მეგობართან დავინახე რაღაც წამლები ( სამწუხაროდ სახელი ვერ დავიმახსოვრე) ხოდა 15 ტაბლეტია და 40 ლარამდე ვიხდიო სულ უნდა დალიოს დედაჩემმაო, და ეგ მეორეცო - რაღაცა ჩახლართული სახელები იყო. ხოდა დავგუგლე ორივე. 1. კალციუმი +D3 ვიტამნი, მეორე კოლაგენი

აი თუ არ გჯერათ გადაამოწმეთ თქვენთვის გამოწერილი წამლები, ნახევარი რაღაც ვიტამინი ან პლაცებო იქნება. ან თუ წამალია მაგალითად სტატინი - უბრალო "ჯენერიკ" სახელით კი არ იქნება, რამე ისეთი ბრენდი რომელიც მხოლოდ საქართველოში იყიდება, ძვირია და მაგ ექიმს ყოველ თვე ფულს უხდის. ფუ აი გულის ამრევია მართლა ეს მედიცინა და სახელმწიფო... ხალხი როგორაა ცოცხალი ეგ მიკვირს. ყველა ატკატებზე ჩალიჩობს. ექიმით დაწყებული ჩინოვნიკებით დამთავრებული
This post has been edited by ბლანჩო on 23 Sep 2025, 10:04