#47188471 · 5 Mar 2016, 14:18 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
უზნეობის მწვერვალია, როდესაც ლინჩის წესებზე გადასვლისთვის მზად მყოფ საზოგადოებას აიმედებ, რომ ეს ველურობაა და ეს საქმე სახელმწიფომ უნდა აღასრულოს კანონით და სამართალოთ, რათა დასრულდეს დამნაშავეთაგან დაწესებული დაუსჯელობის მკვლელი სინდრომის არსებობა...
და უცებ აცხადებ რაღაც უცხო ტერმინოლოგიით კოჰაბიტაციას, როგორც თანაცხოვრებას უმძიმეს კრიმინალებთან სექსუალური ჩახუტებებით და ამ ჩახუტებათა შედეგად შობილ ნაბიჭვრებს საზოგადოების შეკვეთას უწოდებ ურცხვად და ცინიკურად.
სწორედ ესაა წინანდელთა დანაშაულობებზე უმეტესი დანაშაული და პასუხისმგებლობიდან უსუსური დაღწევის მცდელობანი უჩათლახესი მიზეზით:
სანამ არ გასამართლებულან და სასმართლოს არ უცვნია ისინი დამნაშავედ --- არავის აქვს უფლება ისინი გამოაცხადონ დამნაშავეებად. მაშასადამე, მკვლელი ფაქტზე რომ დაიჭირონ და მართლმსაჯულებამ საქმე არ გამოიძიოს და საბოლოოდ მკითხავი საპროცესოთი გაუშვან გარეთ ეჭვმიტანილი --- უკვე მკვლელისადმი პასუხის მომკითხავი ჭირისუფალი აცხადო დამნაშავედ --- ასწილ უარესი და მძიმე დანაშაულია სახელმწიფოს სახელით მომქმედთაგან.
ადამიანებმა უნდა მკაფიოდ აღიქვან, გაიგონ და ირწმუნონ, რომ ამ ქვეყნად ყველაზე რეციდივისტული ზემძიმე წონის დამნაშავენი სახელმწიფოს სახელით მომქმედი კრიმინალური მართლმსაჯულებაა და მათი მაკონტროლებელნი --- ნებისმიერი დონის და უყების პირველი პირებიდან დაწყებული.
ამიტომ:
უდიდესი მსჯავრი და სასჯელნი ელით კლანური ხელისუფლების დინასტიურ კოჰაბიტატორებს, როგორც ქვეყნის მაოხარ გზირება და უბოროტეს მტრებს!
და რისთვის, რის გამოო? --- რომ იკითხავენ უბრალოდ უნდა იქნას პასუხი ყველასათვის გასაგებად: ყოველი თქვენგან უსამართლოდ არ განკითხული --- მე ვიყავი და ვარ!
This post has been edited by triumpi on 5 Mar 2016, 14:26
|