ასე 10 წლის წინ ძიუდოს მაღალჩინოსანი იაპონელი იყო ჩამოსული გორში "ლეგენდარული გორის ძიუდოს სკოლის" მოსანახულებლად და რომ შემოვიდა ის წვრილი თვალები ჩემზე დიდები გაუხდა

2 სართულიან შენობაში ძიუდოს გარდა კიდევ 6-7 სპორტის სახეობა ვარჯიშობდა, თვითონ ძიუდოს დარბაზს შუშები არ ჰქონდა და წვიმაში ნახევარი ტატამი სველი იყო, მეორე ნახევარზე ვვარჯიშობდით ხოლმე, ხოლო ტატამი ფიცრებით გვქონდა დამაგრებული რომ არ ამოვარდნილიყო

რაც მე მანდ თავი მაქვს დარტყმული

იაპონელი გამოშტერდა აქ დაიზარდნენ ოლიმპიური ჩემპიონებიო?
მერე ომის დროს აფეთქება მოხდა მაგ სპორტსკოლაში (აი რეზერვისტებს რო აერიათ რაღაც) და სხვა რაღა გზა იყო, გაარემონტეს 2-3 წლის წინ.