ჩემზე გარყვნილი გეის დედა ვატირე.
ოღონდ მე გარყვნილი ჰეტერო ვარ

.
კაი რა ხალხო, ისეთ რაღაცეებს წერთ, მეც კი შუბლზე ამდის თვალები.
ჰეტერო მასწავლებელი არ შეიძლება დაეჩალიჩოს ბავშვს?
თუ არ არსებობენ მასეთი ავადმყოფები?!
ან იმის გასარკვევად, თუ რას ნიშნავს თანაბარი უფლებები, წარმოიდგინეთ, ჰეტეროების აღლუმი რომ ჩაატაროთ და ათასჯერ მეტი მოწინააღმდეგე მოგივარდეთ ტაბურეტკებით და მფრინავი ჰოლანდიელებით.
კაი, არ მოგწონს ვიღაცა საკუთარ უკანალს რომ აწვალებს, ხარაშო...
ნუ რა შენი საქმეა მისი უკანალი, მაგრამ მაინც ხარაშო.
ისეთ რაღაცეებს მაინც ნუ იძახით, საერთოდ რომ არ სჭირდება რამის მოწონება ან არმოწონება.
უბრალოდ ადეკვატურად შეხედეთ რა საკითხს.
არავინ გთხოვთ ჰომოსექსუალი შეიყვარეო (ჩემთვის პირადად გაუგებარია, რატომ უნდა გძულდეს, მაგრამ ჯანდაბას.. გძულდეთ).
უბრალოდ მართლა ისეთებს წერთ, ძალიან ბნელი ირანელებისგან ან რომელიმე მათი მეზობლისგან თუ გამიგია.
არ მჯერა (ან არ მინდა მჯეროდეს), რომ საქართველოში მართლა ასე ფიქრობენ.
ფიქრობენ რა... აზროვნებენ.
დავიჯერო მართლა გგონიათ, რომ ევროპაში ჰომოსექსუალი მასწავლებელი თუ დაეჩალიჩა ბავშვს და ამის გამო სკოლიდან გამოიყვან, 1-3 წელი ციხეში ჩაგსვამენ?
ციხეში ზუსტად იმ მასწავლებელს ჩასვამენ და სხვათა შორის, უფრო დიდი ხნით, ვიდრე 1-3 წელია.
მაგრამ ამას, რასაც იძახით, მართლა გჯერათ?
არა მგონია საქართველოში უბრალო ლოგიკური აზროვნების ასეთი გასაჭირი იყოს.
ჩემი დიდი ბებია რომ იტყოდა რაღაცა ფანტასტიკურს და რომ არ შევედავებოდი ბავშვიც კი, ისეთი მომენტია რა.
არა რას ვამბობ იცით?
უბრალოდ გულიბრყვილობაა ამის დაჯერება.
დამოუკიდებლად იმისგან, არ გიყვარს ჰომოსექსუალები თუ გინდაც თვითონ იყო ჰომოსექსუალი.
და მარტო ამის კი არა. მარგალიტები ბლომადაა ამ თემაშიც და ყველა მსგავსშიც.
ვახ ჩემი რა...