http://www.nplg.gov.ge/dlibrary/collect/00...5/Melikadze.pdfმადნეულის პოლიმეტალური საბადოს მიმდებარე
ტერიტორიის მძიმე მეტალებით დაბინძურების ჰიდროქიმიური
მოდელირება და ეკოლოგიური მდგომარეობის პროგნოზი.
§1. რაიონში არსებული ეკოლოგიური მდგომარეობის აღწერა.
§2. რაიონის გეოგრაფიული თავისებურებანი.
§3. გეოლოგიური აგებულება.
§4. ჰიდროგეოლოგიური აგებულება.
§6. ჭების ტესტირება ჰიდროდინამიკური პარამეტრების
დადგენის მიზნით.
§7. ტოქსიკური ელემენტების კონცენტრაციების დადგენა.
"შედეგებმა გვიჩვენეს, რომ ფონურთან შედარებით რაიონის მოსახლეობის თმაში
კადმიუმის შემცველობა მაღალია (0.15-0.35; 0.79; 0.95), თუთიის (155-166; 234, 204),
გამოკვლეულთა 47.8% თმაში ტყვიის შემცველობა 4-ჯერ უფრო მეტია. დაავადების სტრუქტურაში წამყვანი ადგილი უკავია სისხლის მიმოქცევის დაავადებებს-56.5 %,
სუნთქვის ორგანოების დაავადებებს-27%, შარდსასქესო სისტემებს-30.3%. აღინიშნება ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიათა გავრცელების სიხშირე, რაც ასევე გამოწვეულია მძიმე მეტალების მაღალი კონცენტრაციებით გარემოს დაბინძურებით.
ბოლნისის რაიონის სოფლების კაპანახში, წითელსოფელი და ქვემო ბოლნისი მამაკაცთა შორის ფარისებური ჯირკვლის პათოლოგიათა გავრცელება შეადგენს 23,2%-ს, ქალთა შორის 48,5%, Bბავშვებში კი 35,3%. ქალებში მამაკაცებთან შედარებით ფარისებური ჯირკვლის პათოლოგიათა განვითარების ფარდობითი რისკია 2,1.
ენდემიური ჩიყვის გავრცელების სტრუქტურაში წამყვანი ადგილი უკავია Iა ხარისხის ჩიყვს (ხვედრითი წილია 61,3%), შემდეგ მოდის Iბ (ხვედრითი წილი _ 25,3%) და II ხარისხის ჩიყვი (ხვედრითი წილი _11,3%), იშვიათია III ხარისხის ჩიყვი (2,1%). მოზრდილი მოსახლეობის გამოკვლეულ კონტიგენტში ქრონიკული ბრონქიტის
გავრცელება შეადგენს 7,6%-ს. მამაკაცებში ქალებთან შედარებით ქრონიკული ბრონქიტის განვითარების ფარდობითი რისკი შეადგენს 6-ს. არტერიული ჰიპერტენზიის გავრცელება მოზრდილ მოსახლეობაში შეადგენს 30,4%-ს. (იხ. დისერტაციაში გვ. 68)
"მძიმე მეტალების ტოქსიკურ ზემოქმედებას განსაკუთრებით სერიოზული ხასიათი აქვს ბავშვებსა და ორსულ ქალებში. მთელი რიგი გამოკვლევებით დადასტურებულია მიკროელემენტების მნიშვნელოვანი როლი ე.წ. «თანდაყოლილი სიმახინჯეების” ჩამოყალიბებაში. იაპონელი მეცნიერების გამოკვლევებში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ კადმიუმის, მანგანუმის, სპილენძის, თუთიისა და
რკინის კომბინირებული ზემოქმედება მძიმედ აზიანებდა ნაყოფს და პრაქტიკულად არ ვნებდა დედის ორგანიზმს. კადმიუმი მთლიანად გადადიოდა პლანცეტაში და გროვდებოდა ნაყოფის თითქმის ყველა შესწავლილ ქსოვილში.”