პირველ ექსპერიმენტულში სწავლობდა და როგორც მახსოვს, პავლოვზე ცხოვრობდა დასაწყისში. კარგად მახსოვს ერეკლე. ნორმალურ დროს რომ ეცხოვრა, კარგი, ბუნჩულა ბიჭი იქნებოდა. გარეგნობაც ასეთი ჰქონდა.
სადაც მოკლეს კიდეც, ასე მახსოვს რომ საკუთარ ეზოში. სახლში გავიგონეთ ავტომატის ხმა, მეზობელ კორპუსში ვცხოვრობდი მაშინ.
ყველა კულინარიელი კუტუზოვზე ან მიცკევიჩზეც არ ცხოვრობდა.
რა საშინელი დრო იყო. კვირაში ერთხელ თანატოლების პანაშვიდებზე სიარული.
ყოველდღე სკოლაში და ეზოში ვხვდებოდით, ზოგიერთთან ვმეგობრობდით, ვიღაცას ვიღაც მოწონდა და უცებ...