6 წლის მერე გეოლოგიის დეპარტამენტის უმფროსმა პრაქტიკულად აღიარებითი ჩვენება მისცა, რომ დარიაჰესის და ლარსიჰესის მშენებლობისთვის გეოლოგიური დასკვნა გაცემულია გამაოგნებელი კორუცფიით და საშინელი დარღვევებით
ეს სწორედ ის ჰესია, რომელიც 2014 წელს დევდორაკიდან წამოსულმა ღვარცოფმა დაანგრია და 6 ადამიანი იმსხვერპლა..ასევ დაანგრია სამხედრო გზა და ასეულობით მილიონის ზარალი მოუტანა ქვეყანას
ამ თემაში გამპრავებლების არმია რას წერდა თვითონ დაძებნონ ეხლა
ნორმალური ქვეყანა რო ვიყოთ, ამ აღიარების მერე, აუცილებლად უნდა დაიწყოს მასშტაბური გამოძიება, გეოლოგიის დეპარტამენტში ვინც გასცა გეოლოგიური დასკვნა უნდა დაიჭირონ, ასევე უნდა დაიჭირონ იორდანიშვილი და მაგის ლობისტები ენერგეტიკის სამინისტროში...მარა..ჩაივლის ეს აღიარებაც

რა უნდოდა ჰესებს მყინვარის ძირში - გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსის აღიარება
16:28 - 27 ნოემბერი 2020
„ლარსი ჰესთან დაკავშირებით, მერაბ გაფრინდაშვილისთვის კი არა, მოხევესთვის რომ გეკითხათ, ის გეტყოდათ, რომ იქ ჰესის აშენება არ შეიძლებოდა. მანდ დიდი კვლევები არც იყო საჭირო. 2014 წლის 17 მაისს, სტიქია რომ მოხდა, მფლობელმა იქ პირველივე დღეს ამიყვანა. ვკითხე, რამ აგაშენებინათ მეთქი აქ ჰესი. რა ვქნა, ფულია ჩემი, მე ჰიდროლოგი და გეოლოგი არ ვარო“, - ამ სიტყვების ავტორი მერაბ გაფრინდაშვილია, გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსი - სახელმწიფო უწყების, რომელიც ქვეყანაში პასუხისმგებელია სტიქიური გეოლოგიური პროცესების შეფასებაზე, საშიშროების რისკების განსაზღვრაზე, გართულებებისას ოპერატიულ რეაგირებაზე. სწორედ ამ დეპარტამენტს ევალება გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშების გეოლოგიურ ნაწილზე საექსპერტო დასკვნების მომზადება, რომლის გარეშეც ან უარყოფითი დასკვნის შემთხვევაში, მშენებლობის ნებართვა ვერ გაიცემა.
დევდორაკის მყინვარი, რომლის ძირშიც ლარსიჰესი და დარიალიჰესი აშენდა, ცნობილია მძლავრი ყინულოვანი ჩამოზვავებით. ქართველ მეცნიერებს დარიალის ხეობაში სტიქიის შემთხვევები მე-18 საუკუნიდან აქვთ აღრიცხული. ყველაზე მასშტაბური კატასტროფა 1832 წელს მოხდა, როცა დევდორაკის მყინვარიდან უდიდესი სიჩქარით დაძრულმა ყინულმა და ქვაღორღმა მდინარე თერგი 8 საათით გადაკეტა, შემდეგ მდინარემ ჩახერგილი გაარღვია და ქალაქი ვლადიკავკაზი დატბორა. სტიქიას დიდი მსხვერპლი მოჰყვა.
დევდორაკიდან მძლავრი ჩამოზვავება მანამდეც და მას შემდეგაც არაერთხელ აღინიშნა, მათ შორის 2007 წელსაც. ამის მიუხედავად, გეოლოგიის დეპარტამენტს და მერაბ გაფრინდაშვილს, რომელიც 2006 წლიდან ხელმძღვანელ თანამდებობებზე მუშაობს, 2014 წლიდან კი ამ დეპარტამენტის უფროსია, საჯაროდ არცერთი განცხადება არ გაუკეთებიათ, რომ დევდორაკის მყინვარის ძირში ჰესების მშენებლობა არ შეიძლებოდა. არათუ ხმა არ ამოუღიათ, არამედ 2011 წელს, „დარიალი ჰესის“ გარემოზე ზემოქმედების შეფასების საექსპერტო დასკვნაში, გეოლოგიის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი ზურაბ დოლიძე წერს, რომ შენიშვნები საერთოდ არ აქვთ!
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოლოგიის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი, პროფესორი ოთარ დუდაური, სხვა გეოლოგების მსგავსად, ჯერ კიდევ 2013 წელს აცხადებდა, რომ დარიალის ხეობაში ჰესების მშენებლობა, ბუნებრივი კატასტროფების რისკებს კიდევ უფრო გაზრდიდა.
გეოლოგიის დეპარტამენტსა და მის ხელმძღვანელს არც მას შემდეგ უთქვამთ რამე, როცა 2014 წელს, ახალაშენებული ლარსიჰესი და მშენებარე დარიალიჰესი დევდორაკიდან მოწყვეტილმა გლაციალურმა ღვარცოფმა ზედიზედ ორჯერ დაანგრია.
17 მაისს ღვარცოფმა რამდენიმე სატვირთო და მსუბუქი ავტომობილიც დამარხა, 6 ადამიანი კი იმსხვერპლა.
20 აგვისტოს, ღვარცოფმა მდინარე თერგის კალაპოტი შეცვალა, დაანგრია საქართველო – რუსეთთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზა, დააზიანა მაგისტრალური გაზსადენი, დაიტბორა ლარსის საბაჟო-გამშვები პუნქტი და „დარიალი ჰესის“ გვირაბი. დაიღუპა ჰესის სადერივაციო გვირაბში მყოფი 2 მუშა, რომლებიც სამუშაოებს აწარმოებდნენ.
მყინვარის ძირში რომ ჰესების მშენებლობა დაუშვებელი იყო, გეოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მერაბ გაფრინდაშვილმა მხოლოდ 2020 წელს აღიარა.
https://mtisambebi.ge/news/ecology/item/123...xDTgh2y2K79SjMcგანადგურებული ლარსი ჰესი - ვინ უნდა აგოს პასუხი? (post #48917983)მასობრივი გამოსვლები ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ (post #52330960) This post has been edited by guriaaa on 27 Nov 2020, 18:17