
1 - ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი და ხშირად გამოყენებადი პანელი მთავარ გვერდზე, ეს მონაკვეთი გაჩვენებს რომელ ლვლზე ხარ და რამდენი XP გაქვს დარჩენილი შემდეგ დონემდე. შემდეგ მოდის ენერგია, რომელიც მთავარი კომპონენტია ამ თამაშის. ანუ ყოველ მოქალაქეს აქვს 500 ენერგიის ქულა დავარქვათ. 10 ქულა იხარჯება სამუშაოზე, იგივე ვარჯიშზე. ომში კი იქამდე არ მარცხდები სანამ ეს ენერგიის ქულები არ გეწურება. ყოველ 3 წუთში შეგიძლია შეავსო ენერგიის მარაგი 10 ქულით, საჭმლის მიღების შემთხვევაში. არსებობს ენერგო ბარები რომელიც გამოსადეგია ომის დროს როდესაც განუწყვეტლივ ომი გჭირდება და არ გაქვს დრო ყოველ 3 წუთში 10 ქულა უმატო. შემდეგ კი მოდის გოლდი, ეს არის ყველაზე ძვირფასი რამ რაც კი ამ თამაშში არსებობს. გამოიყენეთ ჭკვიანურად, სასურველია ჩადოთ კომპანიებში (შემდეგში განვიხილავ)
2 - აქ ყოველ დღე განთავსებული იქნება რაზმის ბრძანება. ჩვენი რაზმია
http://www.erepublik.com/en/main/group-show/1130 კაპიტანმა temo11-მა განათავსა დღეის ბრძანება

1- My Places ყველაზე მნიშვნელოანი ამ ოთხი პანელიდან. აქედან გადადიხართ სამუშაოდ (Companies), სავარჯიშოდ Training Grounds და საწყობში Storage
2- რათა ჩაერთოთ ომში უნდა გადახვიდეთ ამ ლინკზე, ომზე შემდეგში დავწერ დაწვრილებით
3- მარკეტი სადაც ყიდულობთ იარაღს, საჭმელს და რესურსებს. ხარისხი იზომება ვარკსკვლავებით, შედეგი და ფასიც იზრდება ხარისხთან ერთად

1- პირველი არის მუდმივი სამსახური, მოძებნა ადვილია, არ უნდა გაგიჭირდეთ წესით. ყოველ დღე ერთი დაწკაპუნება და 30 დოლარი თქვენია, მაგრამ 10 ენერგია კი დაკარგული
2- ესეიგი, ეს არის ჩემი კომპანიების ჩამონათვალი. სადაც მწვანე "პწიჩკაა" ესეიგი იქ დღეს უკვე ვიმუშავე. აამუშავეთ ეს კომპანიები თქვენთვითონვე არ დაიქირაოთ მუშები. ყოველ დღე მონიშნეთ work as a manager და პროდიუსს დაჭირეთ. პროდუქტი კი Storage ანუ საწყობიდან გაყიდეთ. შევდივართ საწყობში ჩამოვდივართ ქვევით და ვეძებთ Sell-ს. დანარჩენს თქვენთვითონ მიხვდებით. რაღათქმაუნდა ამ წარმოებებსაც ენერგია მიაქვთ, ცალ-ცალკე. შეგიძლიათ შექმნათ ახალი კომპანიები ან აფგრეიდი გაუკეთოთ მოქმედს. მაგალითად პურის ქარხანა ლვლ 1 ღირს 10 ოქრო, ხოლო პირველიდან მეორე ლვლზე ასვლა 20 ოქრო. ხარისხთან ერთად ფასიც იმატებს შესაბამისად უფრო მეტ მოგებას ნახულობთ გაყიდულიდან.

ეს კი სავარჯიშო არეალია. აქ ძლიერდება თქვენი სითიზენი შესაბამისად ომის დროს მეტ დანაკლისს აყენებს ოპონენტს, რამდენიმე კვირაში საქართველო ემატება და ვარჯიში ყველა ჩვენიანისთვის პრიორიტეტია, მოგერიება მოგიწევს ნაცნობი მტრის.
ომს არ შევეხე, 2 დაწკაპუნებაა. დანარჩენი თქვენთვის მომინდია ძირითადი სურათი დავხატე. crazyoig
ერთი შეხედვით ვინმეს შეიძლება მოსაწყენი მოეჩვენოს მარა 2 კვირაში საქართველო რომ დაემატება, ბევრად უფრო ჩართული იქნებით თამაშში. შეიქმნება პოლიტიკური პარტიები, არჩევნები იქნება, მინისტრთა კაბინეტი, პარლამენტი კანონებს მიიღებს. სანამ ბაზარი თავისუფალი იქნება თქვენი კომპანიით კარგ ფულს გააკეთებთ.შეიქმნება რაზმები და დაჯგუფებები, ათასი რამე იქნება. მოკლედ 2 კვირა მოძლიერდით და მერე შეიგრძნობთ მთელ თამაშს This post has been edited by Hitchens on 16 Apr 2014, 09:32
მიმაგრებული სურათი