ზაზა ხატიაშვილი ირაკლი ზაქარეიშვილის დაცვის პროგრამაში ჩართვას ითხოვს19:46 17-04-2014
http://www.interpressnews.ge/ge/samartali/...s-ithkhovs.html
ზაზა ხატიაშვილი ირაკლი ზაქარეიშვილის დაცვის პროგრამაში ჩართვას ითხოვს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი ადვოკატ ირაკლი ზაქარეიშვილზე თავდასხმის გამო შეშფოთებულია და მისი დაცვის პროგრამაში ჩართვას ითხოვს .
ხატიაშვილი ადვოკატ ირაკლი ზაქარეიშვილის მიმართ განხორციელებული ძალადობის შესახებ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "ინტერპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ:
"ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე გაოგნებული და შეძრწუნებული ვარ ადვოკატ ირაკლი ზაქარეიშვილის მიმართ განხორციელებული ძალადობრივი ქმედებების გამო, რომელიც პერმანენტულ ხასიათს ატარებს და მიმართულია მისი პროფესიული საქმიანობის წინააღმდეგ. 2014 წლის 17 აპრილს ადვოკატი ირაკლი ზაქარეიშვილი ახორცილებდა თავის საადვოკატო უფლებამოსილებას თბილისის საქალაქო სასამართლოში დავით ახალაიას ბრალდების საქმეზე. სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ ირაკლი ზაქარეიშვილს თავს დაესხა ირაკლი კაკაბაძე, რამდენჯერმე სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, აფურთხებდა სახეში. ირაკლი კაკაბაძის თანმხლები პირები ასევე გამოირჩეოდნენ განსაკუთრებული აგრესიულობით და ემუქრებოდნენ ადვოკატს ფიზიკური განადგურებით, მისი პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე. ადვოკატი ირაკლი ზაქარეიშვილი მხოლოდ სასამართლოს მანდატურების დახმარების შედეგად გადაურჩა ფიზიკურ ანგარიშწორებას. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, სასამართლოს მანდატურების მხრიდან ირაკლი კაკაბაძე არ ყოფილა დაკავებული, რამაც წაახალისა ირაკლი კაკაბაძე და სასამართლოს შენობიდან გამოსვლის შემდეგა მან გააკეთა განცხადებები, რომ იგი გააგრძელებდა ზაქარეიშვილზე თავდახმებს. შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ ირაკლი კაკაბაძე მოცემული დროისათვის არ არის დაკავებული და მის მიმართ არ ხორციელდება სიხლის სამართლებრივი დევნა. საქართველო ნელ-ნელა ყალიბდება ქვეყანად სადაც საადვოკატო საქმიანობა ხდება შეუძლებელი, ადვოკატები განიცდიან დევნას შევიწროებას თვისი საადვოკატო საქმიანობიდან გამომდინარე, დაუშვებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში. ყველაზე დიდი უბედურებაა ის ფაქტი, რომ სახელმწიფომ თავისი უმოქმედობით წაახალისა ადვოკატებზე ძაალდობა, რისი ნათელი მაგალითია ირაკლი ზაქარეიშვილიზე განხორცილებული ძალადობრივი ფაქტი. სახელმწიფოს მხრიდან მიმდინარებოს ადვოკატის როლის ფუნქციის მიზანმიმართული დაკნინება და დისკრედიტაცია. სამოქალაქო საზოგადოებას შევახსენებ, რომ ადვოკატ ირაკლი ზაქარეიშვილიზე განხორცილებული თავდასხმა არის ადვოკატთა კორპუსზე განხორციელებული ძალადობის მესამე შემთხვევა ბოლო სამი თვის განმავლობაში. 2014 წლის 8 იანვარს ადვოკატ რომეო საჯაიას თბილისის პროკურატურაში თავს დაესხა პროკურორი ლევან ბაჩიაშვილი, რომელმაც მიაფურთხა ადვოკატს და მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. 