ერაყელებს ქუჩაში შევხვდი და მომატყუეს, წამოდი, სიგარეტს მოგაწევინებთ და ტელევიზორს გაჩუქებთო"29 აპრილს თბილისში 15 წლის მოზარდის გაუპატიურების მცდელობის ფაქტი დაფიქსირდა. ზანდუკელის 2 ნომერში მცოვრებთა თქმით რამდენიმე ერაყელმა მოქალაქემ "გლდანის გამანაწილებელის" მცხოვრები 15 წის ბიჭი სხვადასხვა ნივთების საჩუქრად გადაცემის დაპიპირებებით იტალიურ ეზოში არსებულ ერაყულ რესტორანში შეიტყუეს და მასზე სექსუალური ძალადობა მოინდომეს. აღნიშნული ფაქტით გაღიზიანებული ადგილობრივები ეზოდან ყველა უცხოელის გაძევებას მოითხოვდნენ, რის გამოც მათსა და ინტერნეტ-კაფის ინდოელ მფლობელებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
მარგალიტა (ზანდუკელის 2 ნომერში მცხოვრები ქალბატონი, ვინც ბავშვი შეიფარა):
– ასეთი არაფერი გამიგია, ბავშვებზეც ნადირობენ უკვე ამ ქალაქში. ჩვენი ეზო სავსეა ათასი ჯურის გარეწრებით. ვეღარავის ენდობი, ეზოში ბავშვების გაშვებაც არ შეიძლება. ეს ხალხი არ ვიცით, საიდან მოვიდნენ მთელი ღამე არ გვასვენებენ. გაძლება აღარ შეიძლება ჩვენს ეზოში.
– თუ შეგიძლიათ, მოგვიყევით, როგორ დაიწყო ეს ყველაფერი.
– დილით ადრე კარზე ბრახუნი ატყდა და ბავშვის განწირული ყვირილი გავიგონე. შვილს დავუძახე, მარტო ვერ გავბედე გარეთ გამოსვლა. კარები გავაღეთ და სახლში პირსახოცშემოხვეული ბავშვი შემოვარდა, თან გაიძახოდა, გეხვეწებით, მიშველეთ, ვიღაცეები მომდევენო. შემოვიყვანეთ და პოლიციაშიც დავრეკეთ. ბიჭი შიშისგან კანკალებდა და ჩემ შვილს ემუდარებოდა, გარეთ არ გამაგდოო. ცოტა ხანში კიბეებზე უცხოელი ამოვიდა და უნამუსოდ ბავშვის გატანება გვთხოვა. ჩემმა ბიჭმა ხელით შეხება დააპირა, მაგრამ საშუალება არ მივეცით. მე შევეცადე, ერაყელი საუბარში გამერთო, რომ პოლიციას მოესწრო და დაეპატიმრებიათ. უნამუსო მიხვდა, ალბათ, რომ პოლიციაში დარეკილი გვქონდა, უეცრად ტანსაცმელი ძირს დაყარა და ბარნოვისკენ გაიქცა.
– თავად ბავშვი, რას ყვება, როგორ მოხვდა ამ ადამიანებთან ასე დილაადრიან?
– საწყალს მოყოლის თავი სად ჰქონდა, იხვეწებოდა, გარეთ არ გამაგდოთ, ისინი წამიყვანენო. ძლივს დავარწმუნეთ, რომ არავის გავატანდით, მოვეფერეთ და მერე მოყვა, როგორც მოხვდა მაგათთან. "გლდანის გამანაწილებელიდან" ყოფილა, ყოველღამე ასე დაბოდიალობენ ქუჩაში. გვითხრა, ერაყელებს ქუჩაში შევხვდი და მომატყუეს, წამოდი, სიგარეტს მოგაწევინებთ და ტელევიზორს გაჩუქებთო. კიდევ რაღაცეებს დაპირებიან და ასე შემოიტყუეს ჩვენს ეზოში, სადაც რესტორანი აქვთ გახსნილი. ძალით გაუხდიათ ტანსაცმელი და გაუპატიურება ნდომებიათ.
