ნიკა ანთიძე ცოტნე გამსახურდიას და მარინე მიზანდარს ადანაშაულებს
http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeb...nashaulebs.html16:26 10-05-2014

ნიკა ანთიძე ცოტნე გამსახურდიას და მარინე მიზანდარს ადანაშაულებს ვინც არ უნდა იყოს ის, პირველი პრეზიდენტის შვილი, თუ ნებისმიერი ჩვენგანის ახლობელი, სათანადო პასუხი უნდა აგოს, - ამის შესახებ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს უფროსმა, ნიკა ანთიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ნიკა ანთიძე ცოტნე გამსახურდიას მიერ ექსპერტების შეურაცხყოფის ფაქტს გამოეხმაურა. ინციდენტი გუშინ იმ სასტუმროში მოხდა, სადაც სააგენტოს მიერ მოწვეული ექსპერტები არიან დაბინავებული.
როგორც ნიკა ანთიძემ აღნიშნა, დღევანდელ დღემდე ის თავს იკავებდა ყოფილიყო მოპასუხე მხარე საზოგადოების იმ ჯგუფის, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში ცდილობს შექმნას პანიკა და ცრუ განგაში საყდრისის ობიექტის ირგვლივ.
"მდგომარეობა იქამდე მივიდა, რომ ეროვნული სააგენტოს მიერ მოწვეულ საერთაშორისო ექსპერტებს სასტუმროში თავს დაესხნენ და პირადი შეურაცხყოფა მიაყენეს. ეს მიზანმიმართული ქმედებაა საყდრისის შესახებ ობიექტური სურათის შექმნის წინააღმდეგ, რასაც ხელს უწყობს მარინე მიზანდარი", - განაცხადა ნიკა ანთიძემ.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს უფროსის თქმით, ის თავს იკავებდა პასუხი გაეცა მარინე მიზანდარისთვის, რომელიც საკუთარი განცხადებებით ცდილობს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და მოთხოვს ინფორმაციის გამჭვირვალობას, თითქოს ადგილი ჰქონდეს შეთქმულების თეორიას.
"როგორც ყოფილმა ჩინოვნიკმა, მარინე მიზანდარმა უნდა იცოდეს, რომ არსებობს დახურული მუშაობის ფორმატი და ამაში არაბუნებრივი არაფერია. ყველაფერს რომ თავი გავანებოთ, მან, როგორც კულტურის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, რომელსაც საკმარისი დრო ჰქონდა სწორი მენეჯმენტისთვის, არ გამოუხატავს ინიციატივა დღის წესრიგში დაეყენებინა საერთაშორისო ექსპერტების ჩამოყვანა. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მოწვევით ჩამოსული საერთაშორისო ექსპერტები უკვე ერთი კვირაა მუშაობენ და ხვდებიან ყველა დაინტერესებულ პროფესიულ ჯგუფს, რომლებსაც უმუშავიათ საყდრისის თემასთან დაკავშირებით, ჩაუტარებიათ კვლევები, შეუქმნიათ პუბლიკაციები, ეს არის სამუშაო გარემო, რომლის შედეგებს საზოგადოებას მოგვიანებით გავაცნობთ", - განაცხად ნიკა ანთიძემ.
როგორც მან აღნიშნა, ეროვნულმა სააგენტომ კომპანია RMG-ს სთხოვა საყდრისის ობიექტზე საერთაშორისო ექსპერტების დაშვება და მათი მუშაობის ხელშეწყობა, რაც ეროვნულ სააგენტოს დამატებით შესაძლებლობას მისცემს მეტი ინფორმაციის მოპოვების და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების.
როგორც ანთიძემ აღნიშნა, სააგენტოს მიზანია ამ ობიექტის ირგვლივ არ დარჩეს პასუხგაუცემელი კითხვები.

ისე კი საყდრისის საკითხში ბოლომდე რომ მართალი იყოს, პირობითად, მიზანდარის მხარე, ცოტნე მაინც ნაგავია.
This post has been edited by Geronti on 10 May 2014, 20:16