ბარემ გამიწია ხელმა, დამეწერა, პირიქით-მეთქი,

მაგრამ...
ყველგან, ყველანაირ ჯგუფში, ერთი და იგივე სურათია ხოლმე.
აი, ავიღოთ გამოცდების შედეგები წარმატების მიხედვით. ყოველთვის ერთნაირია - გრაფიკს "ბორცვის" სახე აქვს. საუკეთესონი - ვთქვათ, 5 %, კარგები - 10, არა უშავს 20, საშუალო -30, - და მერე საწინააღმდეგო დინამიკით, და იგივე მაჩვენებლებით.
ცალკეულ, მოტივირებულ ჯგუფში რომელიმე ქვეჯგუფი შეიძლება მეტი იყოს, მაგრამ, ძირითადად - რაიმე ნიშნით. მაგალითად, სპეცრაზმში დაკუნთული ტიპების რიცხვი პროცენტულად მეტი იქნება, ვიდრე სხვა რომელიმე კოლექტივში, მაგრამ, ვთქვათ, პიანინოზე დაკვრის ცოდნით შეიძლება სხვებზე ნაკლები იყოს.
ეკლესიაში - მორალსა და ზნეობაზე ორიენტირებულთა რიცხვი მეტი იქნება; შეიძლება სიმდიდრეზე ორიენტირებულთა ქვეჯგუფიც მოსალოდნელ-შესაბამის ნორმაზე მეტი იყოს, რადგან საკმაოდ ბევრია ისეთი, რომელიც იქ პროფესიისთვისაა მისული, თუმცა იმავე მორალის და სხვა მისწრაფებების გამო ასევე მეტი იქნება (არის კიდეც) უანგარო და ღარიბი მღვდლების რაოდენობაც. გრაფიკს თანაბარი "ბორცვის" სახე კი არ ექნება, არამედ უფრო დაბალისა, "კარგების" და "ცუდების" ჩვეულებრივზე უფრო მაღალი მონაცემებით.
მაგრამ ზოგადი კონტური მაინც ერთნაირია ყველგან.
რატომ და რაზე დაყრდნობით ამბობ, რომ "მცირე ნაწილია"? გამოკვლევები ჩატარდა? თუ იმის მიხედვით, რომ თბილისში რამდენიმე ათეული სასულიერო პირი გინახავს, რომელთა ქცევა და ქონება მისასალმებელი არაა?
ორი-სამი მღვდელი რომ შეუსაბამო ლექსიკით მეტყველებს, რატომ ავრცელებს ბევრი ამას რამდენიმე ათას ადამიანზე?
რა არი, არ გამოსდის ვინმეს თუ სკლეროზი სჭირს?

აქ საკუთარ თავზე მუშაობა იგულისხმება, თორემ სხვის მენტალობაზე "უნდა"-თი მიზანმიმართული ბრაგუნი ისედაც არავისი საქმე არაა.
ლგბტ-ზე ხომ ამბობენ, სხვისი რა საქმეა მათი მენტალიტეტიო.
ან ლიბერალები. თუ მათი შეხედულებები მაინტერესებს, პირველ რიგში იმ მიზნით, რომ შეიძლება სამყაროსთვის განსხვავებული კუთხით შეხედვა, ხშირად საინტერესო და სასარგებლოცაა. მაგრამ "უნდა შეიცვალონ" - რა ჩემი საქმეა. ასევე არაა სხვისი საქმე მრევლის მენტალობის გამოსწორებაზე ზრუნვა.
karlsoni"საქმის არსი" აქ წარმართობა და ნაწყვეტებად მოტანა არაა.
ისაა არსი, რომ მთელი წერილი მიმართულია არა "მღვდლების", არამედ "ამ მღვდლების" წინააღმდეგ, - სოციალისტურ-რევოლუციურ მოძრაობაში ჩართული ცალკეული პირების მისამართით.
აქ კი ისე მოაქვთ ხოლმე, თითქოს უმეტესობაზე დაწერა და, მაგალითად, ჯიპების ანტირეკლამად გამოდგება.
This post has been edited by ErK on 2 May 2014, 01:25