როდესაც არსებობს ზუსტი და ყოვლიმომცველი პასუხები --- ადამიანი უბრალოდ მოვალეა გაერკვიოს ამ პასუხებში და თავისსავე თავისუფალი ნებით გადაწყვიტოს საკუთარი მრწამსი არსებული ცოდნა-პასუხებიდან გამომდინარე. ინტელექტის დონიდან გამომდინარე.
არის პასუხი და ასეა დალაგებული: ცივი,ცხელი და ნელთბილი. რომელნიც შესაბამისად ათეისტს, თეისტს და შეუნდობელს ნიშნავს.
ათეისტს სწამს რეალობანი, რომელთაც შეამოწმებს, გადაამოწმებს, გამოიკვლევს და შეეხება მას თუნდაც თვალით. შედეგებს შეაჯერებს და დარწმუნებისას დაიჯერებს მათ რეალურობას და სანდოობას --- როგორც არსებულს.
ამოუხსნელს გადაიყვანს ანომალიურ ცნებაში --- სამომავლოდ ამოსახსნელად. მან ასევე იცის, რომ არაარსებულზე მსჯელობაც კი მისთვის აბსურდია, მაგრამ იგი არანაირად არ შეურაცხყოფს ზებუნებრივის მაღიარებლებს და ეცდება თავადაც შეიცნოს ეს ზებუნებრივნი.
თეისტი მსგავსად ათეისტისა, ცნობს ათეისტურ ზუსტ მევნიერებებს სარწმუნოდ და ამავდროულად სწამს ზებუნებრივის არსებობაც, როგორც რეალურად არსებულთა.
გონების გარდა იგი ეყრდნობა გულს და სულს, რადგან მიაჩნია,სწამს. რომ მხოლოდ გონება ვერ ხსნის სრულად მის გარშემო არსებული მოვლენების არსს.
აქედან გამომდინარე არსებობს ცნება. რომ ჭეშმარიტი მეცნიერება და სარწმუნოება ურთიერთ-თანხმობაშია და ერთმანეთს ავსებენ-ეხმარებიან-ვითარდებიან, რადგან ერთგვარ მორალურ-ზნეობრივ კანონებს ეთანხმებიან.
პრობლემათა სათავე-არსი ძევს ნელთბილობაში, რომლის წევრი შეიძლება იყოს ფსევდოთეისტიც და ფსევდოათეისტიც.
წმინდა წერილში ერთადერთს --- ნელთბილებს უწოდებენ შეუნდობლებს,
ეს შეუნდობლები რეალურად მანიპულირებენ თეისტ-ათეისტის ნიღბებით და სინამდვილეში მათ უწევთ ცნობიერ-გაუცნობიერებლად სულ სხვა განზომილების მონობა-მსახურება.
ერთ ელემენტარულ ფაქტ-მოვლენას მოვიყვან ყოველგვარი დე ჟა ვუს და წინათგრძნობების გარეშე:
..გაზაფხულის მშვენიერი დილაა მთელი თავისი თანამდევი თაიგულის სურნელით და ადამიანი ხარობს ამ განწყობით, იმყოფება ბედნიერების განცდის წამებში.
უეცრად მას ეწვევა რაღაც ისეთი საშინელი ხილვა-წარმოსახვა, აზრი და ასე შემდეგ --- რომ თავადვე შეძრწუნდება და იწყებს ფიქრს: ,,რა იყო ეს? ეს რა წარმოვიდგინე და გავიფიქრე?''
ამ დროს მას ავიწყდება, რომ ეს ხილვა-აზრი მას არ სურდა და არც წარმოედგინა და არც უსურვია ოდესმე.''
ანუ --- მისი არსიდან არაა შობილი და რატომ ითავისებს ავტორივით?
დამეთანხმენით, რომ ყოველ თქვენგანს განგიცდიათ ზემოაღწერილი სიტუაცია და ასევე ბუნებრივია კითხვაც, თუ რა იყო ეს და საიდან გვეწვია ეს აზრ-ხილვანი.
ახლა ამის ვიდეო გადაღება და დოკუმენტები არ მოითხოვოთ...
ვერ მოიძიებთ და მხოლოდ ნდობისა და რწმენის ამარა დარჩებით.
არადა ზემოაღწერილი რომ არსებობს და იხილე, იფიქრე და განიცადე --- ხომ ფაქტია?
ხედავ ცოცხალს ---მაგრამ თავად სიცოცხლეს ვერა.
ხედავ ნახატს, ქმნილებას --- მაგრამ თავად შემომქმედ მხტვარს ვერა.
მაგრამ ისინი არსებობენ უდავოდ და ეჭვშეუვალად.
ასევეა გარემომცველი სამყაროც, რომლის ჯერ მხოლოდ უმცირეს ნაწილაკებს აღვიქვამთ და მის სწორად აღქმას ვსწავლობთ.
ნელთბილნი კი მტკიცებულებებს ითხოვენ და რატომ, რა მიზნით --- ახსნადია და საკმაოდ შემზარავი აპოკალიფსური ისტორია ახლავს თან...
This post has been edited by triumpi on 21 Apr 2014, 03:17