იხილე ზემოთ.
მთავარია რწმენა.
ვისაც სჯერა, რომ სსრკ-ში ადამიანის სიცოცხლეს ფასი არ ჰქონდა, ის იმასაც დაიჯერებს, რომ ომში დასახიჩრებული უპატრონო ხალხი სადღაც მიყარეს გადაკარგულ კუნძულზე, სიცივეში და ნახევრად დანგრეულ შენობაში, სადაც საჭმელს ვირთხები ართმევდნენ ხალხს და მათ შესახებ ყველამ დაივიწყა.
ვისაც არ სჯერა და ჰგონია, რომ სსრკ-ში ასეთი რამ ვერ მოხდებოდა, ის გააპროტესტებს და იტყვის-ტყუილიაო.
ახლა აღმოჩნდა, რომ მესამე ჯგუფიცაა. ხალხი, რომელსაც კონკრეტული ისტორია დაუჯერებლად ეჩვენება და ფიქრობს, რომ ვაითუ ამ ტყუილის მერე ნამდვილი სიმართლე აღარავინ დაიჯეროსო

)))
ძვირფასო მესამეჯგუფელებო-სსრკ-ში ისეთი ამბები ტრიალებდა და დოკუმენტები ოხრად არსებობს ამის შესახებ, იმათ ფონზე ეს ვეტერანების ისტორია არაფერი არაა. მაგალითად, არსებობს სრულად დოკუმენტირებული ისტორია, როგორ მოაქციეს წყალქვეშ დასახლებული პუნქტი, მოსახლეობის ნაწილი დათანხმდა გადასახლებას, მაგრამ ნაწილი არ დათანხმდა და ისინი უბრალოდ, ამოახრჩვეს...გულაგების, თავისუფალი გადასახლებების და ასეთების ამბები ალბათ თქვენც იცით..
ჰოდა, პირადად მე კიდევ ერთხელ გავიფიქრე-დასანგრევი იყო ის ქვეყანა/მეთქი და მორჩა. სადაც მილიონობით ადამიანი შიმშილით მოკლეს და კაციჭამიებად აქციეს, იქ ბალაამზე გადასახლებული ინვალიდი ვეტერანები რა მოსატანია.... მხოლოდ ერთი პატარა დეტალია იმ დიდი ბოროტებისა, სსრკ რომ ერქვა.
წავედი ახლა დავიძინე. ორშაბათი მძიმე დღეა....
This post has been edited by Solveig on 12 May 2014, 02:48
საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე აქტიურად მომუშავე ჰიდროაგრეგატი არის მტრის წისქვილი. © სლავა მესხი
"ქალი-დიდი ძალაა"- გვეუბნება პარტია (© კ/ფ "შეხვედრა წარსულთან")
Vita nostra brevis est, brevi finietur,
venit mors velociter, rapit nos atrociter,
nemini parcetur!