აჰა, ხომ ვთქვი... დაიწყეს უკვე...

გიორგი უფლისწულს ვერავინ გადაუდგება წინ ტახტის მემკვიდრეობის საკითხში, თუ გადაუდგება და თავს შეირცხვენს
გია მამალაძე
2011 წლის 27 სექტემბრიდან, ჯვართამაღლების დღესასწაულის მერე, რაც დაიბადა გიორგი უფლისწული, ქვეყანაში ყოველგვარი კამათი ტახტის მემკვიდრეობის შესახებ დამთავრდა...
ბაგრატიონთა საამაყო საგვარეულოს ღმერთმა აჩუქა სხვადასხვა დინასტიებად და შტოებად დაშლილი, ოდესღაც ერთიანი და დიდებული დინასტიის კვლავ გამაერთიანებელი უფლისწული - გიორგი ბაგრატიონ-ბაგრატიონი მუხრანბატონი.
მისი მამა, ბატონიშვილი დავითი, ერთიანი საქართველოს ბოლო დიდი ხელმწიფის - ალექსანდრე დიდის მეორე შვილის პირდაპირი შთამომავალია (პირველ შვილს მემკვიდრე არ დარჩენია).
მისი დედა, ბატონიშვილი ანა, ალექსანდრე დიდის მესამე შვილის პირდაპირი შთამომავალია. მისი მამა, ბატონიშვილი ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკი გახლავთ ამ დინასტიის უფროსი და მისი შტოს მემკვიდრეობა, თავისთავად, გადადის პატარა უფლისწულ გიორგიზე. რუსეთში კიდევ ცხოვრობს ერთი მათი ნათესავი, ევგენი ბაგრატიონ-გრუზინსკი, მაგრამ მას შვილები არ ჰყავს.
ბატონიშვილის დავითის პაპა, აწ განსვენებული ირაკლი ბაგრატიონ-მუხრანბატონი უპირობოდ პირველი იყო ქართლის (მუხრანის) ბაგრატიონთა დინასტიას შორის.
ლეგიტიმური კანონებით მისი მემკვიდრეობა გადავიდა მის ვაჟზე, აწ განსვენებულ გიორგი (ხორხე) ბაგრატიონ-მუხრანბატონზე.
გიორგი (ხორხე) ბაგრატიონის გარდაცვალების მერე ქართლის (მუხრანის) ბაგრატიონთა დინასტიას სათავეში ჩაუდგა დავით გიორგის ძე, მისი უფროსი ძმის ირაკლ
ის (ასევე უმცროსის, უგოს) თანხმობით.
ლეგიტიმურად ყველაფერი გარკვეულია.
იმერეთის შტოს ბაგრატიონები, უფრო უკან დგანან ერთიანი საქართველოს ტახტის მემკვიდრეობის საკითხში, თუმცა, ყველა პატიოსანი მონარქისტი დარწმუნებულია მათ კეთილშობილებაში, რომ ისინი ნამდვილად არ წამოაყენებენ პრეტენზიას უფლისწული გიორგის საწინააღმდეგოდ... პირიქით, დარწმუნებული ვართ, მის გვერდით დადგებიან.
ტახტის მემკვიდრეობის საქმეში, არსებობს მხოლოდ ღვთისმიერი დადგენილება, როდესაც უფროსი ვაჟი იბადება, ის ხდება მემკვიდრე... მისი გამორიცხვა მემკვიდრეობიდან, შეუძლია მხოლოდდამხოლოდ მას, თავად უფროს ვაჟს. თუ მომდევნო ძმის სასარგებლოდ იტყვის უარს ტახტის მემკვიდრეობაზე.
სხვა კანონი, ტახტის მემკვიდრეობის ჩამორთმევაზე, მამის, პაპის ან თუნდაც მოქმედი მეფის მიერ არ არსებობს, თუ ადამიანი ჯანმრთელია და კრიმინალი არ ჩაუდენია.
როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, რაღაც ძალებს სურთ "კიდევ ერთი არეულობა" შეიტანონ ბაგრატიონთა და მონარქიის მომხრეთა შორის, მაგრამ რაც უნდა ეცადონ, მარცხისთვის არიან განწირულნი, მარცხისთვის და პიროვნული შერცხვენისათვის.
საწყალი ბავშვი ამ გიჟების ხელში...
მიმაგრებული სურათი