#40524813 · 9 Apr 2014, 23:10 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მაგ დროს 9 წლის ვიყავი, თბილი დილა იყო მზიანი, მე და ბებიაჩემი ჩვენს სახლთან ღელე ჩამოდიოდა და იმ ღელეში სასათბურე ცელოფნებს ვრეცხდით, წყალში ვიდექი, დვინახე მამიდაჩემი მორბოდა ტირილით ჩვენსკენ დ მოვიდა და გვითხრა ,,წუხელ რუსთაველზე ხალხი დახოცესო და მამიდამ დამირეკა მამუკაც მოუკლავთო,, (მამუკა ნოზაძე) ვერ მივხვდი რა მოხდა მაგრამ უცებ სხეული გამეყინა, ვეღარ გავტოკდი, შემეშინდა, და მამუკას სახლისკენ გავიქეცი მერე, კარებთან ავიტუზე, შესვლა მინდოდა მარა ვერ შევედი. იცით რა კარგი ბიჭი იყო? გმირია, საამაყო შვილია ქვეყნის, თავისი რაიონის, თავისი სოფლის, ყვლეანი ვამაყობთ ვინც ვიცნობდით მაგრამ მაინც გული მწყდება, ასე მგონია ცოცხალი უფრო გამოადგებოდა ჩვენს ქვეყანას, გამრავლდებოდა, გაიხარებდა, კაგ შვილებს გაზრდიდა, სულ 22 წლის იყო!
|