2014 წლის თებერვალში ადვოკატ ნონა კირთაძეს ფინანსთა სამინისტროს მაღალჩინოსანი გოგა ბერძენიშვილი ემუქრება, აყენებს სიტყვიერ შეურაცხყოფას გორის სასამართლოს შენობაში, რის შემდეგ ადვოკატი ნონა კირთაძე გახდა შეუძლოდ. გამოძახებული იქნა სასწრაფო სამედიცინო დახმარება და ადვოკატმა ვერ შესძლი საადვოკატო უფლებამოსილების განხორცილება. მიუხედავად იმისა, რომ ადვოკატმა ნონა კირთაძემ მოიპოვა მასზე თავდასხმის ვიდეომტკიცებულებები, პროკურატურამ მაინც არ დაიწყო გამოძიება გოგა ბერძენიშვილთან მიმართებაში. ადვოკატების წინააღმდეგ შექმნილი ურთულესი ვითარებიდან გამომდინარე, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ ადვოკატ ირაკლი ზაქარეიშვილზე განხორცილებული თავდახმის შესახებ ვაცნობე ევროპის და მსოფლიო ადვოკატთა ასოციაციებს. მივმართავ სამოქალაქო საზოგადოებას არ დაუშვას ძალადობა ადვოკატთა კორპუსზე თუ ადვოკატი მასზე განხორციელებული ძალადობის შედეგად ვერ შესძლებს თავისი კლიენტის დაცვას, სამოქალაქო საზოგადოება იქნება დაუცველი. მნიშვნელობა არ აქვს, თუ ვის იცავს ადვოკატი. ზაქარეიშვილზე განხორცილებული ძალადობა შექმნის პრეცედენტს სხვა ადვოკატებთან მიმართებაში და ადვოკატები ვეღარ შესძელბენ თავისი ფუნქციის განხორციელებას. იმ პერსონების ყურადსაღებად, რომლებმაც არ იციან საერთაშორისო სტანდარტები ადვოკატებთან მიმართებაში, განვმარტავ, რომ ადვოკატის მისი დაცვის ქვეშ მყოფ პირთან გაიგივება, საადვოკატო უფლებამოსილების განხორციელების დროს წარმოადგენს საადვოკატო საქმიანობაში ხელის შეშლას. მთელი ცივილიზებული სამყარო ადვოკატებთან მიმართებაში ხელმძღვანელობს გაერო-ს ძირითადი პრინციპებით ადვოკატის როლის შესახებ (27 აგვისტო-7 სექტემბერი, 1990, ჰავანა), რომელიც შემდგომ მთლიანად ასახულ იქნა მინისტრთა კომიტეტის დადგენილებაში. გაერო-ს ძირითად პრინციპებში, ადვოკატის როლის შესახებ აღნიშნულია, რომ: 16. სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ ადვოკატებმა :
ა) შეძლონ თავიანთი პროფესიული ფუნქციების შესრულება, დაშინების, დაბრკოლების, ღირსების შელახვისა და არასათანადო ჩარევის გარეშე;
ც) თავიანთი პროფესიული მოვალეობების, წესებისა და ეთიკის შესაბამისად განხორციელებული რაიმე ქმედების გამო არ განიცადონ გაკიცხვა, ან დევნა ადმინისტრაციული, ეკონომიკური, სოციალური ან სხვა სანქციების მუქარით.
17. როდესაც ადვოკატთა უსაფრთხოებას, მათ მიერ პროფესიული საქმიანობის განხორციელების გამო საფრთხე ემუქრება, ისინი სათანადოდ უნდა იყვნენ დაცული ხელისუფლების მიერ.
18. ადვოკატები თავიანთი ფუნქციის შესრულების გამო არ უნდა იყვნენ იდენტიფიცირებული მათ კლიენტებთან ან მათი კლიენტების ქმედებასთან;
ადვოკატთა ასოციაცის თავმჯდომარე კატეგორიულად მოვითხოვ ადვოკატ ირაკლი ზაქარეიშვილზე განხორცილებული ძალადობის ფაქტზე ადეკვატურ სამართლებრივ რეაგირებას.
ადვოკატთა ასოციაცის თავმჯდომარე მოვითხოვ გაეროს ძირითადი პრინციპების ადვოკატის როლის შესახებ (27 აგვისტო-7 სექტემბერი, 1990, ჰავანა), 17 მუხლის თანახმად სახელმწიფომ სასწრაფოდ განახორციელოს ადვოკატ ირაკლი ზაქარეიშვილის დაცვის პროგრამაში ჩართვა, რათა დაცული იქნეს ადვოკატის სიცოცხლე და ჯანმრთელობა შემდოგმი ძალადობის თავიდან აცილების მიზნით", - ნათქვამია ზაზა ხატიაშვილის განცხადებაში.
* * * =======================================================================
“ხელისუფლებას არ მივცემ უფლებას ადვოკატებს ხელი შეუშალოს საქმიანობის განხორცილების პროცესში”17 აპრილი 23:49
პოლიტიკა
http://pia.ge/show_news.php?id=11603&lang=geo
ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი ადვოკატ ირაკლი ზაქარეიშვილის გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას ავრცელებს.