- როგორც ითქვა, თავდამსხმელები სამნი ყოფილან, პატარა ბიჭმა როგორ შეძლო, ხელიდან დასხლტომოდა ამდენ ადამიანს? მითუმეტეს შიშველმა?
-გვითხრა, იმათ ვუთხარი, ტუალეტი მინდა და გამიშვითო. იფიქრეს ალბათ შიშველი, სად გაიქცევაო და უფლება მიუციათ. დრო მოიხელთა ეტყობა, ხელი რომ გაუშვიათ, პირდაპირ კარებში გამოვარდნილა და, სადაც შუქი შეამჩნია, იქ შემოვარდა.
აუცილებლად უნდა გავიხსენო შემთხვევის ადგილზე მისვლის მომენტი, სადაც ქართველები ინდოელებს ფიზიკურადაც გაუსწორდნენ და სიტყვიერ შეურაცხყოფასაც აყენებდნენ, თუმცა უცხოელებიც არ აკლებდნენ ხელს. ამ ყველაფერს მშვიდად უყურებდა პირველ სართულზე მცხოვრები ამერიკის მოქალაქე მარკ ქუინი, რომელიც სამი თვეა, რაც ზანდუკელის 2 ნომერში ცხოვრობს. დაპირისპირების დასრულების შემდეგ ამერიკელსაც ვთხოვეთ, შეფასება გაეკეთებინა იტალიურ ეზოში განვითარებულ მოვლენებზე.
მარკ ქუინი:
–ვნახე, რომ გულისყურით აკვირდებოდით ფაქტს, რა კომენტარს გააკეთებდით ამ ყველაფერზე?
– რაც აქ ხდებოდა ძალიან მძიმე საყურებელი იყო. თუმცა ქართველებს საფუძველი აქვთ, რომ ამ უცხოელების ეზოდან გაძევება მოითხოვონ.
- ალბათ იმას გულისხმობთ, რაც დილით მოხდა, როცა არასრულწლოვანი ბიჭის გაუპატიურება სცადეს უცხოეთის მოქალაქეებმა, რომლებიც ეზოში ბიზნეს საქმიანობას ეწევიან.
– ყველა ქვეყანაში დასჯადია ბავშვზე ძალადობა. მართალია, პოლიცია უნდა აქტიურობდეს, მაგრამ მესმის ქართველების, თქვენ ემოციური ხალხი ხართ და ასეთი გზა აირჩიეს, თუმცა ვერც ვამტყუნებ იმ ხალხს, რომლებიც დღეს აგრესიულად იქცეოდნენ. სამი თვეა, ამ ეზოში ვცხოვრობ და ყოველდღე ყვირილია, მთვრალი ხალხი მოძრაობს, ერთმანეთს უზრდელად ესაუბრებიან. მთელი ღამე ეზოში სხედან და ბოლო ხმაზე ყვირიან. დღისით შედარებით სიწყნარეა, მაგრამ ღამით საშინელება იწყება. ნორმალურ ქვეყანაში ასე ვერ მოიქცევი და აუცილებლად პოლიციასთან გექნება საქმე. მეც ძალიან მაწუხებს ეს ხალხი და ამიტომ არ ვამტყუნებ ქართველებს, როცა მათი საქმიანობის შეჩერებას და ამ ხალხის ეზოდან გაძევებას ითხოვენ.
http://www.kvirispalitra.ge/justice/21501-...chuqebthoq.html
Если человека кусает вампир, он становится вампиром. Такое ощущение, что очень многих вокруг искусали бараны...
არაფერია უფრო მუდმივი,ვიდრე დროებითი უფულობა...
მსოფლიოს მართავს მხოლოდ ფული და სექსი!
ვინ დათვალოს ზღვაში ქვიშა და თბილისში შავი ჯიპი