მაგათი გაკეთებული საქმე მანახე რაა...
წულუკიანმა და კომ, ისე ჩააფლავეს სასამართლო რეფორმა, რომ იმედიც არაა, ამ ქვეყანას რამე ეღირსოს.
ის ცალკე საკითხია, სტრასბურგში რომ გავარდა და საქართველოდან გაგზავნილი საქმეების დატორმუზება ითხოვა, აქაოდა, თავად მივხედავთ მაგ საქმეებსო.
როგორ მიხედეს, კი ვხედავთ.
ხოდა, ეგ წულუკიანი კი გამოვიდა ჩვეულებრივი წუნკალა აფერისტი.
ხო, კიდევ ის, რომ ტვინი გადმოსდის ყურებიდან და ილია მეორეს რომ უსწორებს გამონათქვამებს - ესაო, ამ მნიშვნელობით თქვა, იმ მნიშვნელობით კი არაო.
ხო, ალტერნატიული პირადობის მომწმობებზეც გვახსოვს ჩვენ მაგის ათასჯერ გადაბრუნებული სიტყვა.
მოკლედ, რასაც წინასაარჩევნოდ გვპირდებოდა, ყველაფერი უკუღმა აკეთა.
მაგაზე ნამუსგარეცხილი თუ კიდევ ვინმეა მაგ მთავრობაში, ერთი, სერგიენკო თუ იქნება:
კაცმა, უკეთ - არაკაცმა, ბიუჯეტიდან სოცდახმარებების ხარჯი ლამის გააორმაგა იმ მიზეზით, რომ ჩვენს ქვეყანაში ბავშვები შიმშილობენო და მას შემდეგ შიმშილით გარდაცვლილი ბავშვების რიცხვმაც იმატა და მოშიმშილე ბავშვების რიცხვმაც.
ახლა მეტი მოითხოვა.
მოითხოვა და მისცეს.
კიდევ გაზრდის მოშიმშილე ბავშვების რიცხვს და კიდევ მოითხოვს ბიუჯეტიდან მეტ ფულს.
მაგან და მაგის დამქაშებმა კი გაიძღეს მუცლები, თან მშვენიერი ხერხი ნახეს ბიუჯეტის ფულების გადაქაჩვისა და მაგას შეეშვებიან?
ბავშვიჭამია ღორი!
აი, ნორმალურ ქვეყანაში ასე რომ მომხდარიყო, ეგ სერგიენკო ციხეში იჯდებოდა ახლა.
პუსუ:
ღმერთმა დამიფაროს, მაგნაირი საქმეების კეთებისაგან.
* * *
ეს კიდევ, ორი დღის წინანდელი ამბავი, სერგიენკოს დაზღვევისა:
ახლადგახსნილი კერძო კლინიკებიწუხელ ერთი ჩემი შვილი იაშვილში წაიყვანეს სასწრაფოთი - ცხვირში მოხვდა და სისხლისდენა ვერაფრით გავუჩერეთ, ორი საათი მაინც ვიცადეთ - ბლომად სისხლი დაღვარა. ოდნავ შეუსუსტდებოდა დენა, მერე ისევ თქრიალს იწყებდა.
მოკლედ, მოვიდა სასწრაფო, ჯერ აქ ავსეს ფურცლები ვოხრად, მერე იაშვილში.
2 საათი აცდევინეს, მაგრამ ამაზე დიდი პრეტენზია არა მაქვს ექიმებთან - კატასტროფის მანქანამ უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი ბავშვი შემოიყვენა და ყველა ექიმი იმას ეხვია.
ცუდი ის იყო, რომ იმ კატასტროფის ბრიგადის მოყვანილი ბავშვის გადამისამართება სურდათ მაგრამ, იმ ბრიგადამ ბავშვი მაინც იქ დატოვა - საქმეების გარჩევები იყო ჯერ - ეკუთვნოდათ თუ არა მიღება.
მოკლედ, სრული სიგიჟე.
ეს ჩემი ბალღი იჯდა, იჯდა, მამამისი სახლიდან წაღებული ბამბებით ტამპონებს უცვლიდა, ვიღაც ექთანი კი იმას ეუბნებოდა, ექიმი როცა მოიცლის, მაშინვე მოვაო.
მოვიდა ნეიროქირურგი, გასინჯა, ჩემი პაციენტი არ არისო და წავიდა.
რად უნდოდა ნეიროქირურგი, ყელ-ყურ-ცხვირისა სჭირდებოდა.
მაგის ექიმი დილას მოვაო, გვითხრეს და ეს ჩემი ბავშვიც ისე წამოვიყვანეთ იქიდან, ისევ სახლიდან წაღებული ბამბებით გაკეთებული ტამპონები ჰქონდა შეჩხერილი ნესტოებში.
ექიმები არ ჰყოფნით და დაამტებაც არ უნდათ - ფულის დაზოგვაზე არიან.
ბალღს არ მიხედეს, სამაგიეროდ, იმდენი ფურცლები ავსეს, ბლომად ფულს აადებდნენ ბიუჯეტიდან - აქაოდა, საერთო დაზღვევით მოსულმა პაციენტმა მოგვაკითხაო.
კი მიაკითხა მაგრამ რა ჯანდაბა გაუკეთეს როო?
მერე ნაცნობ ექიმს ველაპარაკეთ ტელეფონით, რომ მიგვყავდა საავადმყოფოში, ის იცოდა, ბალღი მოიკითხა და იმაზე გაბრაზდა, ბამბის გამოცვლას მაინც რა უნდოდა, ეგ მაინც გაეკეთებინათო.
ისევ ჩვენ ვიჩალიჩეთ რაღაც - მეზობლები იდეებით გვეხმარებოდნენ - დამწვარი ბამბაო, მარილიანი წყალიო, ყინულებიო და რავი, რა აღარ.
ესაა ჩვენი ნაქები ჯანდაცვა?
თან მეცინება.
* * *
PRO_fessor
QUOTE
ისიცაა რომ საქართველოში პოლიტიკა და მედიცინა ყველამ "იცის"
და კიდევ კარგი, რომ ყველამ იცის.
მეზობლების რჩევები მაგრად წამეხმარა.
იმდენი სისხლი დაკარგა, დღეს მთელი დღე ან წევს ან თუ ადგომა სჭირდება, კედელ-კედელ დადის.
This post has been edited by eeelllooo on 18 May 2014, 09:54