კამერები დაიდგას ყველგან,
ყველა დამრღვევს მიუვიდეს ჯარიმა,
აკრძალონ შკოდების და შავი ჯიპების ბეზპრედელი,
პარტულმა ყველა დააჯარიმოს უკლებლივ,
დაწესდეს ჯარიმა ტყუილად ჩართულ ციმციმებზე, როცა ბავშვი მიჰყავთ სკოლაში,
ან ცოლი სალონში რად უნდათ ციმციმა ? იარონ ჩვეულებრივად.
არასწორ პარკირებაზე გაიზარდოს ჯარიმა და იყოს რეალურად მომუშავე და არა,
როგორც ახლა არის. მაგ: სამინისტროს წინ, ორთაჭალაში ორზოლზე ჩალაგებული
შკოდები

ელემენტარულად სირცხვილია, ამხელა სამინისტრო და პარკირების ადგილი არ აქვთ
და სადაც მოუხასიათებათ იქ ყრიან მანქანებს - იციან რომ სიტი-პარკი ფეხებს ვერ მოსჭამს.
დაახვევინონ ფულზე მომუშავე სიტი-პარკს, რომელიც ღამე დაძვრება ჩუმად და ბიბლიოთეკის
უკან მდგომი მანქანები მიჰყავთ, ხოლო იქვე რუსთველზე, სასტუროსთან ან თეატრთან მდგომი
ჯიპების პანიკური შიში აქვთ.
შემოვიდეს პარკირების კომპანია, რომელიც რეალურად იმუშავებს პარკირებაზე და არა დაჯღაბნის გზებს.
ან
დაამატონ ქვეითი პატრულები, რომლებიც დააჯარიმბენ ყველა არასწორად მდგომ ავტოს.
ტროტუარებზე აკრძალონ პარკირება, და აკრძალონს ტრუტუარიდან გაძვრომა საცობის დროს.
ყველა აკრძალვა უნდა ისჯებოდეს მაღალი ფინანსური სანქციით, ანუ ჯარიმა უნდა იყოს თანხობრივად მაღალი.
დაჯარიმდენენ ქვეითებიც, რომლებიც არ სცნობენ ზებრებს, მიწისზედა თუ მიწისქვეშა გადასასვლელებს.
არ სცნობენ შუქნიშნზე წითელ ფერს და მაინც გადარბიან
აგრეთვე დაჯარიმდნენ მძღოლები, რომლებიც არ სცნობენ ზებრაზე ქვეითის უპირატესობას.
გამკაცრდეს მართვის მოწმობის აღების პროცედურები
ყველა მძღოლმა შეიგნოს, რომ გზაზე ის არის მძღოლი, და არა მინისტრი, დეპუტატი, მღვდელი თუ რომელიმე მაღალჩინოსანი.
მარტივია მგონი
აქ, 31 წამზე ჩანს რომ პატრულიც არ უთმობს გზას, არც ანელებს
This post has been edited by Neo777 on 3 May 2014, 04:36