ერთმა ექსპერტმა გამოგიგზავნათ მაგ გენიოსებს წააკითხეო.....
-----------------------------------------------------------------------------------------------
რას გვაძლევს ასოცირების შეთანხმება:
პირველ რიგში უნდა ვთქვა რომ წაკითხული მაქვს თავიდან ბოლომდე და არაერთხელ.
ახლა რას გვაძლევს:
1. ყველაზე მთავარს რაც გვაძლევს არის ის რომ გვაცილებს რუსეთს. ეს ყველაზე კარგად რუსეთმა იცის და ამიტომაც მოხდა უკრაინაში რაც მოხდა.
2. ბუნდოვან პერსპექტივას, რომ ოდესღაც შეიძლება გავწევრიანდეთ. რისიც მე არ მჯერა.
3. ლიბერალურ სავიზო რეჟიმს და არა თავისუფალ გადაადგილებას. განსხვავება ისაა რომ 4 თავისუფლება საშიალებას იძლევა იმუშაო, გაყიდო, იყიდო, დააბანდო და ა.შ. ხოლო თავისუფალი სავიზო რეჟიმი მხოლოდ ჩასვლაჩამოსვლის საშუალებას იძლევა. ეს მოხდება 2016 წლისთვის როგორც გვპირდებიან.
4. უბაჟო ექსპორტი. თუმცა საექსპორტო რა გვაქვს არ ვიცი. ნიორი 200 ტონა კვოტაა წლიურად. დანარჩენი რაზეც ფას დააწესებ ევროპულზე დაბალს საბაჟო უნდა გადაიხადო იმდენი რომ შეავსო განსხვავება. მაგ თუ ბორდი ღირს 10 ევრო და საფერავს შეიტან 9 ევროდ უნდა დაფარო განსხვავება.
5. კანონმდებლობის ადაპტაცია: აქ დეგას შენიშვნა იყო რომ ისე ვერ იზამო? სწორი შენიშვნაა მაგრამ პრობლემაც იმაშია რომ ისე ვერ ვშვებით: 2012 წლის ოქტომბრის მერე ვერაფრით მოხერხდა კონკურენციის კანონმდებლობის დახვეწა. რომ არა ევროკავშირის მოთხოვნა ანტიდისკრიმინაციულსაც ვერავინ მიიღებდა. და იდევ დაახლოებით მინიმუმ 300მდე საკანონმდებლო აქტშია შესატანი ცვლილებები, მათ შორის სახელმწიფო შესყიდვები, ინტელექტუალური საკუთრება, საავტორო უფლებები. იმპლემენტაციის შემდეგ ათას ჰაკერულ პროგრამებს ისე ვეღარ გადმოწერთ და კიდევ მრავალი სხვა. ეს რა ტქმა უნდა გაზრდის ფასებს. 91% საქართველოში არალიცენზირებული სოფტია.
5. სახელმწიფო ინსტიუტტების საქმინობის ეფექტურობა აიწევს.
ცუდი რა არის: ცუდი არის პირველ რიგში ის რომ მთავრობა არ აწარმოებს კამპანიას თუ რა არის კარგი ხელშეკრულებაში და რა ცუდი. ამით თავსაც დაიზღვევდა. მოსახლეობას უნდა უთხრა რეალობა, თუნდაც მხოლოდ იმიტომ რომ ევროპის იმედად არ დარჩეს უკუნითი უკუნისამდე და ხელი გაანძრიოს. ეს ზოგადი პოლიტამბავი.
მეორე, რუსეთი აუცილებლად დაკეტავს ბაზარს ჩვენთვის შემოდგომაზე. შარშან რომ 40 ათასი ლარის ყურძენი ჩააბარა ის გლეხი მოგადგება და რას ვეუბნებით. შარკი გამოდი ნუ გვემალები გვითხარი.
მოკლედ კიდევ გავაგრძელებდი მთელი ღამე არ ეყოფა. მაგრამ ესეც საკმარისია რომ გაიგოთ.
დასკვნის მაგივრად: ეს ხელშეკრულება ქართული ბიზნესისთვის, პროტექციონისტული თვალსაზრისით არის ძალიან წამგებიანი, უკიდურესად. ის ვერ მოახდენს უარყოფითი სავაჭრო სალდოს დადებითად გადაქცევას რადგან ჩვენ არ გვაქვს საექსპორტო პროდუქცია. მაგრამ ყველაზე ცუდი ისაა რომ რომც დარეგისტრირდეს უამრავი უცხოური ფირმა ეს მოახდენს ქართული წარმოების ჩაკვლას და სხვას არაფერს ხოლო მათი შემოსავალი წავა სხვა ქვეყნის ჯიბეში და არა საქართველოს ბიუჯეტში შედეგად.
ერთადერთი პოზიტიური ასპექტი არის პოლიტიკური. ისიც რამდენად პოზიტიურია კაცმა არ იცის. უბრაოდ ევროპა არის "სვეცკი იმპერიალიზმი" ჩვენ კი როგორც პეროსმოყვარული საზოგადოება ეგ გვინდა.