“როგორც სამოქალაქო საზოგადოებისთვის ცნობილია, ირაკლი კაკაბაძე 2014 წლის 17 აპრილს თავს დაესხა ადვოკატ ირაკლი ზაქარეიშვილს სასამართლოს შენობაში, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, შემდეგ რამდენიმეჯერ შეაფურთხა სახეში, რასაც ესწრებოდნენ ჟურნალისტები და სამოქალაქო საზოგადოების ცნობილი სახეები. ვინაიდან აღნიშნული ინციდენტის შემდეგ ირაკლი კაკაბაძე არავინ არ დააკავა, დუსჯელობის სინდრომით გათამამებულმა ირაკლი კაკაბაძემ დაინახა, რომ ხელისუფლებამ არ მოახდინა რეაგირება ადვოკატ ირაკლი ზაქარეიშვილის მიმართ განხორცილებულ ძალადობაზე, ინიციდენტიდან რამდინიმე საათში 2014 წლის 17 აპრილს სტუდია “პრაიმ-ტაიმში” ჩაატარა პრესკონფერენცია, სადაც გააგრძელა ადვოკატ ირაკლი ზაქარეიშვილის შეურაცხყოფა და განაცხადა, რომ ადვოკატი ირაკლი ზაქარეიშვილი არის ადამიანი შინაარსის გარეშე, გარეწარი, მან დაიმსახურა ფურთხი და იგი ბოლომდე მიიყვანს დაწყებულ საქმეს. ირაკლი კაკაბაძემ სტუდია “პრაიმ-ტაიმში” ჩატარბული პრესკონფერენციის დასასრულს განაცხადა, რომ იგი არ ცნობს კანონმდებლობას და იმუქრება პირადი ანგარიშწორებით ადვოკატ ირაკლი ზაქარეიშვილთან მიმართებაში, რაც არის შემაშფოთებელი ფაქტი.
სამოქალაქო საზოგადოების გასაგონად განვმარტავ, რომ ირაკლი ზაქარეიშვილი არ არის არც ერთი პარტიის წევრი, არასოდეს გაუკეთებია პოლიტიკური განცხადებები, არ უმუშავია არასოდეს საჯარო სტრუქტურაში, უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ 20 წლის განმავლობაში ეწევა საადვოკატო საქმიანობას. ვიმეორებ კიდევ ერთხელ: ირაკლი ზაქარეიშვილს არ უმუშვია არსად ადვოკატურის გარდა, ამიტომ მასზე თავდასხმა არის მიზანმიმათული ქმედება რომელიც მიზნად ისახავს ადვოკატ ირაკლი ზაქარეიშვილის ჩამოცილებას გახმაურებული სასამართლო პროცესებიდან და ადვოკატის ინსტიტუტის განადგურებას.
ირაკლი კაკაბაძე აცახადებს,
საპატრიარქო ადგილობრივი გამგეობის ხელმძღვანელებს და თბილისის საკრებულოს მიმართავს
17 აპრილი 23:15
საპატრიარქო თბილისის საკრებულოს ბიუროს სხდომის გადაწყვეტილებით, ქალაქში არსებულ მართლმადიდებლური ეკლესიებისთვის 10 000 ლარის გადაცემის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.
17 აპრილი 22:15
აშშ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს დააწესებს, თუ უკრაინაში სიტუაცია უახლოეს დღეებში არ გაუმჯობესდება
17 აპრილი 21:50
აშშ-მა, ევროკავშირმა, რუსეთმა და უკრაინამ “ჟენევის დეკლარაცია” მიიღეს
17 აპრილი 19:48
უკრაინაში რუსი მამაკაცების ჩასვლის აკრძალვის გამო მოსკოვი საპასუხო ზომებს მიიღებს
რომ იბრძოლებს “ნაციონალურ მოძრაობის” და მათი მხარდამჭერების გასანადგურებლად, მაგრამ მისი მოქმედებები არჩევნების წინ ყველაზე მეტად რომ აწყობს “ნაციონალურ მოძრაობას”, ალბათ ხვდება. ირაკლი კაკაბაძემ თავის მუქარის განხორცილება დაიწყო ადვოკატ ირაკლი ზაქარეიშვილზე თავდასხმით, რაც არის ღიმილისმომგვრელი. ირაკლი კაკაბაძეს აშკარად შეეშალა ადრესატი, ვინაიდან თუ მას რეალურად სურს “ნაციონალების” წინააღმდეგ ბრძოლა და ამ ბრძოლას იწყებს ადვოკატით, რომელიც არ არის არც ერთი პარტიის წევრი, არასოდეს უმუშვია “ნაციონალების” მმართველოვბის დროს არც ერთ უწყებაში არასოდეს ყოფილა ზოგზოგიერთებისაგან განსხავებით შემჩნეული სამართალდამცავებთან გარეგებებში, ააშაკრავებს ირაკლი კაკაბაძის ზრახვებს. მინდა მივმართო ირაკლი კაკაბაძეს, როდესაც მოხდა 2011 წლის 26 მაისს დარბევა, მაშინ ირაკლი