მოკლედ TBC ში მერიცხება ხელფასი უკვე 4 წელია და მაგათთან მაქვს სულ ურთიერთობა, როგორც ყველა მოკვდავს რაღათქმაუნდა მეც მქონდა და მაქვს სესხი არც ისე დიდი მარა მაინც მაქვს

ნუ 2 წლის წინ მქონდა 3500 ლარი 22% ში მაგაზე არაფერს ვიძახი ჩავფარე ეგ და ა.შ
ეხლა 3 თვის წინ ავიღე ახალი სესხი 15% ში 2600 ლარზე, დამჭირდა თანხის დამატება, დავრეკე გუშინ წინ TBC ში და ველაპარაკე, შევთანხმდით რომ დამითვლიდნენ და მეტყოდნენ რა როგორ იქნებოდა
აი აქედან დაიწყო სრული დაბოლება მოტყუება და უნამუსობა

19 ში დამირეკეს და მითხრეს რომ 14.8 % ში დამიმტკიცებდნენ სესხს, + ამას წინა სესხის დაფარვის საკომისიოს 2%ს არ გადამახდევინებდნენ (ანუ როცა ვუთხარი თანხის დამატება მინდა თქო ძველი უნდა ჩაფარო და ახალი სესხი დაგიმტკიცოთო) თუმცა ახალი სესხის დამტკიცების საკომისიოს 2% ს მახდევინებდნენ, მე ვუთხარი რომ რესპუბლიკა ბანკი მაძლევდა იგივე თანხაზე სესხს 11% ში (მართლა მაძლევდა ვიყავი საბუთებიც მიტანილი მქონდა), ამათმა კაი დღეს შემოვიდა რაღაც ახალი პროცენტები თავიდან დავთვლით სესხს და გეტყვითო, მეთქი კაი გელოდებით პასუხზე დამირეკეთ თქო
19 ში საღამოს 18.39 ზე მირეკავენ TBC დან ვინც მანამდე მელაპარაკე ჩემი კრედიტ ოფიცერის დამხმარე და მეუბნება დავთვალეთ თქვენთვის ახალი პროცენტებით და გამოდის ასე რომ გაძლევთ 13.2% ში + ამას წინა სესხის ჩაფარვის საკომისიოს არ იხდიო. მხოლოდ ახალი სესხის რასაც აიღებ იმის 2%ს გადაიხდი საკომისიოსო. მეთქი კაი ჯანდაბას სხვა ბანკში სიარულს საბუთებზე წანწალს და დროის კარგვას მირჩევია ისევ თქვენ დავრჩე ამ პირობების გათვალისწინებით თქო
კაიო ხვალე დაგირეკავთO და მოდი საბუთბზე ხელ მოსაწერადო, ოკ თქო, გუშინ დილით მომივიდა მესიჯი რომ დამიმტკიცდა სესხი და ზარმაც არ დააყოვნა თუ გცალიათ მოდით რომ საბუთები გავაფორმოთო.
მივედი მეც გუშინ სამსახურიდან გამოვენთავისუფლე ძალიან დაკავებულ დროს, მივედი და დამხვდა
სესხი 14.2% ზე, ვეუბნები კრედიტ ოფიცერის დამხმარე გოგოს, აბა ტელეფონშ 13.2 რომ მითხარი სადაა ეგ პროცენტი თქო? ბატონო გიორგი შეგვეშალაო არასწორად დავთვალეთო ტელეფონში რომ გითხარით ეგ პროცენტიო ეხლა დათვალესო და ასე დაგიმტკიცდათ სესხიო, კაი მეთქი ჯანდაბას,
ამდენი დრო სულ არ მქონდა რომ თავიდან დამეწყო სესხის აღების პროცედურები სხვა ბანკში, მეთქი რაცაა ეგაა იყოს ეგ 14.2 ჯანდაბას თქო,
მარა რახან ასეთი შეცდომა მოგივიდათ თქო, წინა სესხის ჩაფარვის საკომისიოს 2% ს ხო ნაღდად არ მახდევინებთ თქო? გავუმეორე კითხვა რაზეც ვესაუბრე წინა დღეს, არაო არაო იმას არ გახდევინებთო დამეთანხმდნენ, მეც უკმაყოფილომ მაგრამ სხვა გზა არ დარჩენილმა გავაფორმე ხელშეკრულება,წავედი სამსახურში გავაგრძელ;ე ჩემი საქმიანობა, კომპიუტერთან მოვხვდი 2-3 საათის შემდეგ როცა უკვე 6 საათი იყო, შევდივარ ინტერნეტ ბანკში და რას ვხედავ, დამიმტკიცდა სესხი 14.2% ში როგორც მითხრეს, ჩამერიცა
ჩამომეჭრა საკომისიო სესხის დამტკიცების 2%, მერე წინა სესხის ჩაფარვის 2%, კიდევ რაღაცა გაურკვეველი პროცენტი 15 ლარის სახით, ვაა ვუყურებ რა ხდება ვერ გავიგე, წინა სესხის ჩაფარვის 2% მაინც არ უნდა ჩამომჭროდა ხო მIთხრეს არ გეჭრებაო, დავრეკე იმ წამსვე მარა 6 საათი იყო აღარ გამცეს ხმა იმ ფილიალში სადაც მე ავიღე სესხი
(ჩემი სახლი აღმაშენებლის ხეივანი), ნუ კაი რაღას ვიზავდი, მეთქი ხვალე გავარკვევ, დავრეკე დღეს ჩემს კრედიტ ოფიცერთან და არაო ეგ წინა სესხის ჩაფარვის საკომისიოაო,
უნდა ჩამოგჭროდაო რაღაცა არასწორად გითხრა ეტყობა ჩემმა დამხმარემო, მოკლედ ასე ამახია TBC მ ამდენი თანხა და მომატყუა

თქვენ მაინც გაითვალისწინეთ როგორი კარგი ბანკია და როგორ გატყუებენ პირდაპირ სიტყვებში

პატივისცემით მე

პ.ს
TBC ბანკი ჯიგრები ხართ