რეალობა და ფარდისფერი სათვალე აქ რა შუაშია.
მე არ მჭირდება ეგეთი "შეხსენებები", შემთხვევით, შენ ხომ არ გჭირდება? ანდა რა მითური რუკის "დაჯერებაზეა" ლაპარაკი. რას ჰქვია, "გამოდის რომ დაკარგულიც არაფერი არ მაქვს"?! თევზი ხომ არ ვარ, რასაც ცხვირწინ ვერ ვხედავ, რომ ის დამავიწყდეს. არანაირი ტერიტორიების დაბრუნების რეცეპტიც მაგ რუკაზე არ არის.
და მოტივაციის დაკარგვაზე საუბარი, ალბათ, ვერ ხვდები, რომ ჩემთვის და კიდევ ბევრისთვის შეურაცხმყოფელიცაა. ან ილუიზიებში ვინ იცხოვრებს, მაინც საიდან მაწერ ასეთ რამეს.
მესმის, რომ ვერ ხვდები, მაგრამ საქმე არის მარტივად - აქ რომ ვინმე რუსი შემოსულიყო გასაღიზიანებლად, სწორედ მაგ რუკას დადებდა და დადებდა.
განა აკრძალულია მაგის დადება, ცხადია, მაგაზე არ მაქვს პრეტენზია, არამედ იმაზე, რომ დაჟინებით იმეორებ და იმეორებ.
ამ თემაზე მეტს არაფერს ვიტყვი. შენი საქმის შენ იცი.
* * *
უი, მართლა რუსი ყოფილხარ

ახლა გასაგებია - რუსეთში აფხაზეთ-ცხინვალი და საქართველო "ჭ" კლასის პრობლემაა და არც კი ახსოვს ხალხს. ამიტომ ალბათ გგონია, რომ აქაც აღარ გვახსოვს

ცდები.
ცნობისთვის, პირადად მე დაბადებული ვარ სოხუმში (თუმცა თბილისში გავიზარდე და დევნილი არ ვარ), მრავალი ჩემი უახლოესი ნათესავი დღეს დევნილია და მოტივაცია იმდენი მაქვს, ეგ რომ წყვეტდეს, მთელ მოსკოვიას ეყოფოდა გეენიაში დასანთქმელად და კიდევ მორჩებოდა კოცონისთვის.
This post has been edited by Geronti on 9 Apr 2014, 19:38