ჩემთვის მთავარია რწმენა და მერე ცეცხლი და ა.შ. ეს ცელცხიც შემადგენელი ნაწილია რელიგიური სიმბოლიზმის. რელიგია ამ შემთხვევაში მართლმადიდებლობა არის მრწამსი და არა მაგია. ამას არსებითი მნიშვნელობა აქვს. ნუ ელოდებით სასწაულს ყველაფერში, ყოველ წუთს. წინასწარ გაცხადებული სასწაულები კი მხოლოდ ღმერთმა იცის როდის მოხდება.
კი ვარ მართლმადიდებელი და რომ გითხრათ არიქა და ყველაფერს ზუსტად ვიცავთქო მოვიტყუები. მჯერა, მწამს, პატივს ვცემ იმ მოწამეებს ვინც თავის სისხლის და ხორცის ფასად არ გაყიდა ვერცხლზე სარწმუნოება, ქვეყანა და არც იმის შეშინებია რომ დაეწვათ ან დაეშანთათ ამის გულისთვის.
თავს ვაძლევ იმის უფლებას რომ ვიმსჯელო, ვიკამათო ამა თუ იმ დოგმებზე და მოსაზრებებზე რაც არის ასე რომ ვთქვათ ტაბუდადებული და ამაზე არანაირი პრობლემა არც მქონია. მღვდლებთანაც მისაუბრია ამ თემებზე და ბერებთანაც. იმათაც ხშირ შემთხვევაში ნორმალურად უპასუხიათ ან დამთანხმებულან. ან არა. არავის არ ჩაურტყია ჯვარი ან აგური თავში.
მარა აი ერთი რაღაც ვერ გავიგე..რატომ უნდა მოგინდეს ადამიანს ასეთ დღეებში გადმოანთხიო გესლი და იღლიცინო სპეციალურად იმის მოლოდინში რომ ვიღაცა დაგაფარებს თავზე ყველაფერს და მერე აიღებ და დაარეპორტებ

ეს ხომ არ არის რომელიღაც მამაოზე ან ჯიპებზე საუბარი? ეს არის დღესასწაული, რომლის პერიოდშიც ხალხი მარხულობს, ძალიან ბევრ რამეს იკლებს ( ნამდვილად ვინც მარხულობს იმათზე ვიძახი თორე სამარხვო ნამცხვრით გამომძღარ ხალხზე არ მაქვს საუბარი), განიცდის ბევრ რამეს, სინანულით ხვდება აღდგომას, შესთხოვს უფალს ხსნას...ამ დროს ვიღაც ღორი გამოვარდება მოჯვავს, დაწერს რაღაც მარაზმს და გაიქცევა
ჩემი აზრით ძალიან მძიმე სულიერი მდგომარეობა უნდა გქონდეს ადამიანს რელიგიურ დღესასწაულებზე სიბინძურეები რომ წერო
დავიჯერო ქეთევან დედოფალზე უფრო წესიერები ხართ? წარმოიდგინეთ ერთი წუთი მაინც მის ადგილას საკუთარი თავი. რატომ ეწამა იგი, რისი გულისთვის ამხელა ბრბოს წინაშე, ეულად, სადაც ხსნა არსაიდან სჩანდა. ხომ შეეძლო მშვენივრად მოეწყო ცხოვრება. კი ბატონო რატომაც არა. თქვენ ვინც დღეს ღლიცინებთ დარწმუნებული ვარ ასეც მოიქცეოდით. მარა ეს ადამიანი და მრავალი მოწამე იმისთვის აღესრულა რომ მომავალ თაობებს არ დაეკარგათ სახე. დანარჩენი თქვენც იფიქრეთ. მაგისთვის მოგვცა ღმერთმა გონება
.............................................................
გილოცავთ სუყველას გფარავდეთ უფალი!