ზაქარეიშვილი იყო ადვოკატი და ახორცილებდა უფლებადაცვით საქმიანობას, მაშინ როდესაც დღევანდლი ხელისუფლების პირველი პირები მონაწილობდნენ 26 მაისის დემონსტრანტების დარბევაში. მაგალითად, შინაგან საქმეთა მინისტრ ალექსანდრე ჭიკაიძის თაობაზე გაჩნდა განცხადებები 26 მაისის აქცის დარბევაში მონაწილეობის თაობაზე. ასევე, ირაკლი კაკაბაძეს შევახსნენებ რომ საქართველოს პროკურატუარაში დღევანდელმა ხელისუფლებამ მოიყვანა ფინანსური პოლიციის კადრები, რომლებიც ძალადობდნენ სამოქალაქო საზოგადოებაზე, ასევე დღევანდელმა ხელისუფლებამ დანიშნა უმაღლეს თანამდებობებზე ზურაბ ვაზაგაშვილის მკვლელობაში თანამონაწილე პირები, მაგრამ ირაკლი კაკაბაძეს არ გასჩენია აღნიშნული ფაქტების იგივე მითოდით გაპროტესტების სურვილი. აღნიშნული ინციდენტის შემდეგ ისმის ლეგიტიმური კითხვა: ხომ არ იყო მართული და შეკვეთილი ირაკლი კაკაბაძის თავდასხმა ადვოკატ ირაკლი ზაქარეიშვილზე გარკვეული სტუქტურების მხრიდან? ასევე მინდა განვაცხადო, რომ ადვოკატი ირაკლი ზაქარეიშვილი პირადად მონაწილეობდა “ნაციონალური მოძრაობის” წინააღდმეგ მიმართულ აქციაში 2007 წლის 7 ნოემბერს, სადაც მას სცემა სპეცრაზმმა, რის შემდეგაც დასისხლიანებული ადვოკატი ირაკლი ზაქარეიშვილი შეიფარეს ქაშუეთის ეკლესიის წინ მდებარე სემინარიის სასადილოში.
ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე მოვუწოდებ ირაკლი კაკაბაძეს თავი დაანებოს მუქარას ადვოკატებთან მიმართებაში, ვინაიდან ადვოკატის თავის კლიენტთან გაიგივება ეს არის სამარცხვინო საქციელი, რომელიც აკრძალულია ყველა მოქმედი კონვენციით და რომელიც არც ერთ დემოკრატიულ საზოგადოებაში არ ხდება. ბოლოს, ირაკლი კაკაბაძის და მისი მეგობრების გასაგონად მინდა განვაცხადო რომ სანამ ზაზა ხატიაშვილი ვარ ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, არ მივცემ არც ხელისუფლებას და არც ხელისუფლებიდან მართულ ჯგუფებს, ხელი შეუშალონ ადვოკატებს საადვოკატო საქმიანობის განხორცილების პროცესში. ჩვენ უნდა ავაშენოთ დემოკრატიული საზოგადოება, სადაც თვითოეული მოქალაქის ინტერესები იქნება დაცული.
რამდენიმე კვირის წინ ადვოკატთა ასოციციის თავმჯდომარე გავხდი უკანონო შეურაცხყოფის მსხვერპლი ადვოკატ გიორგი ონიანის, როგორც ადვოკატის დაცვის გამო. დრომ აჩვენა რომ მე, ზაზა ხატიაშვილი ვიყავი სრულიად მართალი როდესაც გიორგი ონიანის დაკავება მივიჩნიე პოლიტიკურ დაკავებად. სასამართლომ გიორგი ონიანის პირადი ჩხრეკა და ბინის ჩხრეკა ცნო უკანონოდ, მოხდა ის რასაც ზაზა ხატიაშვილი ვამბობდი. მიუხედავად აღნიშნულისა, ბოდიში არავინ მომიხადა იმ სიბინძურის გამო, რაც ჩემთან მიმართებაში ხელისუფლებიდან მართული ჯგუფებიდან ან ხელისუფლების მეხოტბეებიდან წამოვიდა.
ალბათ ხვალიდან კვლავ ამოქმედდება სახელმწიფო მანქანა და ხელისუფლებიდან მართული ჯგუგები ან ხელისუფლების მეხოტბეები დაიწყებენ განცხადებების გაკეთებას ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის წინააღმდეგ, რომ მე ვიცავ “ნაციონალებს” და ა.შ. მაგრამ გავა დრო და ყველაფერი ჩადგება თავის კალაპოტში, გაირკვევა აგენტიც და ანგარებით დაქირავებული პირიც. ვაი მათ, ვინც მთელი სიცოცხლე ანგარებით მოქმედებენ, მათ ხომ მომვალი არ გააჩნიათ”,- განაცხადა ზაზა ხატიაშვილმა.
This post has been edited by Taraskoneli on 18 Apr 2014, 02:59
" თავისუფლების ქურდები ბოლო ჟამს მუდამ დასჯილან! როდის დგება ეს ბოლო ჟამი? სწორედ მაშინ, როცა ხალხი თვალებს ახელს!.." –– ვაჟა ფშაველა