#40710762 · 25 Apr 2014, 20:23 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
უკვე გადამზიდმა კომპანიამ გამაფრთხილებელი წერილი გამომიგზავნა.თითქოს ახალი არაფერია,მაგრამ სადაა ძაღლის თავი დამარხული?
ძვირფასო მომხმარებლებო,
გაცნობებთ, რომ იცვლება საქართველოს საბაჟო წესები საფოსტო გზავნილების შემოტანის პროცედურებთან დაკავშირებით. გთხოვთ ყურადღებით გაეცნოთ აღნიშნულ ცვლილებებს და აუცილებლად გაითვალისწინოთ:
1. თქვენს მიერ გამოწერილი ამანათის დეკლარირება გახდება სავალდებულო და ექნება იურიდიული ძალა; 2. საბაჟოს ექნება უფლება მომხმარებლის მიერ მითითებული ფასის გადამოწმების მიზნით გააჩეროს ამანათი და მომხმარებლისგან მოითხოვოს ინვოისი; 3. ის ამანათი, რომელიც მომხმარებელს არ ექნება დეკლარირებული (ინვოისის მიხედვით) გაჩერდება საბაჟოზე და მოგეცემათ გარკვეული დრო ინვოისის წარსადგენად. თუ ამ დროის განმავლობაში არ წარმოადგენთ ინვოისს, ამანათს ჩაუტარდება ექსპერტიზა ფასის განსაზღვრის მიზნით. ექსპერტიზა იქნება ფასიანი და მისი ღირებულების დაფარვა დაეკისრება ამანათის მიმღებს; 4. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი დეკლარირების დროს შეგნებულად შეამცირებს ამანათის ღირებულებას (განბაჟების თავიდან ასაცილებლად ან სხვა ნებისმიერი მიზნით) მოხდება სახელმწიფოს მიერ მომხმარებლის დაჯარიმება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე გთხოვთ აუცილებლად გაითვალისწინოთ:
1. აუცილებლად დაადეკლარირეთ ამანათი ჩვენს მისამართზე მიტანამდე ან მიტანის შემდეგ მის საქართველოში გამოგზავნამდე. 2. ამანათის დეკლარირების დროს ჩაწერეთ ნივთის ან ნივთების ზუსტი ღირებულება. აღნიშნული ცვლილებები ძალაში შევა რამოდენიმე კვირაში.
This post has been edited by tintoreto on 25 Apr 2014, 20:33
--------------------
Если человека кусает вампир, он становится вампиром. Такое ощущение, что очень многих вокруг искусали бараны... არაფერია უფრო მუდმივი,ვიდრე დროებითი უფულობა...
მსოფლიოს მართავს მხოლოდ ფული და სექსი!
ვინ დათვალოს ზღვაში ქვიშა და თბილისში შავი ჯიპი
|