აი გიყურებთ და ვერ ვძღები ყურებით
მოკვდა ადამიანი, თან ახალგაზრდა ქალი, თან ძმაც მძიმედაა და თან დარჩა პატარა ბიჭი ობლად , უმძმესი ამბავია, ნამდვილი ტრაგედია. გაანათლოს ღმერთმა , უზომოდ შემეცოდა
მაგრამ
მაგრამ
აი მაგრამ რა!
ამ 13 გვერდის შევსებისას უკვე დაადგინეთ და უარყავით ერთდროულად, რომ:
1) ქალმა უღალატა;
2) შეიძლება ქორწინების პერიოდში არ უღალატა, მაგრამ დაშორების მერე უღალატა;
3) ასეთები მხოლოდ საქართველოში ხდება;
4) ასეთები მხოლოდ ბოლო დრო ხდება;
5) ყველა პოლიციელი ავადმყოფია ( იყო ეს ვერსიაც);
6) იარაღი უნდა ატაროს ყველა მოქალაქემ ( ეს ვერსიაც იყო , თან სად? კავკასიაში! საქართველოში. აბა რა, ყველას უნდა ერჭოს ქამარში იარაღი, დაჟე ჩემს მეზობელ ვალერას , რომელიც რომ დათვრება, დედაზეც იწევს ) ;
7) სიკვდილით დასჯა უნდა იყოს;
8) ქართველი კაცები უნდა გაწყდნენ ( ეს ვერსია იყო კი არა, აქტიურად ვითარდება)
9) საქართველოში ქალი არ უნდა გაჩნდეს, ან თუ გაჩნდება, აქედან უნდა გაარიდო და სხვაგან გაზარდო .
სია არასრულია
ტრაგედია ტრაგედიად , რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ განვმეორდები, რომ ძალიან მძიმე დანაშაული მოხდა და ვიზიარებ ოჯახის მწუხარებას, მაგრამ მე თქვენი არანორმალური რეაქციები მაშფოთებს , ადამიანებო
დანაშაული ხდება ყველგან, ყოველთვის, ასეთიც, ამაზე უარესიც, პროცენტულად ამაზე მეტიც, უფრო სასტიკიც. ისეთი სასტიკი დანაშაულებები გვხვდება ბედნიერი, მაძღარი და განვითარებული ქვეყნების პრაქტიკაში, თმა ყალყზე დაგიდგებათ )
რა გჭირთ, რამ აღგაგზნოთ ასე და რა გალაპარაკებთ ამდენ სისულელეს, ფაქტი ნამდვილად შემზარავია, მაგრამ როგორიც გინდა იყოს, ისე არ უნდა გამობენტერდე ადამიანი, საღად განსჯის უნარი დაკარგო, იბოდიალო წარაუგონოდ ათასი სიგიჟე
ყოველდღე ხდება იგივე ამერიკა-ევროპაში მსგავსი ამბავი, არც აცხადებენ ტელევიზიით და არც მოუვა ხალხს აზრად, თეორიები განავითაროს ამის საფუძველზე, ქალის პატიოსნებისა და სასჯელის სახეების თემაზე
ბავშვებივით ხართ
"ზუსტად ამ წელში გამოყვანაში იღებს ვალენტინო ფულს" -სთქვა მან და ზარას პიჯაკი უკანვე დაჰკიდა
"იბიომაწ
მონსერატ კაბალიე დაიჭირეს 3 დღის წინ და აქ ყრუ გაანთავისუფლეს" (c) spliyvi
გრძელ ვადაში გათვლილი კეთილდღეობა მღუპავს მე აწმყოში(c) Neno