
პატივცემულო ნაპსტერ, მაკიაველი იყო საპირისპირო (განსხვავებული) აზრის (რომელიც ფორუმზე უმცირესობაშია, ანუ გამოხატავდა უმცირესობის შეხედულებებს) ყველაზე მნიშვნელოვანი და თვალსაჩინო მატარებელი და გამომხატველი. სალდატსკი პრიჩინაზე დაადე ბანი, მთელი ინტერნეტი მოფენილია ამ ამბებით და ახლა შენ მაკიაველს სთხოვ უტყუარ ცნობებს იმაზე რისი დაკონკრეტებაც სბუმ და გრუმ არ ჩათვალეს საჭიროდ? როგორ ფიქრობ, ამ პრინციპით უოტერგეიტის საქმე ოდესმე დღის სინათლეს იხილავდა? შენს გარდა ვინმემ სადმე ოფიციალურად უარყო ის რაზეც წერდა მაკიაველი და თქვა რომ ეს დეზაა? და თუ არავინ არ დადო დასტური რომ ეს დეზაა, როდიდან იქეცი ჭეშმარიტებად უზენაეს ხარისხში, თუ გრძედები და განედები აგვერია და ჩრდილოეთ კოერაში ვართ? ...
რა საჭიროა მუქარა " სასჯელის გაცემას დავიწყებთ" როდესაც წეღან მოვითხოვე პროტესტის ნიშნად დამადე ბანითქო... ისიც გითხარი თუ წაუყრუებ გაგიბაზრებთქო... პატივცემულ ჯიმი ლევისაც ვთხოვე არბიტრობა...
მოკლედ, პატივცემულო ნაპსტერ, ხომ თვლი რომ ობიექტური და სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღე - თბილისის ფორუმის, დემოკრატიის, გამოხატვისა და სინდისის თავისუფლების საუკეთესო ტრადიციებში და პოლიტიკური ნიშნით დევნა აქ არაფერ შუაში იყო?
ჰოდა, თუ თვლი - მაგ ობიექტურობით, სამართლიანობით - თბილისის ფორუმის დემოკრატიის, გამოხატვისა და სინდისის თავისუფლების საუკეთესო ტრადიციებში დამადე ბანი - დღეს მე მაკიაველი ვარ!
ნაპრსტერ, პატივცემულო, მოდერი კი ხარ მაგრამ ტირანი არა ხარ რომ აბსოლუტური, ტოტალური მორჩილება მოითხოვო - მიიღე ჩემი პროტესტი და დამადე ბანი (ფორუმის არც ერთი წესი და კანონი ამგვარ მოთხოვნას არ მიკრძალავს)...
თუ არ შეისმენ ჩემ პროტესტს ხელებიც დამიბანია - შენ ბულდოზერივით გადაკვეთე ყველა წითელი ზოლი, მოდერად კი მაგრამ ტირანად პირადად მე არ მიღიარებიხარ!!
ძვირფასო ბატონო ნაპსტერ, მოდერად გაღიარებ, ტირანად არა, არც ჭეშმარიტებად უმაღლეს ინსტანციაში, ასე რომ როდესაც ამბობ მაკიაველმა დეზა გაავრცელა თანაფორუმელზეო - ან მტკიცებულება დადე რომ დეზა იყო, ან არ გაგიკვირდეს თუკი შენი გადაწყვეტილება პოლიტიკურად მოტივირებულად იქნება მიჩნეული.
მე ფორუმელი ვარ, კეთილი ინებე და შეისმინე ჩემი ხმა по добру по здоровью- ვალდებული ხარ!
წინააღმდეგ შემთხვევაში შემდეგ პოსტში, როგორც არადემოკრატიულ მოდერს, როგორც ტირანს, რომელიც არ ასრულებს თავის ვალდებულებას დემონსტრაციულად მოგაყენებ შეურაცხყოფას, თან დავიტოვებ უფლებას რომ ეს ფორუმისათვის სამარცხვინო ფაქტი და სხვა კიდევ ამბები, რისი გამხელაც ფორუმზე ფორუმის წესებით აკრძალულია, ფორუმის გართ, საჯარო სივრცეში გავიტანო....
პოსტების რაოდენობას ნუ უყურებ მარტო, შენზე უხუცესი ფორუმელი ვარ და თვალში არ გეპატარავო, გეთაყვა...
მოკლედ არჩევანი შენზეა - დამადე ბანი მე დღეს მაკიაველი ვარ!
(თანაფორუმელებო, დუმილი ოქროა? ყოველთვის ოქროა? ახლაც ოქროა? მაკი არც ბიძაშვილია ჩემი და არც კარის მეზობელი, უბრალოდ ხვალ თქვენი რიგიც დადგება და ამ ოქროდ მიჩნეულ დუმილს მოიმკით)
This post has been edited by Manolo on 14 May 2014, 23:32