმდეგ მზადდება გადატრიალება, შეთქმულება მისი მოსპობის მიზნით, მან ამის შესახებ იცის!!! და არაფერს არ აკეთებს თავის გადასარჩენად, ასევე ქვეყნის გადასარჩენად, რადგან ეს არის შეთქმულება ქვეყნის წინააღმდეგაც. დავიცვათ იგი,შევძინოთ მას ნებისყოფა და ძალა,გადაწყვეტილების მიღების უნარი და სიმტკიცე. გამოავლენს თუ არა ჩვენი მთავრობა ნებისყოფას და სიმტკიცეს დაიცვას საკუთარი თავი და ხალხი და სახელმწიფო, გამოიყენებს თუ არა მის ხელთ არსებულ კანონიერ სტრუქტურებსა და მექანიზმებს-პოლიციას, უშიშროებას, სასამართლოს, არმიას, არ უნდა დაუთმოს და დაიშალოს, როგორც ეს მოხდა ვარდების რევოლუციისას, არავითარ შემთხვევაში. ამიტომ სათანადო ადექვატური ზომებია მისაღები დაუყოვნებლივ. ბატონო პრემიერ მინისტრო! ბატონო პრეზიდენტო! საქართველოს ერთგულო პარლამენტის წევრებო! მე მოგმართავთ თქვენ: შეასრულეთ თქვენი მოვალეობა ხალხის წინაშე უზურპატორების ვერაგი ჩანაფიქრებისაგან დაცვისა, მიიღეთ სასწრაფოდ გადამწყვეტი ზომები სახელმწიფოს წინააღმდეგ დაგეგმილი დანაშაულის აღსაკვეთად, უკანონო შეიარაღებული ფორმირებების განიარაღებისა და მათი დაშლისათვის, სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზატორთა დაუყოვნებლივ დაპატიმრებისა და სამართალში მიცემისათვის.გაასაჯაროვეთ მათი გეგმები,მათი გვარები და სახელები, მოუწოდეთ მოსახლეობას დადგნენ როგორც ერთი, რათა ვიყოთ მზად და არ დავუშვათ დანაშაულებრივი რეჟიმის დაბრუნება.
რომან ფინი
კანადა, ვანკუვერი 2014 წლის 29 მარტი
|