სამწუხაროდ გული ცუდს მიგრძნობს, მემგონი აგვიღებენ კიდეც მთლიანად.
ლოგიკურად ვიმსჯელოთ, ფაქტებით:
1) პუტინი ყველაფერზე წამსვლელია. მეთოდურად მიიწევს მიზნისკენ.
2) დასავლეთი ხელს ვერაფერში უშლის. შეშფოთებებით შემოიფარგლება და იმის ნიშნებიც არ ჩანს, რომ მომავალში მიიღებს რაიმე ზომებს. მოკლედ რომ ვთქვათ - უტრაკოები არიან.
3) საქართველოს არ ყავს ის ხელისუფლება, რომელიც ქართველ ხალხს ომისთვის მოამზადებს და უზრუნველყოფს თავისუფლების დაცვის მცდელობასაც კი, რაც ოფიციალურადაა გაცხადებული - ირ. ალასანიამ პირდაპირ თქვა, რომ აქცენტი კეთდება "მცირე, მაგრამ მობილურ არმიაზე", ანუ შემოვიფარგლებით საერთაშორისო მისიებით, არანაირი თავდაცვა.
4) არ არსებობს ქართველი ხალხის დაკვეთა ხელისუფლების მიმართ, რომ გადადგას ნაბიჯები და მოამზადოს ქვეყანა იმ შემთხვევისთვის, თუ აქ რუსეთი შემოიჭრება. ქართველი ხალხის უდიდეს ნაწილს უბრალოდ არ სურს თავდაცვითი ომი და დავიდარაბა. ეს თვალნათლივ გამოჩნდა საყოველთაო რეზერვის თემაში (ასევე სხვა თემებში და გამოკითხვებში, პირად საუბრებში ნაცნობებთან....) იმედს ამყარებენ მხოლოდ დასავლეთის დახმარებაზე (იხ. პუნქტი #2).
რა გამოდის, ამ ყველაფრის გაანალიზების შემდეგ?
This post has been edited by UzerNeim on 20 Apr 2014, 02:40