#40903173 · 12 May 2014, 03:12 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მაინც ჩატარდებაო.
17 მაისს ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე თბილისში მაინც აღინიშნება. გადაწყვეტილება უმცირესობის წარმომადგენლებმა დამოუკიდებლად მიიღეს და მიუხედავად იმისა რომ თხუთმეტ ადამიანზე მეტი ვერ გროვდებიან ისუტიციის სახლთან შეკრებას მაინც გეგმავენ.
ერთერთი ორგანიზატორის, გიორგი ჩხარტიშვილის განცხადებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს მეზობელი ქვეყნის უმცირესობის წარმომადგენლებთან, რათა მოხდეს მათი თბილისში ჩამოყვანა აქციაში მონაწილეობის მიღების მიზნით.
გიორგი ჩხარტიშვილი, უმცირესობის წევრი: "არის ეს პროვოკაცია, მაგრამ ჰომოფობიასთან ბრძოლის დღე არის 17 მაისს და აქედან გამომდინარე, ჩვენი აქცია სიმბოლურია და ის ატარებს კონკრეტულ დატვირთვას. დაზუსტებული ინფორმაცია არ გვაქვს, მაგრამ, ჩვენი ვარაუდით, თხუთმეტ ადამიანამდე შევიკრიბებით. თუმცა ჩვენ ამავდროულად მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ კავკასიის რამდენიმე ქვეყანასთან, საიდანაც მოხდება ტრანსგენდერების ჩამოყვანა თბილისში".
|