არის, არის!
თუკი ადამიანს არაფერი გააჩნია, მათ შორის სახლიც, მაშინ სად მივდივართ?
აი, ამას ვჩივივარ - როცა აღარაფერია აქ შენს სახელზე, რატომ უნდა გაჩერდეს ადამიანი ამ ქვეყანაში, არამც თუ მომხვდურს შეაკლას თავი?
რა უნდა წაართვას იმ მომხვდურმა, სიცოცხლის გარდა?
ხოდა, რა ძალა ადგია?
საერთოდო, საქართველოში 300 000 ოჯახს ემუქრება გამოსახლებაო.
75000 ოჯახი უკვე აღსრულებაზეა გადაცემულიო.
კატასტროფული რიცხვებია!
დაიქცა ქვეყანა და კაცი არაა განმკითხავი.
ახლა დაიწყებთ, არ უნდოდა, ნუ ჩადებდაო.
ამაში მართალი იქნებით, გეთანხმებით, მაგრამ იმაში თქვენ უნდა დამეთანხმოთ, რომ ამ ხალხს (და არა მარტო ამათ) ქვეყანამ შესაძლებლობა უნდა მისცეს, თავისი შრომით თუნდაც 10-15 წელიწადში საკუთარი ჭერი ჰქონდეთ.
ამ შესაძლებლობას ვერ ვხედავ.
ახალგაზრდები ვერ ქორწინდებიან - ძალიან უშლით ხელს უქონლობა. ოჯახები ხშირად ინგრევა მაგ მიზეზითაც. საზღვარგარეთ მძიმე საქმეზე გადახვეწილი ადამიანების შვილები აქ უდედოდ ან უმამოდ იზრდებიან.
ძალიან დამძიმდა სიტუაცია - წლობით არაფრის კეთებამ ეს ქვეყანა დაასუსტა.
ამასაა რომ ვჩივივარ.
პუსუ:
მე არ მეხება არც გამოსახლება და არც ის, რომ უსახსრობის გამო ვერ ვთხოვდები.
This post has been edited by eeelllooo on 19 Apr 2014, 19:42