უკანასკნელი ანალოგია არაა სრული და ცალსახა. თუნდაც მცირე და ზედაპირული დაცვა უკვე გარკვეული პატივისცემაა. იგივეა, რაც "ბოლო ჟამს მოსული". შემდეგ ჯერზე შეიძლება ერთი ჟამით ადრე მივიდეს.
მარხვას აქვს სხვადასხვა მნიშვნელობა - არსებითი, ან გადატანითი, ან მისგან გამომდინარე; და შესაბამისი მოთხოვნები თითოეულისთვის.
კიდევ გააჩნია, ის არსებითი და გადატანითი - პირდაპირი გაგებითაა, თუ უფრო უნიფიცირებული.
მაგალითად, პირდაპირი და არსებითთაგანი, ლოცვის და სულიერზე ზრუნვის გარდა, არის: საკვების 1) მოცულობის და 2) ხარისხის შეზღუდვა. ზედმეტი მოცულობა არასდროს არაა რეკომენდირებული, არც რელიგიის და არც მედიცინის მიერ.

ხარისხს რაც შეეხება, რა არის ის? გემრიელის შეზღუდვა? თავისთავად. მაგრამ ეს უკვე მოტივირების კუთხითაა, და მეორადია ძირითადთან შედარებით - ცხოველური საკვების მიუღებლობასთან.
იმიტომ, რომ. მარტივად, ზედმეტი "ავსება" ხელს უშლის სულიერ კავშირს (ორგანიზმი და მისი სასიცოცხლო-ენერგეტიკული ცენტრები მიმართულია გადამუშავებისაკენ, სიამოვნებისკენ), ხოლო მძიმე, ცხოველური საკვები - უფრო მეტად. "მძიმეში" არ იგულისხმება კალორიები და ქოლესტერინები.

იგულისხმება ის, რომ ცხოველებსაც, ისე როგორც ადამიანებს, აქვთ "უხილავი" ენერგეტიკული არსიც, სხვადასხვა დონის, და მათი ნაშთის მიღება საკვებთან ერთად - უფრო მეტად უშლის ხელს სუფთა კავშირს სულიერთან, ვიდრე მცენარეული საკვები. ის უკვე მინარევებითაა, და ის მინარევი უცხოა.
(არაა აუცილებელი, ამის ცოდნა, ამ გაგებით, პირდაპირ ჰქონოდათ მათ, ვინც ეკლესიაში მარხვას აწესებდა (საეკლესიო მოღვაწეებზეა საუბარი და მათ მიერ კონკრეტულად განსაზღვრულზე, და არა ღვთის კანონზე). ხშირად "ცოდნა" ზეშთაგონებით მოდის, და არა ყოველთვის - მთლიანად გაცნობიერებულად)
ამ თვალსაზრისით სამარხვო შოკოლადი და შაურმა -
არ არღვევს ძირითადს და არსებითს.
(მეტიც, თუ სხვა გამოსავალი არაა და შესაბამისი რწმენითაა (იგულისხმება შესაბამისი განცდა-წუხილიც დარღვევაზე), ნამდვილად ცხოველურის მიღებაც არ იქნება დარღვევა, რადგან ეს რწმენა გაანეიტრალებს მინარევის არსს. ცხადია, რწმენის ამ მიზნით გამოყენება, ან "გამოუვალი" სიტუაციის ნაძალადევად ძებნა ან ხშირად მიმართვა - უკვე სერიოზული დანაშაული იქნება)
მარხვა არის პერიოდი, როცა არამარტო გაძლიერებული ლოცვისკენ მოუწოდებენ, არამედ ქმნიან კიდეც საამისოდ ხელსაყრელ პირობებს, რათა ლოცვას ნაკლები ხელშემშლელი ეღობებოდეს.
რაც შეეხება ვეგეტარიანელობას, ის არ უნდა იყოს თვითმიზანი ან ალტერნატივა, რადგან მარტო მცენარეულის დამჯობინება არ გულისხმობს აუცილებელ მისწრაფებას სულიერისკენ, ანუ იმას, რისთვისაც არის მარხვა.
This post has been edited by ErK on 20 Apr 2014, 23:27