#40890110 · 11 May 2014, 00:15 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
საქართველო მართლა ცუდ დღეშია და როგორც ვხედავ ქართველთა უმრავლესობა ვერ ხვდება თუ რატომ. თუმცა ამისი მიზეზები იმდენად ნათელია, რომ დროა ერმა ბოლოს და ბოლოს რამე იღონოს. საქართველოს უპირველესი პრობლემა, არის ის, რომ საქართველოში აღარ არსებობს არცერთი ისეთი ნამდვილი ქართველი პოლიტიკოსი, რომელიც ქართულ პოლიტიკას გაატარებდა. ერთნი ისევ რუსეთს ემონებიან, მეორენი დასავლეთს. არსებითად ამისი მთავარ მიზეზიც არის ის რომ ვინც ფულს იხდის მუსიკასაც ის უკვეთავს. ქართველი ერი თავის პოლიტიკას არ აფინანსებს. ხალხს თუ ძალით აგლეჯენ გადასახადებს ეს არ ნიშნავს იმის, რომ ამით ქართული პოლიტიკა ფინანსდება.
ამ მხრივ დიდი დაბნეულობაა. იმიტომ რომ ხშირად თვითონ პოლიტიკოსებმაც კი არ იცინან რუსეთუმები არიან თუ დასავლეთს ემსახურებიან. ამ მხრივ ყველაზე მეტად ზვიად გამსახურდიას ხელისუფლება იყო დაბნეული. გამსახურდია, როგორც ჰელსინკის მოძრაობის ლიდერი პროდასავლელი იყო, მისი მინისტრებს კი მოსკოვი ამტკიცებდა და ხელფასსაც მათ მოსკოვიდან უხდიდნენ. ეს უბედურები კი გაიძახოდნენ ჩვენ ეროვნული ხელისუფლება ვართო, მაგრამ ისინი თავიდანვე სწორედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას დაუპირისპირდნენ ყველაზე მეტად.
შევარდნაძის მთავრობაც ორ სკამზე იჯდა პრორუსულიც იყო და პროდასავლურიც, მაგრამ შევარდნაძის პრორუსობა და პროდასავლურობაც ქართველი ერის საწინააღმდეგოდ მუშაობდა. მიშას ხელისუფლება უკვე აშკარად დასავლეთისკენ გადაიხარა, მაგრამ სწორედ ნაცმოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში გამომჟღავნდა, რომ პროდასავლურობაც არამც თუ არ ნიშნაბვს კარგს საქართველოსთვის, არამედ ესეც შეიძლება ისევე საზიანო იყოს საქართველოსთვის, როგორც პირდაპირი პრორუსობა.
დროა დიდი თუ პატარა ყველანი ამაზე დაფიქრდეთ და გამოსავალი ეძებოთ. ეს ყველას ეხება და ეს ყველა ქართველის საქმეა!
|