ობამას არ ყავს ნაცნობები რუსეთში? და არ იცის რუსების პოზიცია? ან მერკელს, ან რომელიმე სხვა სახელმწიფოს ლიდერს?
აბა რაღატო ხვდებიან პუტინს და რაღატო ელაპარაკებიან?
საათობით რას ელაპარაკება ხოლმე ობამა პუტინს და რატო ურეკავს საერთოდ?
რუსეთის ნდობა თუ არ შეიძლება და ტაბუა, რატო აქვს უამრავი ხელშეკრულება გაფორმებული ევროკავშირს რუსეთან?
პ.ს. ზღაპრებს მართლ შენ ყვები და გგონია რომ რამე აზრიანს იძახი.
ყველა ქვეყანაში მიღებულია ესეთი წესი, რომ სახელმწიფოს პირველი პირებ უნდა საუბრობდნენ ერთმანეთში, რაც არ უნდა საომარი ვიტარება იყოს და პირიქითაც, რაც უფრო დაძაბულია ურთიერთობა სახელმწიფოებს შორის, მით უფრო აქტიური უნდა იყოს დიალოგი.
რას გავს ეს გაბუტვის პოლიტიკა? შენ გაქვს მაგის უფლება რო იყო გაბუტული და არ ელაპარაკო არავის, მეც მაქვს ეს უფლება, მაგრამ ხელისუფლებას ამის უფლება არ აქვს, ის იმიტომაა ხელისუფლება და იმიტომ არსებობენ დიპლომატები, რომ მათი აქმე არის ურთიერთობა და დიალოგი, სხვა ფუნქცია მაგათ არ აკისრია და თუ ამასაც ვერ ასრულებენ და მიკეთებენ აბა?
გაბუტულები არიან თურმე ტიპები და რა აზრი აქვს ლაპარაკსო
მაშინ გავწყვიტოთ უნდა ყველანაირი კავშირი რუსეთთან, აბსოლუტურად ყველანაირი კავშირი და ქვეყანა უნდა გადავიდეს საომარ მდგომარეობაზე, 40 კილომეტრში რო ჯარი დგას მათ მოსვენება არ უნდა ქონდეთ და ყველას ტანსაცმლიანებს უნდა გვეძინოს. აი მაშინ გავამართლებ იმ პოზოცოას, რომ სალაპარაკო არაფერი აღარაა და უნდა ვიომოთო.
ომი არავის არ უნდა, ომი კი არა უმცირესობის უფლებებზე ფიქრობენ ტიპები და არატრადიციულ ჯგუფებს ახალისებენ.
რა დროს ამ კანონების მიღებაა და ვის რა ჯანდაბად უნდა ეს კანონები, როდსაც ომი გვაქვს და ქუდზე კაცი უნდა იყოს გამოსული ოკუპანტის წინააღმდეგ. რატო არ აკეთებს ამას ხელისუფლება, თუნდაც წინა ხელისუფლება?
არ გაქვს ერთი ადგილი ომის? ხოდა კეთილი ინებე და ილაპარაკე მაინც რომ იქებ რამე შეთანხმება შედგეს.
ხვალ რო წამოვიდეს ეგ ჯარი და ხაშურში გადაკეტოს ტრასა, შემდეგ გაჭრას გზა სომხეტამდე და ამ გზის უსაფრთხოება რუს სამხედროებმა აიღონ თავის თავზე. რას ვშვებით მერე?
ხო ხო მაინტერესებს რა უნდა ვქნათ?
იხტიბარი არ გავიტეხეთ და კვლავ მტრის ჯინაზე მორიგი კონცერტი მოვცხოთ რუსთაველზე?
რას ქვია ხელისუფლება არ უნდა ელაპარაკოს რუსეთის ხელისუფლებას? რას ქვია აზრი არა აქვს? აბა ამას აქვს აზრი აქ რო დგას ამდენიხანია და კიდევ ღრმად რო შემოვა?
ეს ზუსტადიმას ნიშნავს რომ სახელმწიფო კი არა საბავშო ბაღია, სადაც მარონეტებით არის გადატენილი იქავრობა და სულ ყველას ფეხებზე კიდია, რუსი ახალგორში იდგება თუ მცხეტაში, ააჯანYებს ჯავახეთს ტუ არა, ყაჭრის საქართელოს შუაზე თუ არა. აი სულ ფეხებზე კიდიათ ეს საკითხები და მაგათი მტავარი მოტივაცია და მუღამი ის არის რომ ევროპელემმა აქონ და იქ ჩაიწერონ ქულები.
რატო იცი, იმიტომ რომ თუ რუსეთი საბოლოო ჯამში მოსპობს საქართველოს სახელმწიფოებრიობას, აი ეგ ნაძირლები, პირველივე რეისით გაფრინდებიან ევროპაში და მაგათი მოტივაციაც და უმთავრესი მიზანიც ეგაა, რომ ევროპელებთან პიროვნულ დონეზე ქონდეთ კაი ურთიერთობა, თავშესაფარი რო მიიღონ და ასე შემდეგ.
რომელი ხელისუფლების წარმომადგენელი იომებს ავტომატიტ ხელში ხალხთან ერთად? ან რომელმა იომა ვანამდე? არაა ვალდებული ხელისუფლებამ ხალხთან ერთად იომოს?
მაგრამ მაგათ როგორ ეკადრებათ ომი, ეს ჩვენ უნდა ვწიროთ თავი და საბოლოო ჯამში თუ მაინც არაფერი გამოვა ეგენი დაკრავენ ფეხს და წავლენ.
აი ეს იომებს ავტომატით ხელში ან ამის შვილი? და ესეთი ხელისუფლება მოგწონს?
აი ესეთი ხელისუფლება წინასწარ წირავს ქვეყანას განადგურებისკენ და ამას ვერც კი ამჩნევთ, კაია ტურმე რომ არ ლაპარაკობენ რუსეთთან, თითქოს ბოევიკები და მეომრები მყავდნენ.
არ ილაპარაკებს და რასაც შეთანხმებით ვერ მიაღწევს იმას ძალიათ გააკეთებენ და ეგაა. ეს გინდა? ამის მომხრე ხარ?
მითუმეტეს პირდაპირ გეუბნება ხელისუფლება ჩემი შვილი არ იომებს, აბა ვინ იომებს ძალიან მაინტერესებს? უმცირესობები?
ვინც კი ეროვნულია, დამრტყმელი პურისმჭამელია, მართლმადიდებელია, ყველას რუსეთუმედ ნათლავთ და აბა ვინღა უნდა იომოს ამან?

თუ ამან?

p.s უკომპრომისობა და ყველანაირი დიალოგის შეჩერება ვიცი მე გაგანია ომში, როდესაც დასაკარგი არაფერი აღარ გაქვს, სხვა შემთხვევაში გაბუტვა და უდიალოგობა ხელისუფლების მხრიდან არის დანაშაული, ვინაიდან ესეთი პოლიტიკა კიდევ უფრო დააზიანებ ამ ქვეყანას და ეს შეიძლება აღმოჩნდეს საბედისწეროც.
t-mustaeviდა როგორ უნდა გაარკვიო საერთოდ რამე, როდესაც არავის არ უნდა ლაპარაკი რუსეთან და იძახიან არა აქვს აზრიო.
This post has been edited by tb-seli on 23 Apr 2014, 12:07